„მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1102 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 241/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 19/11/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016507
241/ნ
19/11/2012
ვებგვერდი, 21/11/2012
430210000.22.022.016507
„მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1102 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №241/ნ

2012 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

„მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1102 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1102 ბრძანებით (სსმ, №149, 04.12.2009წ., სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.013.879) დამტკიცებულ მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს დებულება ადგენს მასწავლებელის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) აკრედიტაციის სტანდარტებს (შემდგომში – სტანდარტები), აკრედიტაციის წესსა და პირობებს; საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ სტანდარტების შემოწმების პირობებს; საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ პროგრამისათვის აკრედიტაციის მინიჭების, აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმისა და აკრედიტაციის გაუქმების წესს.“;

ბ) მე-7 მუხლის

 ბ.ა) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) მწვრთნელებთან გაფორმებული ხელშეკრულებები.“;

ბ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“„გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს ასევე ელექტრონული ფორმით.“;

გ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის ექსპერტები დამოუკიდებლად აფასებენ პროგრამას და შედეგებს ასახავენ დასკვნაში. ექსპერტთა დასკვნის ფორმა განისაზღვრება ცენტრის მიერ.“;

დ) მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ზეპირი მოსმენისა და აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნის საფუძველზე საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) პროგრამისათვის აკრედიტაციის მინიჭების შესახებ;

ბ) პროგრამისათვის აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.“;

ე) მე-15 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.“;

ვ) მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკრედიტებული პროგრამის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ცენტრს ყოველწლიურად პირველი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში ელექტრონული ფორმით.

3. თვითშეფასების ანგარიშის ფორმას ადგენს ცენტრი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი