დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შექმნის, კომისიებში წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13-უ.ს.შ.ს. |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 15/11/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/11/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შექმნის, კომისიებში წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
მუხლი 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შექმნის, კომისიებში წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 28 ოქტომბრის №4 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი (www. matsne.gov.ge), 07.11.2012.) მე-2 მუხლის ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
№ | კომისიის დასახელება | კომისიე-ბში წევრთა რაოდე-ნობა | ფრაქცია ,,ქართული ოცნება” | ფრაქცია ,,ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები” | ფრაქცია ,,ქართუ-ლი ოცნება – აჭარა” | ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონა-ლური მოძრაობა” |
| 1 | აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა | 5 | 2 | 1 | 0 | 2 |
| 2 | განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა | 5 | 1 | 1 | 2 | 1 |
| 3 | საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა | 5 | 2 | 1 | 1 | 1 |
| 4 | საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა | 5 | 2 | 0 | 1 | 2 |
| 5 | ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა | 5 | 2 | 1 | 0 | 2 |
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ა. ბერიძე
ჩაქვი,
2012 წლის 15 ნოემბერი
№13-უ.ს.შ.ს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები