დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/11/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/11/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.139.016070 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საკრებულომ დაადგინა:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2011 წლის 20 დეკემბრის №31 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 111223004, 29/12/2011 190020020.35.139.016045) |
1.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტი, შემოსავლების ნაწილში, გაიზარდოს 804800 (რვაას ოთხი ათას რვაასი) ლარით. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 13 ივლისის №1380 განკარგულების საფუძველზე - „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ - 16000 (თექვსმეტი ათასი) ლარი, 2012 წლის 27 ივლისის №1453 განკარგულების საფუძველზე - ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის - 605000 (ექვსას ხუთი ათასი) ლარი, დეპოზიტზე და ანგარიშზე დარიცხული პროცენტის მუხლი - 100000 (ასი ათასი) ლარი. შემოსავალი სხვა არაკლასიფიცირებული ჯარიმები - 60600 (სამოცი ათას ექვსასი) ლარი, შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები - 23200 (ოცდასამი ათას ორასი) ლარი. |
2.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის ხარჯები გაიზარდოს - 804800 (რვაას ოთხი ათას რვაასი) ლარით. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში 9149458 (ცხრა მილიონ ას ორმოცდაცხრა ათას ოთხას ორმოცდათვრამეტი) ლარით, და ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის ხარჯების წლიური გეგმა განისაზღვროს 16498419 (თექვსმეტი მილიონ ოთხას ოთხმოცდათვრამეტი ათას ოთხას ცხრამეტი) ლარით. (დანართი №1,2,3,4). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბალანსი
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი 2
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის შემოსულობები
|
|
დანართი 3
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის გადასახდელები
|
|
დანართი 4
|
ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები