დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/11/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.148.016122 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
1.
„გორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 29 დეკემბრის №50 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 03/01/2012; 190.020.020.35.148.016.083) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილების მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„3. განისაზღვრო გორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობები 44315.4 ათ. ლარის ოდენობით, დანართი №3-ის რედაქციით. მათ შორის: ა) შემოსავლები - 43123.0 ათ. ლარი ბ) არაფინანსური აქტივების კლება - 1192.4 ათ. ლარი“ |
ბ)
დადგენილების მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„4. განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ასიგნებები ორგანიზაციულ ჭრილში 51075.6 ათ. ლარის ოდენობით, დანართი №4-ის რედაქციით. მათ შორის: ა) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები - 9016.6 ათ. ლარი, მათ შორის: ა.ა) მუნიციპალიტეტის საკრებულო - 709.6 ათ. ლარი; ა.ბ) მუნიციპალიტეტის გამგეობა - 2198.0 ათ. ლარი; ა.გ) სარეზერვო ფონდი - 17.0 ათ. ლარი; ა.დ) ს.ს.ი.პ. „საქართველოს ეროვნული არქივის“ ტერიტორიული ორგანო - გორის არქივი - 15.1 ათ. ლარი; ა.ე) მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო - 3.0 ათ. ლარი; ა.ვ) წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა - 235.8 ათ. ლარი, მათ შორის: ა.ვ.ა) მუნიციპალური ფონდის მიერ განხორციელებული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში გაცემული სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დაფარვა - 235.8 ათ. ლარი; ა.ზ) აუდიტორული მომსახურება - 9.2 ათ. ლარი; ა.თ) კომპიუტერული მომსახურება - 3.0 ათ. ლარი; ა.ი) შესყიდვებთან დაკავშირებული ხარჯები - 10.5 ათ. ლარი; ა.კ) ბანკის მომსახურების დაფინანსება - 4.9 ათ. ლარი; ა.ლ) ადმინისტრაციული შენობის დაცვა - 90.5 ათ. ლარი; ა.მ) საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შევსება - 5720.0 ათ. ლარი. ბ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური - 475.5 ათ. ლარი, მათ შორის: ბ.ა) სახანძრო დაცვის სამსახური - 463.0 ათ. ლარი; ბ.ბ) სამაშველო სამსახური - 20.5 ათ. ლარი; გ) საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 270.9 ათ. ლარი; დ) თავდაცვის ღონისძიებები - 130.9 ათ. ლარი. ე) ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 30655.5 ათ. ლარი, მათ შორის: ე.ა ) გზების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვის ხარჯები - 8037.5 ათ. ლარი, მათ შორის: ე.ა.ა) გზების მოვლა-შენახვა - 500.8 ათ. ლარი; ე.ა.ბ) ქალაქის ქუჩების მოვლა ზამთრის სეზონზე - 10.0 ათ. ლარი; ე.ა.გ) გზების ორმოული შეკეთება - 145.7 ათ. ლარი; ე.ა.დ) დავით აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია - 147.1 ათ. ლარი; ე.ა.ე) გზების რეაბილიტაცია - 6992.3 ათ. ლარი; ე.ა.ვ) ცენტრალური სასპორტო სკოლის წინ ტროტუარის მოწყობა - 9.2 ათ. ლარი; ე.ა.ზ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გზების მოხრეშვა და ხიდის მოწყობა - 232.4 ათ. ლარი. ე.ბ) გაზგაყვანილობის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია - 509.6 ათ. ლარი, მათ შორის: ე.ბ.ა) სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გაზგაყვანილობის სისტემის მონტაჟი - 459.6 ათ. ლარი; ე.ბ.ბ) სოფელ კვარხეთის გაზიფიცირება - 50.0 ათ. ლარი. ე.გ) სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 4649.7 ათ. ლარი, მათ შორის: ე.გ.ა) ნიქოზის კაშხლის ფუნქციონირებისათვის საჭირო ელექტროენერგიის ღირებულება - 63.6 ათ. ლარი; ე.გ.ბ) ნადარბაზევის ტბის შესავსებად საჭირო ელექტროენერგიის ღირებულება - 300.0 ათ.ლარი; ე.გ.გ) ერგნეთის სარწყავი სისტემის მოწყობა - 237.8 ათ. ლარი; ე.გ.დ) ტირიფონის სარწყავი არხის მოწყობა - 23.1 ათ. ლარი; ე.გ.ე) სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სარწყავი არხების გაწმენდა და მოწყობა - 314.2 ათ. ლარი; ე.გ.ვ) სოფელ ხელთუბნის, ქიწნისის და სვენეთის სარწყავი არხების გაწმენდა - 26.0 ათ. ლარი; ე.გ.ზ) ტირიფონ-სალთვისის სარწყავი არხის და მეღვრეკისის სატუმბი სადგურის ფუნქციონირებისა თვის საჭირო ხარჯი - 900.0 ათ. ლარი; ე.გ.თ) დიცი-ქორდი-არბოს სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია - 1700.0 ათ. ლარი; ე.გ.ი) სოფელ ნიქოზის სარწყავი წყლის სისტემის ქსელის მოწყობა - 1085.0 ათ. ლარი. ე.დ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 268.9 ათ. ლარი, მათ შორის: ე.დ.ა) მეღვრეკისის სასმელი წყლის ჭაბურღილის მრიცხველების და ხვითის ჭაბურღილის ტრანსფორმატორის ღირებულება - 1.9 ათ. ლარი; ე.დ.ბ) დევნილთა დასახლებებში სასმელი წყლის ჭაბურღილზე დახარჯული ელ. ენერგიის ღირებულება - 56.4 ათ. ლარი; ე.დ.გ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია - 198.5 ათ. ლარი; ე.დ.დ) სოფლებში ჭაბურღილების ელ. მომარაგებისათვის საჭირო მასალების შეძენა, ტექნიკური პირობა და დამიწების ოქმის ღირებულება - 11.1 ათ. ლარი; ე.დ.ე) ვერხვების დასახლებაში დევნილი მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მილების ამოცვლა - 1.0 ათ. ლარი. ე.ე) საკანალიზაციო სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები - 104.3 ათ. ლარი, მათ შორის: ე.ე.ა) სანიაღვრე არხების მოვლა - 45.0 ათ. ლარი; ე.ე.ბ) №12 სკოლის მიმდებარე რუსთავის ქუჩის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია - 36.3 ათ. ლარი; ე.ე.გ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სანიაღვრე არხის გაჭრა - 8.0 ათ. ლარი; ე.ე.დ) სადგურის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის შეკეთება - 15.0 ათ. ლარი. ე.ვ) ბინათმშენებლობა - 11486.0 ათ. ლარი, მათ შორის: ე.ვ.ა) მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია - 1370.0 ათ. ლარი; ე.ვ.ბ) დროებითი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ხარჯი(ბინის ქირა) – 98.5 ათ. ლარი; ე.ვ.გ) წერეთლის ქუჩაზე ბდებარე საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია - 8550.0 ათ. ლარი; ე.ვ.დ) ყიფიანის ქუჩა №33-ში დაზიანებული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია და მინის შეძენა - 165.5 ათ. ლარი; ე.ვ.ე) სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საცხოვრებელი ბინისათვის შიფერის შეძენა და ფასადის შეღებვა - 20.0 ათ. ლარი; ე.ვ.ვ) სტალინის №31-ში და სამების №1-ში არსებული ფართის სარემონტო სამუშაოები - 73.0 ათ. ლარი; ე.ვ.ზ) ქარით დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია - 2.2 ათ. ლარი; ე.ვ.თ) მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ლიფტების, სასმელი წყლის და კანალიზაციის გაყვანილობის რეაბილიტაცია - 1206.8 ათ. ლარი. ე.ზ) გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 1009.9 ათ. ლარი, მათ შორის: ე.ზ.ა) გარე განათების ღირებულება - 451.5 ათ. ლარი; ე.ზ.ბ) გარე განათების ექსპლოატაცია - 102.5 ათ. ლარი; ე.ზ.გ) შენობების დეკორატიული განათების ექსპლოატაცია - 90.0 ათ. ლარი; ე.ზ.დ) ქალაქ გორში გარე განათების ახალი წერტილების მოწყობა და ტექნიკური პირობის ღირებულება - 94.1 ათ. ლარი; ე.ზ.ე) დევნილთა დასახლებაში გარე განათების ღირებულება - 1.4 ათ. ლარი; ე.ზ.ვ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ეკო ნათურების შეძენა და გარე განათების მოწყობა - 18.3 ათ. ლარი; ე.ზ.ზ) სოფელ საქაშეთში განათების ქსელის მონტაჟი და სოფელ მერეთში ელ. მომარაგების ტექნიკური პირობა - 27.7 ათ. ლარი; ე.ზ.თ) მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში განათებების მოწყობა - 224.4 ათ. ლარი. ე.თ) დასუფთავების ღონისძიებები 784.3 ათ. ლარი, მათ შორის: ე.თ.ა) დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა -784.3 ათ. ლარი. ე.ი) მოსაცდელების მოწყობა - 17.0 ათ. ლარი, მათ შორის: ე.ი.ა) სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მოსაცდელების მოწყობა - 17.0 ათ. ლარი; ე.კ) საკადასტრო რუკების მომზადება - 9.4 ათ. ლარი; ე.ლ) სკვერებისა და გაზონების გამწვანების ექსპლოატაცია რეკონსტრუქცია და კეთილმოწყობა - 818.7 ათ. ლარი, მათ შორის: ე.ლ.ა) გამწვანების ექსპლოატაცია - 110.0 ათ. ლარი; ე.ლ.ბ) ამორტიზირებული ხეების გადაბელვა - 29.5 ათ. ლარი; ე.ლ.გ) სკვერის გამწვანება - 4.8 ათ. ლარი; ე.ლ.დ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სკვერების მოწყობა - 18.8 ათ. ლარი; ე.ლ.ე) მწვანე ნარგავების შეძენა - 20.8 ათ. ლარი; ე.ლ.ვ) სტალინის სახლმუზეუმის მიმდებარე სკვერის რეაბილიტაცია - 296.9 ათ. ლარი; ე.ლ.ზ) სკვერების რეაბილიტაცია - 337.9 ათ. ლარი. ე.მ) სასაფლაოების შემოღობვა - 14.4 ათ. ლარი, მათ შორის: ე.მ.ა) სოფლის მხარდაჭერის პროგრამით - 4.4 ათ. ლარი; ე.მ.ბ) სოფელ საქაშეთის სასაფლაოს შემოღობვა - 10.0 ათ. ლარი; ე.ნ) სანერგე მეურნეობის შენახვა - 60.0 ათ. ლარი; ე.ო) შადრევნის მოვლა პატრონობის ღონისძიებები - 12.0 ათ ლარი; ე.პ) მემორიალების მოწყობა-რეკონსტრუქცია - 0.3 ათ. ლარი. ე.ჟ) სპორტული მოედნების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ღონისძიებები - 161.8 ათ. ლარი, მათ. შორის: ე.ჟ.ა) სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სპორტული მოედნების მოწყობა - 102.7 ათ. ლარი; ე.ჟ.ბ) ქვახვრელის სპორტული მოედნის მოწყობა - 5.1 ათ. ლარი; ე.ჟ.გ) ქალაქში სპორტული მოედნის მოწყობა - 53.9 ათ. ლარი; ე.რ) ცენტრალური სასპორტო სკოლის შენობის ფასადის რეაბილიტაცია - 92.8 ათ. ლარი; ე.ს) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა - 120.3 ათ. ლარი; ე.ტ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ამხანაგობების თანადაფინანსება - 20.0 ათ. ლარი; ე.უ) ინფრასტრუქტურის პროექტების თანადაფინანსება - 283.0 ათ. ლარი; ე.ფ) დევნილთა დასახლებაში ამბულატორიის განათების, წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემის მოწყობის და ტექნიკური პირობის ღირებულება - 5.3 ათ. ლარი; ე.ქ) დეფექტური აქტების, პროექტების და ხარჯთაღრიცხვების მომზადების მომსახურების დაფინანსება - 84.0 ათ. ლარი; ე.ღ) სოფლის მოსახლეობისათვის შეშის ტრანსპორტირება - 14.7 ათ. ლარი; ე.ყ) ცენტრალური სტადიონის სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოები - 1400.0 ათ. ლარი; ე.შ) ყოფილი ბიბლიოთეკის შენობის რემონტი - 40.2 ათ. ლარი; ე.ჩ) საახალწლოდ ქალაქის მორთვის სამუშაოები - 5.5 ათ. ლარი; ე.ც) აიპ - „მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტო“ და რეგიონალური განვითარების სააგენტო – 60.0 ათ. ლარი; ე.ძ) ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება - 595.9 ათ. ლარი; ე.წ) სასაფლაოების მოწყობის,მართვისა და მოვლა-პატრონობის სამსახური - 10.0 ათ. ლარი. ვ) საგანმანათლებლო ღონისძიებები - 1105.7 ათ. ლარი, მათ შორის: ვ.ა) სკოლამდელი განათლების დაფინანსება -1100.5 ათ. ლარი, მათ შორის: ვ.ა.ა) ბაგა-ბაღების დაფინანსება - 1000.0 ათ. ლარი; ვ.ა.ბ) საქაშეთის საბავშვო ბაგა-ბაღის შეკეთება და ინვენტარის და სათამაშოების შეძენა - 4.0 ათ. ლარი; ვ.ა.გ) საბავშვო ბაგა-ბაღების საწვავი შეშით მომარაგება - 4.9 ათ. ლარი; ვ.ა.დ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საბავშვო ბაგა-ბაღის შეკეთება - 70.0 ათ. ლარი; ვ.ა.ე) საბავშვო ბაგა- ბაღებისათვის ელექტროგაყვანილობისათვის საჭირო მასალების შეძენა - 0.6 ათ. ლარი; ვ.ა.ვ) სვენეთის საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის სახურავის შეკეთება და ეზოს კეთილმოწყობა - 12.0 ათ. ლარი; ვ.ა.ზ) სათემოს საბავშვო ბაგა-ბაღისათვის ინვენტარის შეძენა - 9.0 ათ. ლარი. ვ.ბ) ზოგადი განათლება - 5.2 ათ. ლარი, მათ შორის: ვ.ბ.ა) სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სკოლის საკვამლე მილების დამონტაჟება - 5.2 ათ. ლარი; ზ) სპორტული და კულტურული ღონისძიებები - 7079.8 ათ. ლარი, მათ შორის: ზ.ა) სპორტული ღონისძიებები- 30.3 ათ. ლარი; ზ.ა.ა) წლის საუკეთესო სპორტსმენების და მწვრთნელების დაჯილდოვება - -20.3 ათ. ლარი; ზ.ა.ბ) წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენების ხელშეწყობის პროგრამა - 10.0 ათ. ლარი. ზ.ბ) კულტურული ღონისძიებების დაფინანსება - 77.1 ათ. ლარი, მათ შორის: ზ.ბ.ა) ნიჭიერი ახალგაზრდებისა და ხელოვანების ხელშეწყობის პროგრამა - 10.0 ათ. ლარი; ზ.ბ.ბ) საახალწლოდ კონცერტის ორგანიზების და ფეიერვერკის მოწყობის - 67.1 ათ. ლარი; ზ.გ) სპორტული ცენტრი - 385.0 ათ. ლარი. ზ.დ) სპორტული სკოლები - 647.8 ათ. ლარი, მათ შორის: ზ.დ.ა) აიპ - „ცენტრალური სასპორტო სკოლა“ – 418.2 ათ. ლარი; ზ.დ.ბ) აიპ - „ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა“ – 99.8 ათ. ლარი; ზ.დ.გ) აიპ - „კრივის სპეციალიზირებული სპორტული სკოლა“ –129.8 ათ. ლარი; ზ.ე) მოსწავლე-ახალგაზრდობის ტურიზმის ცენტრი „ტონთიო“ – 196.2 ათ. ლარი. ზ.ვ) სახელოვნებო სკოლები - 344.0 ათ. ლარი, მათ შორის: ზ.ვ.ა) აიპ - „გორის სამუსიკო სკოლა“ – 170.0 ათ. ლარი; ზ.ვ.ბ) აიპ - „ატენის სამუსიკო სკოლა“ – 30.0 ათ. ლარი; ზ.ვ.გ) აიპ - „ხიდისთავის სამუსიკო სკოლა“ – 30.0 ათ. ლარი; ზ.ვ.დ) აიპ - „ტყვიავის სამუსიკო სკოლა“ – 24.0 ათ. ლარი; ზ.ვ.ე) აიპ - „ტირძნისის სამუსიკო სკოლა“ – 26.0 ათ. ლარი; ზ.ვ.ვ) აიპ - „სკრის სამუსიკო სკოლა“ – 24.0 ათ. ლარი; ზ.ვ.ზ) აიპ - „სამხატვრო სკოლა“ – 40.0 ათ. ლარი; ზ.ზ) ა.ი.პ „საჯარო ბიბლიოთეკა“- 55.0 ათ. ლარი. ზ.თ) მუსიკალური კოლექტივები - 135.0 ათ. ლარი, მათ შორის: ზ.თ.ა) ს.ს.ი.პ. „გორის ქალთა კამერული გუნდი“ – 60.0 ათ. ლარი; ზ.თ.ბ) აიპ - „სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლი „გორი“ –75.0 ათ. ლარი; ზ.ი) აიპ - „ისტორიულ- ეთნოგრაფიული მუზეუმი“ – 142.7 ათ. ლარი; ზ.კ) ს.ს.ი.პ. „სახელმწიფო დრამატული თეატრი“ – 1515.0 ათ. ლარი; ზ.ლ) აიპ - კულტურისა და დასვენების პარკი „ახალბაღი“ – 262.0 ათ. ლარი. ზ.მ) საგამომცემლო საქმიანობის მომსახურება - 30.0 ათ.ლარი, მათ შორის: ზ.მ.ა) აიპ - გაზეთი „გორის მაცნე“ – 30.0 ათ.ლარი; ზ.ნ) მწერალთა სახლის ხელშეწყობის ღონისძიებები - 13.7 ათ. ლარი; ზ.ო) გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიის დაცვა - 64.4 ათ. ლარი; ზ.პ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ეკლესიის რეკონსტრუქცია და შემოღობვა - 14.7 ათ. ლარი. ზ.ჟ) რიტუალების სახლების მოწყობა - 827.9 ათ. ლარი, მათ შორის: ზ.ჟ.ა) სოფლის მხარდაჭერის პროგრამით რიტუალების სახლების მოწყობა - 717.9 ათ. ლარი; ზ.ჟ.ბ) დევნილთა დასახლებაში რიტუალების სახლის მშენებლობა - 110.0 ათ. ლარი; ზ.რ) მოცურავე თანრიგოსან ბავშვთა სპორტული ჯგუფის ფუნქციონირების ხელშეწყობა - 14.0 ათ. ლარი; ზ.ს) კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა - 10.6 ათ. ლარი; ზ.ტ) ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი - 2.4 ათ. ლარი; ზ.უ) აიპ - თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო კლუბი „ დილა“ – 1753.5 ათ. ლარი; ზ.ფ) აიპ - „მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი“ – 550.0 ათ. ლარი; ზ.ქ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამით კულტურის სახლების და კლუბების შეკეთება - 8.5 ათ. ლარი. თ) სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები - 2342.1 ათ. ლარი, მათ შორის: თ.ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებები - 120.0 ათ. ლარი; თ ბ) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება - 20.2 ათ. ლარი; თ. გ) ასი და მეტი წლის ასაკის უხუცეს დღეგრძელთა დახმარება - 4.8 ათ. ლარი; თ.დ) მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება - 21.0 ათ. ლარი; თ.ე) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება - 128.3 ათ. ლარი; თ.ვ) სოფლის ამბულატორიის მოწყობა - 28.6 ათ. ლარი; თ.ზ) მუნიციპალურ საბავშვო ბაგა-ბაღებში დევნილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მომსახურების საფასურის თანადაფინანსება - 64.0 ათ ლარი; თ.თ) სოციალური პროექტების თანადაფინანსება - 42.0 ათ. ლარი; თ.ი) სქოლიოზით დაავადებული ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება - 18.2 ათ. ლარი; თ.კ) ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო და სოციალური დახმარება - 28.5 ათ. ლარი; თ.ლ) ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება - 53.0 ათ. ლარი; თ.მ) ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება - 59.3 ათ. ლარი; თ.ნ) უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა - 11.7 ათ. ლარი; თ.ო) სპორტსმენებისა დასტუდენტების სოციალური დახმარება - 58.5 ათ. ლარი; თ.პ) დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება - 2.0 ათ. ლარი; თ.ჟ) ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახების დახმარება - 6.0 ათ. ლარი; თ.რ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება - 24.0 ათ. ლარი; თ.ს) ონკოლოგიური ავადმყოფების უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა - 20.0 ათ. ლარი; თ.ტ) სატელევიზიო გადაცემა „იმედის გმირების“ პერსონაჟის დახმარება - 2.0 ათ. ლარი; თ.უ) სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება - 1630.0 ათ. ლარი." |
გ)
დადგენილების №1, №2, №3, №4 და №5 დანართები შეიცვალოს ახალი №1, №2, №3, №4 და №5 დანართებით. |
2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1 |
გორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის ბალანსი |
ათას ლარებში |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №2 |
გორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
ათას ლარებში |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №3 |
გორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის შემოსულობები |
ათას ლარებში |
|
დანართი №4 |
გორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის ასიგნებები |
ათას ლარებში |
|
დანართი №5 |
გორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
ათას ლარებში |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები