დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/11/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/11/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.129.016073 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №28 დადგენილებაში (სსმ, 29.12.2011) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 18255,391 ათასი ლარით; მათ შორის: ა) საკუთარი შემოსავლები 2084,6 ათასი ლარი. ბ) ცენტრალური ბიუჯეტიდან გათანაბრებითი ტრანსფერი 5865,6 ათასი ლარი; მათ შორის გრანტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების შესავსებად 1670,0 ათასი ლარი. გ) მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად 230.0 ათასი ლარი. დ) სპეციალური ტრანსფერი 7639.079 ათასი ლარი მათ შორის: საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №55 განკარგულებით (საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი) 450.0 ათასი ლარი, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №895 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჭიათურის მუნიციპალიტეტში 1991 და 2008 წლებში მომხდარი მიწისძვრების შედეგად პირველი და მეორე კატეგორიის დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური დახმარების გასაწევად 2000,0 ათასი ლარი,საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის №972 განკარგულებით 557,0 ათასი ლარი (მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის კომპენსაციის მისაცემად და მეწყერული მოვლენების შედეგად დაზარალებული ადგილების (გზების,საყრდენი კედლების) აღსადგენად და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის №162 განკარგულებით სოფლის მხარდამჭერი პროგრამა 1032.079 ათასი ლარი.საქართველოს მთავრობის 2012 წლის 27 ივლისის №1453 განკარგულებით 3600 ათასი ლარი (სოფელ ხრეითისა და სოფელ ცხრუკვეთის გზების საპროექტო, სარეაბილიტაციო და საზედამხედველო ხარჯებისათვის. ე) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 1290,0 ათასი ლარი,მათ შორის: 2012 წლის 13 ივლისის №13/07/06 განკარგულებით ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განსახორციელებლად 790,0 ათასი ლარი, 2012 წლის 18 ივლისის №18/07/04 განკარგულებით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის 300,0 ათასი ლარი და 2012 წლის 26 ივლისის №26/07/08 განკარგულებით ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განსახორციელებლად 200,0 ათასი ლარი. ვ) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის №1380 განკარგულებით 16,0 ათასი ლარი. (რეგიონებში სხვადასხვა შეხვედრების ორგანიზების, სტუმრების მიღებისა და სხვა წარმომადგენლობითი ხარჯი ). ზ) ნაშთი მიმართული ხარჯების დასაფარვად 1084.364 ათასი ლარი. მათ შორის ცენტრალური ბიუჯეტის ნაშთი 293,04 ათასი ლარი. თ) სხვა შემოსავალი 45,748 ათასი ლარი (საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 იანვრის №40 განკარგულებით სპეცავტომანქანის შესაძენად გარანტორის მიერ ჩარიცხული სახსრები)“ ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 1. განისაზღვროს 2012 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურეობაზე 3748,053 ათასი ლარით; მათ შორის: წარმომადგენლობითი ორგანო (საკრებულო) 438.0 ათასი ლარით (მათ შორის არაფინანსური აქტივების ზრდა 7,1 ათასი ლარი); აღმასრულებელი ორგანო (გამგეობა) 1569,9 ათასი ლარით (მათ შორის არაფინანსური აქტივების ზრდა 49,1 ათასი ლარი). გრანტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების შესავსებად 1670,0 ათასი ლარი. 2. დადგინდეს, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებისათვის პრემიების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დანამატებისა და დახმარებების გაცემა განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, ამასთან მხარჯავი დაწესებულებები უფლებამოსილნი არიან გაზარდონ მათთვის წლიური ბიუჯეტის „შრომის ანაზღაურების” მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არაუმეტეს ამ მუხლით დამტკიცებული ასიგნებების 1/12-ისა. 3. განისაზღვროს სარეზერვო ფონდი 16,153 ათასი ლარით, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტორული მომსახურეობის ხარჯი 4.9 ათასი ლარით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მომსახურეობის ხარჯი 29,1 ათასი ლარით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის 20,0 ათასი ლარი.“ გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3 1.განისაზღვროს თავდაცვის ხარჯი 118,2 ათასი ლარით, მათ შორის: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის 118,2 ათასი ლარი“ დ) დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4 განისაზღვროს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს დაფინანსება 522,096 ათასი ლარით; მათ შორის: ა) სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხარჯი 427,896 ათასი ლარი, მათ შორის არაფინანსური აქტივების ზრდა163,796 ათასი ლარი, აქედან: საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებით 17.048 ათასი ლარი და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 იანვრის №40 განკარგულებით სპეცავტომანქანის შესაძენად 146,748 ათასი ლარი. ბ) პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯი 94,2 ათასი ლარი, მათ შორის 6.15 ათასი ლარი არაფინანსური აქტივების ზრდა.“ ე) დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 6 განისაზღვროს გარემოს დაცვის ხარჯი - 651.0 ათასი ლარით; მათ შორის: ა) ნარჩენების შეგროვება ქუჩების,პარკების, ბაზრების, გზების, საზოგადოებრივი ბაღების, სკვერების, და ა.შ ტერიტორიებზე; მათი დასუფთავება და კეთილმოწყობა, აღნიშნული ნარჩენების გადამუშავების ან განადგურების ადგილამდე ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით; ასევე სხვა კეთილმოწყობითი სამუშაოები. სუბსიდია 636.0 ათასი ლარი. ბ) ნაგავსაყრელის ლიცენზია; სუბსიდია -10.0 ათასი ლარი. გ) სანიაღვრე არხების გაწმენდა 5.0 ათასი ლარი. ვ) დადგენილების მე-61 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 61 განისაზღვროს საბინაო-კომუნალური მეურნეობის დაფინანსება 482,687 ათასი ლარით; მათ შორის: ა) მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავის შესაძენად და აღსადგენად 61.611 ათასი ლარი. ბ) მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების აღდგენა 70,451 ათასი ლარი. მათ შორის საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №1041 განკარგულებით 5,451 ათასი ლარი. გ) ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობისათვის 14,123 ათასი ლარი. დ) სოფელ ითხვისში წყალმომარაგებისათვის აუცილებელი გეოლოგიურ-საბურღი სამუშაოების ჩასატარებლად 15,0 ათასი ლარი. ე) სკვერების მოწყობა 200.0 ათასი ლარი. ვ) გარე განათების აღდგენა 40.0 ათასი ლარი. მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან: 2012 წლის 13 ივლისის №13/07/06 განკარგულებით 10,0 ათასი ლარი. ზ) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან: 2012 წლის 13 ივლისის №13/07/06 განკარგულებით სოფელ ხრეითში წყლის სისტემის მოსაწყობად 50,0 ათასი ლარი თ) საათის მოწყობა 17.0 ათასი ლარი.“ ი) ავარიული ხეების მოჭრა 4,5 ათასი ლარი. კ) წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია 10,0 ათასი ლარი.“ ზ) დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10 განისაზღვროს სოციალური დაცვის დაფინანსება 3204,487 ათასი ლარით, მათ შორის: ა) სოციალური გაუცხოების საკითხები, რომელიც არ ექვემდებარება კლასიფიცირებას 329.0 ათასი ლარი; მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან: 2012 წლის 13 ივლისის №13/07/06 განკარგულებით 80,0 ათასი ლარი და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან: 2012 წლის 26 ივლისის №26/07/08 განკარგულებით 40,0 ათასი ლარი ბ) ხანდაზმულთა სოციალური დაცვა 1,0 ათასი ლარი; გ) ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯი 7,0 ათასი ლარი; დ) უფასო სასადილოს დაფინანსება 63,0 ათასი ლარი; ე) დევნილთა სოციალური დახმარება 4,0 ათასი ლარი; ვ) ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების დახმარება 10.0 ათასი ლარი; ზ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა 75,0 ათასი ლარი. მათ შორის დახმარება ოჯახებზე პირველი და მეორე შვილის დაბადებისას 100 ლარი, მე-3 შვილის დაბადებისას 150 ლარი, მე-4 და შემდგომი შვილის დაბადებისას 200 ლარი; თ) 9 მაისის ღონისძიებისათვის 5,0 ათასი ლარი; ი) სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 50.0 ათასი ლარი. კ) საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 აპრილის №175 განკარგულებით სს „ჭიათურმანგანუმის“ მიერ მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად 2.037 ათასი ლარი. ლ) საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 დეკემბრის №771 განკარგულებით (რეგრესის პენსია) 6.510 ათასი ლარი. მ) რუსული აგრესიის შედეგად ესტონეთის ქალაქ კეილასა და ლატვიის ქალაქ სიგულდას სამხარეო დუმის მიერ ლტოლვილთა დასახმარებლად 0.6 ათასი ლარი. ნ) საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივლისის №372 განკარგულებით (ღორის ციებცხელების პროფილაქტიკისათვის) 1.34 ათასი ლარი. ო) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №895 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჭიათურის მუნიციპალიტეტში 1991 და 2008 წლებში მომხდარი მიწისძვრების შედეგად პირველი და მეორე კატეგორიის დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური დახმარების გასაწევად 2000,0 ათასი ლარი , საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის №972 განკარგულებით მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის კომპენსაციის მისაცემად 500,0 ათასი ლარი, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან: 2012 წლის 13 ივლისის №13/07/06 განკარგულებით 150,0 ათასი ლარი. სულ 2650,0 ათასი ლარი.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი № 2
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები
|
|
დანართი №3
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები
|
|
დანართი №4
|
ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები