„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს №310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 492
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/11/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 18/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016485
492
21/11/2012
ვებგვერდი, 22/11/2012
040030000.22.033.016485
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს №310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №492

2012 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს №310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს №310  ბრძანებაში (ვებგვერდი, 02/08/2012; სარეგისტრაციო კოდი  040030000.22.033.016432)  შეტანილ იქნეს  ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების’’:
1. მე-2 მუხლის  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ქონების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო მიმართავს სააგენტოს და წარუდგენს ინფორმაციას ქონების განკარგვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ასევე ქონების ჩამონათვალის, ნარჩენი საბალანსო ღირებულების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, სხვა სახის ინფორმაციას (მატერიალური ან ელექტრონული სახით).“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

,,მუხლი 4. ქონების შეფასება და საწყისი საპრივატიზებო და საპრივატიზებო  საფასურის დადგენა

1. ქონების შეფასებას აწარმოებს სააგენტოს ქონების შეფასების სამსახური (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

2. ქონების სპეციფიკის გათვალისწინებით, ქონების შეფასება შესაძლებელია აგრეთვე სააგენტოს მიერ შერჩეული საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) ან/და აუდიტური ფირმის (აუდიტორის) მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სააგენტოს  ქონების შეფასების სამსახურის შეფასების, ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სააგენტოს მიერ შერჩეული საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) და/ან აუდიტური ფირმის (აუდიტორის) დასკვნის საფუძველზე, სააგენტო განსაზღვრავს ქონების საწყის საპრივატიზებო  და საპრივატიზებო  საფასურს.

4. ქონების საწყისი საპრივატიზებო და საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისას სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს საპრივატიზებო ქონების რაოდენობა და პრივატიზების  ფორმა.

5. სააგენტო უფლებამოსილია, ქონების  საწყისი საპრივატიზებო და საპრივატიზებო   საფასურის განსაზღვრისას, დაეყრდნოს ქონების სააგენტოსათვის გადაცემამდე ჩატარებულ ექსპერტიზასა და შეფასებას (არსებობის  შემთხვევაში).

6. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს ქონება გადაეცემა ნულოვანი ღირებულებით, სააგენტო უფლებამოსილია, ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური განსაზღვროს ნული ლარით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური