„მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 26/11/2012
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2012
სარეგისტრაციო კოდი 300170000.55.067.016032
27
26/11/2012
ვებგვერდი, 27/11/2012
300170000.55.067.016032
„მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №27

2012 წლის 26 ნოემბერი

ქ. ბათუმი

„მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მეორე პუნქტის „დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებით დამტკიცებულ „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კვალიფიკაციის სერტიფიკატის ორივე მხარე დაფარულია ლამინირებით, რომელსაც გააჩნია შემდეგი ხილული და უხილავი დამცავი ნიშნები:

ა) მაღალი გარჩევადობის ჰოლოგრამული გამოსახულება;

ბ)  მიკროტექსტური წარწერა;

გ) ლაზერულ-აღდგენადი ფარული ტექსტი.“.

2. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 
3. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სხვა სერტიფიკატის ორივე მხარე დაფარულია ლამინირებით, რომელსაც გააჩნია შემდეგი ხილული და უხილავი დამცავი ნიშნები:

ა) მაღალი გარჩევადობის ჰოლოგრამული გამოსახულება;

ბ)  მიკროტექსტური წარწერა;

გ) ლაზერულ-აღდგენადი ფარული ტექსტი.“.

4. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიმამუკა ახალაძე