დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1075 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 03/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.08.002.016695 |
|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის: |
ა)
VII4 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VII4
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების სახელმწიფო თანამდებობები
მუხლი 2613. მთავარი საჯარო თანამდებობა დეპარტამენტის თავმჯდომარე. მუხლი 2614. წამყვანი საჯარო თანამდებობა ა) დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; გ) დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი; დ) დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; ე) დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი; ვ) დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე; ზ) დეპარტამენტის განყოფილების უფროსი; თ) დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსი (მთავარი ბუღალტერი); ი) დაწესებულების დირექტორი; კ) დაწესებულების დირექტორის მოადგილე. მუხლი 2615. უფროსი საჯარო თანამდებობა ა) საორგანიზაციო განყოფილების უფროსი; ბ) დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსი; გ) დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე; დ) დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსი (შტაბის უფროსი); ე) დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსი (სამორიგეოს უფროსი); ვ) დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსი (კანცელარიის უფროსი); ზ) დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსი (IT განყოფილების უფროსი); თ) ასეულის მეთაური; ი) დაწესებულების განყოფილების უფროსი (კანცელარიის უფროსი); კ) დაწესებულების განყოფილების უფროსი; ლ) დაწესებულების ინსპექტორი (ბუღალტერი). მუხლი 2616. უმცროსი საჯარო თანამდებობა ა) მთავარი ინსპექტორი; ბ) მთავარი ინსპექტორი (საწყობის გამგე); გ) მთავარი ინსპექტორი (უფროსი ბუღალტერი); დ) უფროსი ინსპექტორი; ე) უფროსი მორიგე ინსპექტორი; ვ) უფროსი ინსპექტორი (საინჟინრო-ქიმიური და საიმიტაციო საშუალებების დარგში); ზ) უფროსი ინსპექტორი (შეიარაღებისა და ტექნიკის დარგში); თ) უფროსი ინსპექტორი (საბრძოლო მომზადების დარგში); ი) უფროსი ინსპექტორი (კონტროლის ინსპექტორი); კ) უფროსი ინსპექტორი (ოპერატიული მორიგე); ლ) უფროსი ინსპექტორი (იურისტი); მ) უფროსი ინსპექტორი (ბუღალტერი); ნ) ინსპექტორი; ო) ინსპექტორი (კონტროლიორი); პ) ინსპექტორი (ოპერატიული მორიგის თანაშემწე); ჟ) ინსპექტორი (სამოქალაქო და სახანძრო თავდაცვის დარგში); რ) ინსპექტორი (საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში); ს) ინსპექტორი (ოპერატიული მორიგე); ტ) ინსპექტორი (საწყობის გამგე); უ) ინსპექტორი (ექიმი); ფ) ინსპექტორი (ფსიქოლოგი); ქ) ინსპექტორი (მორიგე); ღ) ინსპექტორი (გუშაგი); ყ) უმცროსი ინსპექტორი; შ) უმცროსი ინსპექტორი (მორიგე); ჩ) ასეულის მეთაურის მოადგილე; ც) ოცეულის მეთაური; ძ) ოცეულის მეთაურის მოადგილე; წ) მებრძოლი; ჭ) ყარაულის ცვლის უფროსი; ხ) ყარაულის ცვლის უფროსის მოადგილე; ჯ) ყარაული; ჰ) გუშაგთა ცვლის უფროსი; ჰ1) გუშაგთა ცვლის უფროსის მოადგილე; ჰ2) მთავარი სპეციალისტი (თავმჯდომარის თანაშემწე); ჰ3) წამყვანი სპეციალისტი (საწყობის გამგე); ჰ4) უფროსი სოციალური მუშაკი; ჰ5) უფროსი საზოგადოებრივი კონსულტანტი; ჰ6) სოციალური მუშაკი; ჰ7) საზოგადოებრივი კონსულტანტი; ჰ8) სპეციალისტი (ბუღალტერი); ჰ9) სპეციალისტი (საწყობის გამგე); ჰ10) სპეციალისტი (სასადილოს გამგე); ჰ11) სპეციალისტი (არქივარიუსი); ჰ12) სპეციალისტი (ბიბლიოთეკის გამგე); ჰ13) მძღოლი; ჰ14) დამხმარე მოსამსახურე (ტექნიკური მუშაკი); ჰ15) დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი).“; ბ) 307 და 308 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 307. უფროსი საჯარო თანამდებობა ა) მინისტრის თანაშემწე; ბ) მინისტრის მოადგილის თანაშემწე; გ) გენერალური ინსპექციის უფროსი ინსპექტორი; დ) გენერალური ინსპექციის მრჩეველი; ე) მრჩეველი; ვ) დაწესებულების მთავარი ექიმი; ზ) განყოფილების უფროსი ექიმი; თ) მთავარი ექიმის მოადგილე; ი) ლაბორატორიის უფროსი; კ) უფროსი ექიმი; ლ) გამომძიებელი. მუხლი 308. უმცროსი საჯარო თანამდებობა ა) გენერალური ინსპექციის ინსპექტორი; ბ) გენერალური ინსპექციის მთავარი სპეციალისტი; გ) გენერალური ინსპექციის სპეციალისტი; დ) სამინისტროს მთავარი სპეციალისტი; ე) სამინისტროს სპეციალისტი; ვ) ექიმი (ოჯახის ექიმი, დღის ექიმი, მორიგე ექიმი, მეან-გინეკოლოგი, პედიატრი, თერაპევტი, კარდიოლოგი, რევმატოლოგი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, ჰემატოლოგი, ნეფროლოგი, ანგიოლოგი, ზოგადი ქირურგი, გულმკერდის ქირურგი, სისხლძარღვთა ქირურგი, მორიგე ქირურგი, ქირურგი ონკოლოგი, ონკოლოგი, ტრავმატოლოგი, უროლოგი, პროქტოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ქიმიოთერაპევტი, ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი, ტრანსფუზიოლოგი, ინფექციონისტი, ჰეპატოლოგი, დერმატოვენეროლოგი, ფტიზიოპულმონოლოგი, სეფსისოლოგი, პარაზიტოლოგი, ფსიქიატრი, ნარკოლოგი, რენტგენოლოგი, ექოსკოპისტი, ენდოსკოპისტი, სტომატოლოგი, სტომატოლოგ-ორთოპედი, ექიმი ლაბორანტი, ექიმი ბიოქიმიკოსი, ბაქტერილოგი, ფიზიოთერაპევტი, რეაბილიტოლოგი, ფარმაცევტი, ექიმი დიეტოლოგი); ზ) უფროსი ექთანი; თ) ექთანი (საოპერაციოს უფროსი ექთანი, საოპერაციოს ექთანი, შესახვევის ექთანი, დღის ექთანი, მორიგე ექთანი, ლაბორანტი, მორიგე ლაბორანტი, რენტგენ-ლაბორანტი, მორიგე რენტგენ-ლაბორანტი, მასაჟისტი, პროზექტორი, დიასახლისი, ექთანი დიეტოლოგი, პროვიზორი); ი) წამლების სამარაგოს პასუხისმგებელი პირი, წამლების სამარაგოს თანამშრომელი, სტატისტიკოსი; კ) სანიტარი.“. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები