„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ტექსტის მიღების მიზნით ევროკავშირთან მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 12 ივლისის № 489 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1064
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 29/11/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2012
სარეგისტრაციო კოდი 480140000.08.002.016691
1064
29/11/2012
ვებგვერდი, 30/11/2012
480140000.08.002.016691
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ტექსტის მიღების მიზნით ევროკავშირთან მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 12 ივლისის № 489 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
 
საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1064

    2012 წლის 29 ნოემბერი

  ქ. თბილისი

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ტექსტის მიღების მიზნით ევროკავშირთან მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 12 ივლისის № 489 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ტექსტის მიღების მიზნით ევროკავშირთან მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 12 ივლისის № 489 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №84, მუხ. 1206) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა)  ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ტექსტის მიღების მიზნით ევროკავშირთან მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს დელეგაციას (შემდეგში - დელეგაცია) შემდეგი შემადგენლობით:

დავით ზალკალიანი   

-

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დელეგაციის ხელმძღვანელი, დელეგაციის I სამუშაო ჯგუფის თანაკოორდინატორი

ნიკოლოზ ვაშაკიძე

-

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დელეგაციის I სამუშაო ჯგუფის თანაკოორდინატორი

თეა ახვლედიანი

-

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, დელეგაციის აღმასრულებელი სამდივნოს ხელმძღვანელი

ლევან იზორია

-

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  მოადგილე, დელეგაციის II სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი

გოჩა ლორთქიფანიძე

-

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, დელეგაციის II სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის მოადგილე

თამარ ბერუჩაშვილი

-

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის  მოადგილე, დელეგაციის III სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი

დავით ლეჟავა

-

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, დელეგაციის III სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის მოადგილე

მარიამ ჯაში

-

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, დელეგაციის III სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის მოადგილე

მიხეილ ჯანელიძე

-

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, დელეგაციის IV სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი

ირაკლი მატკავა

-

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, დელეგაციის III  და IV სამუშაო ჯგუფების კოორდინატორების მოადგილე

არჩილ ყარაულაშვილი

-

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი.“;

ბ) ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ტექსტის მიღების მიზნით ევროკავშირთან მოლაპარაკების გასამართად საქართველოს დელეგაციის დებულების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დელეგაციის ფარგლებში იქმნება შემდეგი სამუშაო ჯგუფები:

ა) I სამუშაო ჯგუფი - პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებში;

ბ) II სამუშაო ჯგუფი - მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება;

გ) III სამუშაო ჯგუფი - ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობა; ხალხთა შორის კონტაქტი; ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობა;

დ) IV სამუშაო ჯგუფი - ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები; ვაჭრობა და თანამშრომლობა რეგულირების სფეროში.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი