„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 4 სექტემბრის №738 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 4 სექტემბრის №738 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 944
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 03/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 13/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016160
944
03/12/2012
ვებგვერდი, 03/12/2012
120010000.22.026.016160
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 4 სექტემბრის №738 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №944

2012 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 4 სექტემბრის №738 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 4 სექტემბრის №738 ბრძანებით (ვებგვერდი, 120010000. 06/09/2012წ.) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,გ’’ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,გ) საიდუმლო რეჟიმის დაცვის სამმართველო.’’.

2. მე-4 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,4. საიდუმლო რეჟიმის დაცვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სამინისტროს სისტემაში საიდუმლოების რეჟიმის დაცვისა და საიდუმლო საქმისწარმოების კომისიური წესით შემოწმება, სათანადო მიწერილობისა და გეგმის საფუძველზე;

ბ) სამინისტროს სისტემაში საიდუმლო საქმიანობის შესრულებისას, საიდუმლო დოკუმენტებთან და ნაკეთობებთან ურთიერთობისას შემსრულებლების მიერ ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების უზრუნველყოფაზე კონტროლის განხორციელება;

გ) გენერალური ინსპექციის საიდუმლო საქმისწარმოების, დოკუმენტაციის დაცვისა და მოვლა-შენახვის ორგანიზება/განხორციელება და ამ მიზნით სააღრიცხვო ჟურნალების, საქმეთა ნომენკლატურებისა  და საიდუმლო არქივის წარმოება;

დ) საიდუმლო დოკუმენტებზე მუშაობის წესების დაცვისა და მათი შესაბამის ქვედანაყოფებში დროულად დაბრუნებისათვის სათანადო ღონისძიებების გატარება.’’.

3. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.’’.

4. მე-5 მუხლს დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემხთვევაში, მის უფლება-მოვალეობებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.’’.

5. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია