„თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/11/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 21/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016094
33
29/11/2012
ვებგვერდი, 03/12/2012
010250020.35.163.016094
„თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თელავის მუნიციპალიტეტი
 

   თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №33

2012 წლის 29 ნოემბერი

ქ. თელავი

 

„თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება  „თელავის მუნიციპალიტეტის  გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის  №19 დადგენილებაში და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 8. გამგეობის შემადგენლობა და ხელმძღვანელობა

1.  გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისაგან, რომელთაც საერთო ხელმძღვანელობას უწევს გამგებელი.

2.  გამგებელს ჰყავს ოთხი მოადგილე, მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით, საკრებულოს თავმჯდომარისა და  გამგებლის ბრძანებებით“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედიმიტრი ბოჭორიძე