დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 456 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/11/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/11/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.017132 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, მუხლი 460) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „შ“ და „შ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შ) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დებულების მე-4 მუხლის „გ.ა“, „გ.ბ“, „გ.დ“ და „გ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დირექტორებს; კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დებულების მე-4 მუხლის „გ.ე“, „გ.ვ“, „გ.თ“ და „გ.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს; შ1) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს ამ დებულების მე-4 მუხლის „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორის კანდიდატურას;“. 2. 31 მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მინისტრის პირველი მოადგილე ან მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.“; ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. მინისტრის პირველი მოადგილე ან მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი.“. 3. მე-4 და 41 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. სამინისტროს სისტემა სამინისტროს სისტემა მოიცავს: ა) სტრუქტურულ ქვედანაყოფებს: ა.ა) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი); ა.ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; ა.გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი; ა.დ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი; ა.ე) ეკონომიკური დეპარტამენტი; ა.ვ) ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი; ა.ზ) ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი; ა.თ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი; ა.ი) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი; ა.კ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტი; ბ) ტერიტორიულ ორგანოებს – საგანმანათლებლო რესურსცენტრებს; გ) შემდეგ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს: გ.ა) გამოცდების ეროვნული ცენტრი; გ.ბ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი; გ.გ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო; გ.დ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი; გ.ე) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური; გ.ვ) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა; გ.ზ) შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი; გ.თ) ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა; გ.ი) კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი; დ) სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს, სამინისტროს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს. მუხლი 41. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანები 1. ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება; ბ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება; გ) საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა; დ) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა; ე) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება; ვ) სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება ნამსახურობის მიხედვით; ზ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება; თ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა; ი) სამინისტროში მოსამსახურეთა რეზერვის ფორმირება და მისი მიზნობრივი გამოყენება; კ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი, სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ბრძანებათა რეესტრის წარმოება; მ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ნ) სამინისტროს საქმიანობის გეგმის შედგენის კოორდინაცია; ო) სამინისტროს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შემუშავება; პ) სამინისტროს თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის შემუშავების კოორდინაცია და სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ჟ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; რ) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის, არსებული წესის შესაბამისად; ს) სამინისტროს საშვთა ბიუროს მუშაობის უზრუნველყოფა; ტ) მონიტორინგის საშუალებით მიღებული ინფორმაციის დამუშავება და რეკომენდაციების შემუშავება; უ) ზოგადი განათლების პროგრამების ეფექტიანობის შეფასებისათვის კვლევების წარმოება და რეკომენდაციების შემუშავება; ფ) არასამთავრობო სექტორისთვის ან აკადემიური დაწესებულებებისთვის საჭიროების შემთხვევაში კვლევების დაკვეთა და ამ კვლევებისათვის პირობების განსაზღვრა. 2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) საზოგადოებრივი საბჭოს სხდომების ორგანიზება; ბ) სამინისტროს ვებგვერდის განახლება; გ) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია; დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება; ე) პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით სამინისტროს საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურების გაწევა; ზ) სამინისტროს საქმიანობის გეგმის შედგენის კოორდინაცია. 3. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება; ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; დ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიკურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; ვ) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ზ) სისტემური აუდიტის, შესაბამისობის აუდიტის, ეფექტიანობის აუდიტის, ფინანსური აუდიტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განხორციელება; თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ი) სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და აღმოჩენა, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; კ) სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა; ლ) სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა; მ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმების შედეგად გამოვლენილ ფაქტებზე სამინისტროსათვის წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა; ნ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი; ო) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; პ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; ჟ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, მისი თანამშრომლების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ წინადადებების მინისტრისათვის წარდგენა; რ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს. 4. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის ხელშეწყობა; ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; გ) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; დ) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის კოორდინაციის უზრუნველყოფა; ე) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა; ვ) სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება და სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა; ზ) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა; თ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს; ი) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების/ხელშეკრულებების შემუშავება; კ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, აგრეთვე სხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შესახებ სამართლებრივი დასკვნების მომზადება; ლ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; მ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 5. ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური, ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, აგრეთვე სამინისტროს ბალანსზე არსებული ქონების აღრიცხვა; ბ) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ხარჯთა ნუსხის შედგენა; გ) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; დ) სამინისტროსათვის საჭირო საბუღალტრო აღრიცხვა, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების ფინანსური ანგარიშგების შემოწმება და ბალანსის შედგენა; ე) სამინისტროს შესყიდვების განხორციელება; ვ) სამინისტროს შენობა-ნაგებობათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლება; ზ) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღრიცხვა და მართვა; თ) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ქონების შემდგომ განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და პროექტების მომზადება; ი) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება. 6. ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის/საგნების პროგრამის პილოტირება და მისი დანერგვის ხელშეწყობა; ბ) ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა და მონიტორინგი; გ) ეროვნული სასწავლო გეგმის ეფექტიანად დანერგვისთვის პროგრამების შემუშავება და განხორციელება, მათ შორის: საგნობრივი და მეთოდოლოგიური გზამკვლევები, სასწავლო გეგმის ადმინისტრაციული და საგნობრივი ნაწილის სატრენინგო პროგრამები, სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო რესურსების ეფექტიანად გამოყენების მეთოდოლოგიური გზამკვლევები და სხვ.; დ) ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისთვის კვლევების ჩატარება, ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამების, მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესის, სახელმძღვანელოების ეფექტიანად გამოყენების და სასწავლო მეთოდიკის დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით; ე) საგანმანათლებლო სექტორში წარმატებული ქვეყნების ეროვნული სასწავლო გეგმის პროგრამების საკითხების კვლევა, შედარებითი ანალიზის მომზადება და ამის საფუძველზე ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარებისათვის რეკომენდაციების შემუშავება; ვ) სასკოლო სახელმძღვანელოების შეფასების პოლიტიკის შემუშავება და დანერგვის ხელშეწყობა; ზ) ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებზე დაფუძნებული დამხმარე სასწავლო მასალების კლასიფიკატორის შემუშავება ყველა საგნისა და საფეხურისათვის; თ) საგანმანათლებლო ტერმინებისა და ცნებების განმარტებითი ლექსიკონის შემუშავება; ი) სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამების შემუშავება; კ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – რესურსცენტრებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების კონსულტირება ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციულ და პროგრამულ საკითხებზე; ლ) სასწავლო გეგმების საზღვარგარეთულ ცენტრებთან კავშირის დამყარება; მ) სკოლამდელი განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; ნ) სკოლამდელი განათლების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო, ეროვნულ და რეგიონულ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა და კოორდინაცია; ო) ცენტრალური საკოორდინაციო და მონიტორინგის ჯგუფის შექმნა და ფუნქციონირება; პ) მუნიციპალიტეტების კონსულტირება და მხარდაჭერა სკოლამდელი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სისტემის ხელშეწყობის მიზნით; ჟ) სკოლამდელი განათლების საფეხურზე განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა; რ) სკოლამდელი განათლების პროგრამების, დამხმარე მეთოდოლოგიური და სასწავლო რესურსების შემუშავება და გავრცელების ხელშეწყობა; ს) სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებული მონაცემებისა და საერთაშორისო ინდიკატორების შეგროვებისა და ანალიზის ადმინისტრირება; ტ) სკოლამდელი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით კვლევების ჩატარება; უ) სკოლამდელი განათლების სექტორში საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ფორუმებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება; ფ) სკოლამდელი განათლების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების გატარება, მათ შორის, მშობელთა ჩართულობისა და ინფორმირებულობის გაზრდის ხელშეწყობა; ქ) სამინისტროსათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური და ხელმისაწვდომი განათლების ფორმების დანერგვაში კონსულტაციის გაწევა; ღ) ინკლუზიური განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშგება; ყ) ინკლუზიური განათლების გაძლიერება ინკლუზიური განათლების მოდელის შესაბამისად; შ) ინკლუზიური განათლების განვითარების სფეროში მიმდინარე საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; ჩ) ინკლუზიური განათლების სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია; ც) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ინკლუზიური განათლების მართვის სფეროში ეროვნული და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია; ძ) ინკლუზიური განათლების საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობა; წ) სკოლების, რომლებიც სპეციალიზებულია განვითარების შეფერხების, სენსორული, ქცევისა და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეთა განათლების მიმართულებით, მეთოდოლოგიური განვითარება; ჭ) ინკლუზიური განათლების მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა; ხ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება. 7. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ზოგადი განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშგება; ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მიერ ზოგადი განათლების განვითარების სფეროში მიმდინარე საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; გ) ზოგადი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა; დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ზოგადი განათლების მართვის სფეროში ეროვნული და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია; ე) ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა კვლევის ჩატარება; ვ) სასწავლო პროცესში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების ხელშეწყობა სხვადასხვა პროგრამისა თუ პროექტის განხორციელებით; ზ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის შექმნაში მონაწილეობა; თ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება. სასკოლო ინიციატივებთან დაკავშირებული, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციაზე ორიენტირებული და საერთაშორისო პროგრამების შემუშავება, განხორციელება; ი) ეროვნულ უმცირესობათა ენების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის სწავლების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება-განხორციელება; კ) მულტილინგვური განათლების განვითარება და მისი დანერგვის ხელშეწყობა; ლ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობის კოორდინაცია; მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეურვეო საბჭოებისა და დირექტორების არჩევნების კოორდინაცია; ნ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისგან ინფორმაციის მიღება/დამუშავება და საგანმანათლებლო რესურსცენტრებისათვის ინფორმაციის მიწოდება; ო) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება. 8. პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) პროფესიული განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშგება; ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მიერ პროფესიული განათლების განვითარების სფეროში მიმდინარე საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, პროფესიული განათლების მართვის სფეროში ეროვნული და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია; დ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება; ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამების ფარგლებში, ღია კონკურსის საფუძველზე, პროექტების დაფინანსება და პროექტების განხორციელებაზე კონტროლის დაწესება; ვ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების, დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა; ზ) პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს ჩამოყალიბებაში მონაწილეობა; თ) საინფორმაციო ცენტრების ჩამოყალიბება, საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი; ი) პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების სისტემის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა; კ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის შექმნაში მონაწილეობა; ლ) პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია; მ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება. 9. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სტუდენტთა და მეცნიერთა სოციალური ხელშეწყობის პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება; ბ) უცხო ქვეყნების მოქალაქეებისა და სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტების გაცემის პროცესის ორგანიზება; გ) სისტემის სრულყოფის მიზნით უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების შესახებ წინადადებათა მომზადება; დ) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მობილურობისა და სხვა ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყოფა; ე) მეცნიერების განვითარების ინსტიტუციური რეგულირება; ვ) მეცნიერების დაფინანსების შესახებ წინადადებების მომზადება; ზ) ახალგაზრდობის მეცნიერების სფეროში ჩაბმის მიზნით უმაღლესი განათლების სისტემის ორგანიზებისა და განვითარების შესახებ წინადადებების მომზადება; თ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი; ი) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისა და მდგრადი განვითარების გეგმების შემუშავება; კ) საქართველოს სახელმწიფო ენის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელება და შესრულების კონტროლი; ლ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება. 10. საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო ორმხრივი ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების შემუშავების პროცესში მონაწილეობა; მათი შესრულების კოორდინაცია; ხელშეკრულებების პროექტებზე მუშაობა, წინადადების წარდგენა და შეჯერება, ამ მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობა და სამინისტროს პოზიციების წარმოდგენა; ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და წახალისება; ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული პრიორიტეტების წარმოჩენა და მათი შესრულების მონიტორინგი; გ) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობა; დ) სამინისტროს პრიორიტეტული პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების მიზნით საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება და წარმართვა, მათი მუშაობის კოორდინაცია; ე) საზღვარგარეთის განათლების სამინისტროებსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კავშირების დამყარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება; ამ მიზნით სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვა, შესწავლა და ანალიზი; ზ) საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მიზნით წინადადებების შემუშავება და მინისტრისათვის წარდგენა; თ) სამინისტროს უწყებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და მის დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია; ი) სამინისტროს სისტემაში უცხოური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების კოორდინაცია, განხორციელებული პროექტების შესწავლა და ანალიზი, არსებულ საჭიროებათა შესწავლა და ანალიზი, პრიორიტეტული პროექტებისათვის დონორებისა და ფინანსური სახსრების მოძიება; კ) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისა და მასში შემავალი ინსტიტუტების ევროპისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის ხელშეწყობა, მათ შორის, „ბოლონიის პროცესის“ ფარგლებში საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო პროექტების/ინიციატივების დაგეგმვა, შესრულება და კოორდინაცია, აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა, კოორდინაცია და წლიური ანგარიშების მომზადება; „ბოლონიის პროცესის“ ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა და ორგანიზება; ლ) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის კვლევა და ანალიზი ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან თავსებადობისა და შესაბამისობის დადგენის მიზნით; მ) საზღვარგარეთ მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ოფიციალური ვიზიტების უზრუნველყოფა; ნ) დეპარტამენტის ამოცანათა ფარგლებში მიმდინარე საჯარო მოხელეთა გადამზადებისა და უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაფინანსების პროგრამების განხორციელების, მათი ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინაცია. ამ პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ სტიპენდიატებთან მუდმივი კავშირი და მათი სასწავლო პროცესის მონიტორინგი. დაფინანსებული სტუდენტების შესახებ ინფორმაციის მომზადება. ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება; ო) სამინისტროსა და სტუდენტ(ებ)ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების გადარიცხვების კოორდინაცია და კონტროლი; პ) შესაბამისი პროგრამების ფარგლებში მოქმედი კომისიის მუშაობის დღის წესრიგის პროექტის მომზადება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის გაცნობა განმცხადებლ(ებ)ისათვის; ჟ) მინისტრის დავალებით/ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; რ) საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა მიერ შეტანილ განცხადებათა საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის დადგენა და საკონკურსო პირობებთან შესაბამისობაში მყოფი განცხადებების საკონკურსო კომისიაზე განსახილველად წარდგენა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები