დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „მესტიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ 2012 წლის 2 მაისის №–11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/12/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.103.016064 |
|
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ 2012 წლის 2 მაისის №–11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, “ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და ,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №21 დადგენილების შესაბამისად |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ 2012 წლის 2 მაისის №–11 დადგენილებაში (www.macne.gov.je. 02/05/2012 სარეგისტრაციო კოდი: 280120000.35.103.016053) და დადგენილებით დამტკიცებული მე-4 მუხლის, პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
მუხლი 4 1. სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ონკოლოგიურ ავადმყოფებზე, დიალიზით მოსარგებლე და ფსიქიურად დაავადებულ პირებზე ერთჯერადი ფულადი დახმარებების ოდენობა განისაზღვროს არანაკლებ 100 (ასი) და არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. ონკოლოგიურ ავადმყოფებზე, დიალიზით მოსარგებლე და ფსიქიურად დაავადებულ პირებზე, განსაკუთრებულად მძიმე-სოციალურ ეკონომიკური ან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემაზე თანხით 500 (ხუთასი) ლარისა, კომისიასთან ერთად გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი გამგეობის რწმუნებულისა და საკრებულოს წევრის ერთობლივი შუამდგომლობის საფუძველზე. |
| მუხლი 2 |
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები