შეტყობინება სს “უნიფარმის” რიგგარეშე აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

  • Word
შეტყობინება სს “უნიფარმის” რიგგარეშე აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს „უნიფარმი“
მიღების თარიღი 19/11/2012
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/11/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
19/11/2012
ვებგვერდი, 19/11/2012
შეტყობინება სს “უნიფარმის” რიგგარეშე აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „უნიფარმი“

განცხადება

შეტყობინება სს „უნიფარმის” (ს/კ: 239898027) რიგგარეშე აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

გაცნობებთ, რომ 2012 წლის 4 ნოემბერს, სს „უნიფარმის” (შემდგომში „კომპანია”) 72.05% აქციების მფლობელმა აქციონერმა სს „კაუკაზუს აგროდეველოფმენთმა” (ს/კ: 205253768) კომპანიის წესდებისა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით სამეთვალყურეო საბჭოს გაუგზავნა მოთხოვნა რიგგარეშე აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ.

ზემოხსენებული მოთხოვნის საფუძველზე, 2012 წლის 17 ნოემბერს, სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საერთო კრების მოწვევის შესახებ და შესაბამისად გატყობინებთ, რომ 2012 წლის 9 დეკემბერს, 11:00 საათზე, სენაკის რაიონის სოფელ თეკლათში გაიმართება სს „უნიფარმის” რიგგარეშე აქციონერთა საერთო კრება. საერთო კრება ჩატარდება შემდეგი დღის წესრიგით:

1. კომპანიაში კაპიტალის გაზრდა ახალი აქციების გამოშვების გზით და კომპანიის წესდების ცვლილება;

ან

2. კომპანიის ყველა აქტივის აუქციონის გზით გასხვისება.

 

სს „უნიფარმის” დირექტორის

თამაზ მიქაძის წარმომადგენელი

ნატა ღიბრაძე