„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის № 286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის № 286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1033
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 13/11/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2012
სარეგისტრაციო კოდი 010340000.08.002.016685
1033
13/11/2012
ვებგვერდი, 14/11/2012
010340000.08.002.016685
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის № 286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1033

2012 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის XXX2 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი XXX2  

 

საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის

სახელმწიფო საბჭოს საჯარო თანამდებობები

 

მუხლი 1095. მთავარი საჯარო თანამდებობა

          ა) საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს (შემდეგში – ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო) თავმჯდომარე;

          ბ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

          გ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სამსახურის უფროსი.

          მუხლი 1096. წამყვანი საჯარო თანამდებობა

          ა) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განყოფილების უფროსი;

          ბ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მთავარი სპეციალისტი.

მუხლი 1097. უფროსი საჯარო თანამდებობა

          ა) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წამყვანი სპეციალისტი;

          ბ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს უფროსი სპეციალისტი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი