დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტყით სარგებლობის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს №277 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 375 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390050000.22.025.016093 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ტყით სარგებლობის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს №277 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 29/08/2012, 390050000.22.025.016089) დამტკიცებული ტყით სარგებლობის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სააგენტოს მიერ გეგმასთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნების ლიცენზიანტის მიერ გათვალისწინების შემთხვევაში, სააგენტო გეგმის წარმოდგენიდან 35 კალენდარული დღის ვადაში ამტკიცებს გეგმას, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო ლიცენზიანტის მიერ გეგმის წარმოდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში შენიშვნებით უბრუნებს ლიცენზიის მფლობელს, რომელიც ვალდებულია სამი თვის ვადაში სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს გეგმა შენიშვნების გათვალისწინებით (აღნიშნულ შემთხვევაში გეგმის დამტკიცება გადის ამ მუხლით გათვალისწინებულ ყველა პროცედურას).“ |
2.
მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
8. იმ შემთხვევაში თუ ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილება დადგენილი წესით შეტანილ იქნა სააგენტოში წარმოდგენილი გეგმის ან დამტკიცებულ გეგმაში ცვლილების შეტანის პროექტის საფუძველზე, გეგმის ან გეგმაში ცვლილების დამტკიცება უნდა განხორციელდეს ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანიდან 30 სამუშაო დღეში.“ |
მუხლი 2.
გარდამავალი დებულება |
იმ შემთხვევაში თუ „ტყით სარგებლობის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს №277 ბრძანების ამოქმედებამდე ლიცენზიის მფლობელის მიერ წარმოდგენილ ტყითსარგებლობის გეგმასა და ლიცენზიას შორის არსებობს შეუსაბამობა და აღნიშნულის საფუძველზე ლიცენზიაში კანონმდებლობით დადგენილი წესით შეტანილ იქნა შესაბამისი ცვლილება, სააგენტო უფლებამოსილია დაამტკიცოს ტყით სარგებლობის გეგმა წარმოდგენილი ფორმითა და შინაარსით, აღნიშნულ შემთხვევაში არ გამოიყენება ტყით სარგებლობის გეგმის პროექტის წარმოდგენის დროისთვის ტყითსარგებლობის გეგმის დამტკიცებისათვის კანონმდებლობით სააგენტოსათვის დადგენილი ვადები. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები