საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 504
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016489
504
03/12/2012
ვებგვერდი, 06/12/2012
200090000.22.033.016489
საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №504

2012 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული   აქტების   შესახებ” საქართველოს   კანონის   მე-20 მუხლის   მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით  (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი  2552) დამტკიცებული წესის“ 681 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 682 მუხლი:

„მუხლი 682. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე  მუხლის  50-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში

1.  საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 50-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია:

ა) გადასახადის გადამხდელის განცხადება;

ბ) დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება.

2. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადაა 1 თვე.

3. ამ მუხლის პირველი  პუნქტის  „ა“  ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ  შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება იწყება გადასახადის გადამხდელის/მისი წარმომადგენლის განცხადების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან.

4. განცხადება უნდა მოიცავდეს:

ა) გადასახადის გადამხდელის დასახელებას, იურიდიულ/ფაქტობრივ მისამართს, ტელეფონის ნომერსა და საიდენტიფიკაციო ნომერს;

ბ) ქონების (მათ შორის, მიწის) დასახელებას და ადგილმდებარეობას;

გ)  საგადასახადო  დავალიანების    ოდენობას  (მათ  შორის,  გადასახადის  ძირითად თანხას, ჯარიმას და საურავს);

დ)  მოთხოვნას, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ, შესაბამისი ნორმის მითითებით;

ე) გადასახადის გადამხდელის/მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.

5. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ მომართვის შემთხვევაში, განცხადებას უნდა დაერთოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი.

6.   საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე  მუხლის 50-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნისას, განცხადებას უნდა დაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რაც ადასტურებს, რომ მიწა მდებარეობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერიტორიების მიმდებარედ და პირი ვერ სარგებლობს მოცემული მიწის ნაკვეთით.

7. თუ  განცხადება  არასრულადაა  შევსებული  ან/და  განსაზღვრულ  შემთხვევაში განცხადებას  არ  ერთვის  ამ  მუხლის მე-5  ან/და  მე-6  პუნქტებით  გათვალისწინებული დოკუმენტაცია, საგადასახადო ორგანო 3 დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებს განცხადების წარმდგენ პირს ხარვეზის თაობაზე და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.

8. ხარვეზის დადგენისას ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ვადის დენა შეჩერებულად ითვლება ხარვეზის შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან განცხადების წარმდგენი  პირის მიერ ხარვეზის გამოსწორებამდე, ან შეტყობინებაში განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.

9. თუ დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილია, რომ არსებობს საგადასახადო დავალიანების  ჩამოწერის  საქართველოს  საგადასახადო  კოდექსის  309-ე მუხლის 50-ე ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი, მისი გადაწყვეტილებით იწყება საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება.

10. გადასახადის გადამხდელი/მისი წარმომადგენელი ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო     დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტი. გადასახადის გადამხდელის/მისი წარმომადგენლის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენამდე, ან საგადასახადო ორგანოს მოთხოვნაში განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე ჩერდება საგადასახადი დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინება.

11. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა და შესაბამისი გადასახადის ან/და სანქციის შემცირება მისი პირადი აღრიცხვის ბარათზე ხორციელდება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით.

12. ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე;

ბ) საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე უარის თქმის თაობაზე.

13. საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება, თუ:

ა)  არ არსებობს  საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე  მუხლის 50-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა;

ბ)    გადასახადის გადამხდელის მიერ, ხარვეზი დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული;

გ) გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე უარის თქმისას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 50-ე  ნაწილით  გათვალისწინებულ  შემთხვევაში,  საგადასახადო  დავალიანების ჩამოწერის თაობაზე განცხადება შესაძლებელია წარდგენილ იქნეს განმეორებით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური