საქართველოს კანონის პროექტი - „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი - „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 12/11/2012
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/11/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016186
0
12/11/2012
ვებგვერდი, 12/11/2012
000000000.00.00.016186
საქართველოს კანონის პროექტი - „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
პროექტის ავტორი

პროექტი

 

საქართველოს კანონი

„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 20.01.2006, მუხ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. დამოუკიდებელი საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.“.

2. მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც იმავდროულად არის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი, თავისი წევრებისგან 3 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. ერთი და იგივე პირი დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

4. დამოუკიდებელი საბჭოს ხუთ წევრს, რომელთაგან ერთი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია, ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, 3 წლის ვადით.”.

3. 31 მუხლის:

 ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დამოუკიდებელი საბჭოს წევრს ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, ხოლო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში მოსამართლეთა კონფერენციამ უზრუნველყოს დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის არჩევა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. თავმჯდომარის არჩევიდან 3 კვირის ვადაში დამოუკიდებელი საბჭო დაკომპლექტდეს ამ კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით.

3. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, ხოლო დამოუკიდებელი საბჭოს მოქმედ შემადგენლობას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებისთანავე, უწყდებათ უფლებამოსილება.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი        მ. სააკაშვილი