„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 244/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 22/11/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/11/2012
სარეგისტრაციო კოდი 043001000.22.022.016510
244/ნ
22/11/2012
ვებგვერდი, 26/11/2012
043001000.22.022.016510
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №244/ნ

2012 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით (სსმ 163, 14/12/2010, 430010000.22.022.016036) დამტკიცებულ „უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოში“ (დანართი №3)  შევიდეს ცვლილება და

მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის კვალიფიკაციის სახელწოდება მოიცავს ტერმინს – „ბაკალავრი“ შესაბამისი მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის მითითებით. საგანმანათლებლო პროგრამაში სტუდენტს შეუძლია ძირითადი სპეციალობისა (არანაკლებ 120 კრედიტი) და დამატებითი სპეციალობის (სასურველია 60 კრედიტი) კომბინირება შემდეგი სახით:

ა) ძირითადი სპეციალობა და თავისუფალი კომპონენტები;

ბ) ძირითადი სპეციალობა, დამატებითი სპეციალობა და თავისუფალი კომპონენტები;

გ) ძირითადი და ორი დამატებითი სპეციალობა.“;

 ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტის მომზადებაზე შესაბამისი რეგულირებადი პროფესიისათვის. საგანმანათლებლო პროგრამის არანაკლებ 75% ეთმობა რეგულირებადი პროფესიისათვის აუცილებელი კომპეტენციების გამომუშავებას.“

მუხლი 2
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით (სსმ 163, 14/12/2010, 430010000.22. 022.016036) დამტკიცებულ „კვალიფიკაციის ფორმირების წესში“ (დანართი №5) შევიდეს ცვლილება და პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ამ ბრძანების №4 დანართით გაუთვალისწინებელი მიმართულების, დარგის/ სპეციალობის, ქვედარგის/სპეციალიზაციის ან პროფესიული სპეციალიზაციის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება დასაშვებია, თუ მასზე დაწესებულებას მიღებული აქვს თანხმობა სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრისგან ავტორიზაციისას, ამ პროგრამის აკრედიტაციისას ან თვითშეფასების ანგარიშის წარდგენისას.“.

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი