დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/11/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.122.016131 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №7 დადგენილებაში (სსმ, 7, 06/08/2010/, 010250040.35.122.000091) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მესამე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 362 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 99-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საკრებულოს თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ (თუ მან უარი არ განაცხადა ამ უფლების გამოყენებაზე) ტარდება ღია კენჭისყრა.“. |
| მუხლი 2 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს – ზაზა მეტრეველს. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები