დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 24708 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 14/11/2012 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/11/2012 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016190 |
შემოსავლების სამსახურის
ბრძანება №24708
2012 წლის 14 ნოემბერი
„ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკტორის“ (დანართი №2) მე-2 ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 7 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კ. ცერცვაძე
„ 1. საბაჟო გამშვები პუნქტები
№ | კოდი | დასახელება |
1
2 | 69001
20011
| საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი”
საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისისაეროპორტი” (მხოლოდ თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილ საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას) |
3 | 69002 | საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი” |
4 | 69003 | საბაჟო გამშვები პუნქტი„სადახლო”(საავტომობილო) |
5 | 69004 | საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო”(სარკინიგზო) |
6 | 69005 | საბაჟო გამშვები პუნქტი„გუგუთი” |
7 | 69006 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ახკერპი” |
8 | 69007 | საბაჟო გამშვები პუნქტი „სამთაწყარო” |
9 | 69009 | საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი და მტკვარი” (სარკინიგზო) |
10 | 69021 | საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი და მტკვარი” (საავტომობილო) |
11 | 69010 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი” |
12 | 69101 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი” |
13 | 69301 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე” |
14 | 69302 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა” |
15 | 69401 69403 99403
| საბაჟო გამშვები პუნქტი„ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა”
|
16 | 69501 69502 69503 | საბაჟო გამშვები პუნქტი„ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ” |
17 | 69601 | საბაჟო გამშვები პუნქტი„სარფი” |
18 | 69604
| საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი” |
19
20 | 69603
20012
| საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის აეროპორტი”
საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის აეროპორტი” (მხოლოდ ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილ საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას)“. |
დოკუმენტის კომენტარები