დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 944 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/12/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016146 |
|
„საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების" მე-11 პუნქტის ,,ნ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანებით (სსმ III, 29.05.2007წ., №75, მუხ. 809) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-2 მუხლის: |
ა)
„ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი: ა.ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე – საკადასტრო რუკა, საკადასტრო გეგმა ან/და საინვენტარიზაციო გეგმა; ა.ბ) უძრავი ნივთის მართლზომიერად (კეთილსინდისიერად) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე – საკადასტრო რუკა, საკადასტრო გეგმა ან/და საინვენტარიზაციო გეგმა;“. |
ბ)
„ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“და „ა2“ქვეპუნქტები:
„ა1) უძრავი ნივთის მესაკუთრე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელსაც საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში გააჩნია უძრავი ნივთი; ა2) საკუთრება – ამ ბრძანების მიზნებისთვის, უძრავი ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი (კეთილსინდისიერი) მფლობელობის უფლება;“. |
2.
მე-3 მუხლის: |
ა)
მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საჯარო რეესტრიდან ამონაწერი და საკადასტრო რუკა, საკადასტრო გეგმა ან/და საინვენტარიზაციო გეგმა – თუ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით შეუძლებელია უძრავი ნივთის ზუსტი მისამართის ან სხვა პარამეტრების დადგენა;
|
ბ)
მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) უძრავ ნივთის მართლზომიერ (კეთილსინდისიერ) მფლობელობაში არსებობის შემთხვევაში – მართლზომიერი (კეთილსინდისიერი) მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საკადასტრო რუკა, საკადასტრო გეგმა ან/და საინვენტარიზაციო გეგმა – თუ მართლზომიერი (კეთილსინდისიერი) მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით შეუძლებელია უძრავი ნივთის ზუსტი მისამართის, ადგილმდებარეობის ან სხვა პარამეტრების დადგენა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები