„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”– ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”– ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/11/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 28/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.114.016143
48
30/11/2012
ვებგვერდი, 06/12/2012
010260020.35.114.016143
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”– ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
 

                                                                             

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №48

2012 წლის 30 ნოემბერი

დაბა ჩოხატაური

 

 

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”– ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,     ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  გამგეობის დებულების   დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში (სსმ, 26. 01. 2011 წ.)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება, საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის  ,,ი“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ერკეთის თემში (სამოქმედო ტერიტორია –  სოფელი ზემო ერკეთი, სოფელი ზემო ონჭიქედი, სოფელი ქვემო ერკეთი, სოფელი ქვემო ონჭიქედი, სოფელი შუბანი)“.

მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის  ,,ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ფ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ჯვარცხმის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ჯვარცხმა, სოფელი ვაზიანი, სოფელი ინტაბუეთი)“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეანტონ ხუნდაძე