„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ოქტომბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ოქტომბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/11/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 18/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.159.016104
37
16/11/2012
ვებგვერდი, 22/11/2012
270070000.35.159.016104
„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ოქტომბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

                                                                                                                    

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №37

2012 წლის 16 ნოემბერი

ქ. მარნეული

 

,,მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ოქტომბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 9 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში, 2012 წლის 12 ოქტომბრის N945 და 2012 წლის 19 ოქტომბრის №961 ბრძანებულებებით შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
  1. შევიდეს ცვლილება  ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ოქტომბრის №36 დადგენილების დანართ №1-ში,  (სსმ, 26/10/2012, სარეგისტრაციო კოდი: 270070000.35.159.016103) და თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები – გამგეობის რწმუნებულები და სპეციალისტები  – ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულები, რომელთა ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობა აღემატება 1000 კაცს, (ქალაქი მარნეული, სადახლო, კაჩაგანი, შაუმიანი, ხოჯორნი, ახკერპი, დამია–გეურარხი, შულავერი, კასუმლო, ყულარი, ალგეთი, კუტლიარი, კაპანახჩი, ყიზილ–აჯლო, წერეთელი, თამარისი) – 900 ლარი;
ბ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულები, რომელთა ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობა ნაკლებია 1000 კაცზე (ოფრეთი, წერაქვი) – 850 ლარი;
გ) სპეციალისტი – 500 ლარი.
მუხლი 2
1. შევიდეს ცვლილება  ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების დანართ №1-ში და სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის სპეციალისტი – 480 ლარი.

მუხლი 3
  1. დადგენილების მუხლი 1 ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან. მუხლი 2 ამოქმედდეს   გამოქვეყნებისთანავე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეისპანდიარ ქერიმოვი