„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 452
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/11/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/11/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017128
452
22/11/2012
ვებგვერდი, 26/11/2012
040030000.10.003.017128
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №452

2012 წლის 22 ნოემბერი

   ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ სა­ქარ­თველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/05/2012, 040030000.10.003.016848) შეტანილ იქნეს ცვლილება და  მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. ამ დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექს­პერ­ტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფები არ ვრცელდება: საქარ­თველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატზე; საქარ­თველოს პროკურატურაზე; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინის­ტროზე; საქართვე­ლოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქ­ტურის სამინის­ტროს ცენტრალურ აპარატზე; საქართველოს თავდაცვის სამინის­ტროს, სა­ქართვე­ლოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იური­დიული დახმა­რე­ბის სა­კითხთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს შესა­ბამისი სამსახურების საგამოძიებო დანაყოფებზე სისხლის სამართლის საქ­მეების გამოძიებისას. მათ მი­მართ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხა­რაუ­ლის სახელობის სასამართლო ექსპერ­ტიზის ეროვ­ნული ბიურო  მომსახურებას განა­ხორციელებს საზღაურის გარეშე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი