დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შემოსავლების სამსახურის მიერ მოწყობილი წამახალისებელი გათამაშების შეწყვეტის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24495 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 12/11/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/11/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 12/11/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016189 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №24495
2012 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
შემოსავლების სამსახურის მიერ მოწყობილი წამახალისებელი გათამაშების შეწყვეტის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 63-ე მუხლების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნ ქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 17 აპრილის №6329 ბრძანებით დამტკიცებული წამახალისებელი გათამაშების რეგლამ ენტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წამახალისებელი გათამაშება ეწყობა 2012 წლის 18 აპრილიდან და გრძელდება 2012 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით.“.
2. შეწყდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისთვის წამახალისებელი გათამაშების მოწყობის უფლებამოსილების მინიჭებისა და საპრიზო ფონდის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №637 გან კარგულების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის მიერ მოწყობილი წამახალისებელი გათამაშება.
3. წამახალისებელი გათამაშების შეწყვეტის მომენტად განისაზღვროს 2012 წლის 12 ნოემბრის 24:00 საათი და შეწყვეტის თაობაზე წინასწარ ეცნობოს შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიას“.
4. წამახალისებელი გათამაშების შეწყვეტამდე მოგებული ბილეთების შესაბამისი მოგებების გაცემა განხორციელდეს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 17 აპრილის №6329 ბრძანებით დამტკიცებული წამახალისებელი გათამაშების რეგლამ ენტის შესაბამისად.
5. წამახალისებელი გათამაშების შეწყვეტასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება უზრუნველოს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრმა.
6. 2012 წლის 1 5 დეკემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წამახალისებელი გათამაშების რეგლამ ენტის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 17 აპრილის №6329 ბრძანება.
7. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე .
სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კ. ცერცვაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები