სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია"-ს აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

  • Word
სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია"-ს აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11/1275
დოკუმენტის მიმღები სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“
მიღების თარიღი 09/11/2012
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/11/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
11/1275
09/11/2012
ვებგვერდი, 13/11/2012
სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია"-ს აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

 

სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭო იწვევს საზოგადოების რიგგარეშე საერთო კრებას, რომელიც ჩატარდება 2012 წლის 04 დეკემბერს, 12 საათზე, ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ბ-ში, საზოგადოების ოფისში. საერთო კრების სააღრიცხვო დღედ განისაზღვრა 2012 წლის 9 ნოემბერი.

 

დღის წესრიგი:

1. სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” და შპს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია – ისნის ” შერწყმა.

2. სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” და შპს „ვისოლი – სამტრედიას ” შერწყმა.

3. აუდიტორის არჩევა.

საზოგადოების აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ კრებაში მათი მონაწილეობის უფლება კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სს „კავკასრეესტრი”, მდებარე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა.