„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 246/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 04/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016512
246/ნ
04/12/2012
ვებგვერდი, 04/12/2012
040030000.22.022.016512
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №246/ნ

2012 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებით (სსმ III, 13.02.2007 წ., №20, მუხ. 229, სარეგისტრაციო კოდი  040.030.000.22.022.009.972) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. ცენტრის მართვა. ცენტრის დირექტორის უფლება-მოვალეობები

 1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი. დირექტორს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

2. ცენტრის დირექტორი:

ა) წარმოადგენს ცენტრს და მოქმედებს ცენტრის სახელით;

ბ) ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს ცენტრის საქმიანობას;

გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის სხვა თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს;

ე) ცენტრის თანამშრომლების მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ვ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს;

ზ) ცენტრის მიზნების მისაღწევად, ხელშეკრულების საფუძველზე, უფლებამოსილია მოიწვიოს ქართველი ან უცხოელი სპეციალისტები;

თ) ცენტრის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

ი) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს, რომლის დაცვა ევალება ცენტრის თითოეულ თანამშრომელს;

კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით, მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს ცენტრის საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს;

ლ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, ცენტრის საქმიანობის სრულყოფის შესახებ;

მ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს;

ნ) ცენტრის ფუნქციებიდან გამომდინარე, გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ო) სამინისტროს მოთხოვნისთანავე შეიმუშავებს და წარადგენს ცენტრის საქმიანობის ანგარიშს;

პ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

3. შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე, ხოლო დირექტორის მოადგილის შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორი თავისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს ცენტრის რომელიმე თანამშრომელს.

4. დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დირექტორის მოადგილე.

5. ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია ცენტრის თანამშრომლის ფუნქციად განსაზღვროს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ კორესპონდენციებში დასმულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება და კორესპონდენციებზე ხელმოწერა.

 6. დირექტორის მოადგილე და თანაშემწე ინიშნება დირექტორის უფლებამოსილების ვადით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი