„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 493
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/11/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 18/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 040110000.22.033.016486
493
21/11/2012
ვებგვერდი, 22/11/2012
040110000.22.033.016486
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №493

2012 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებით (სსმ III, 11.10.2010, №130, მუხლი 1897) დამტკიცებული „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების“ (დანართი №1):
1.  მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

 „1. ქონების შეფასებას აწარმოებს სააგენტოს ქონების შეფასების სამსახური (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).’’;

ბ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,21. სააგენტოს ქონების შეფასების სამსახურის შეფასების, აგრეთვე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სააგენტოს მიერ შერჩეული საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) და/ან აუდიტური ფირმის (აუდიტორის) შეფასების/დასკვნის გათვალისწინებით, სააგენტო ადგენს ქონების რეალიზაციის საწყის ან/და სარეალიზაციო ფასს.“.

2.  მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,3. სააგენტოს ქონების შეფასების სამსახურის ან ექსპერტიზის განმახორციელებელი სხვა საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) მიერ მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში უხარისხო და/ან ფალსიფიცირებული საქონლის, ან ისეთი საქონლის აღმოჩენის შემთხვევაში, რომლის შემდგომი გამოყენება შეუძლებელია, ხორციელდება ამ ქონების განადგურება, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

3. მე-12 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,9. აუქციონში გამარჯვებული, სარეალიზაციო ქონების ღირებულების გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში, იხდის პირგასამტეხლოს – ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის შესაბამისი ლოტის სრული/დარჩენილი სარეალიზაციო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით.“.

4. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,1. ქონების განადგურების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოს ქონების შეფასების სამსახურის ან სხვა საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) და/ან აუდიტური ფირმის (აუდიტორის) სათანადო შეფასების/დასკვნის საფუძველზე.“.

5. 191 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,3. ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემის წლიური საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრება სააგენტოს ქონების შეფასების სამსახურის ან სხვა საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) და/ან აუდიტური ფირმის (აუდიტორის) სათანადო შეფასების/დასკვნის საფუძველზე განსაზღვრული ქონების ღირებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური