,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის შემოღების, მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 29 ივნისის №7-25 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 13-47
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი 09/11/2012
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/11/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 05/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 210070000.36.101.016134
13-47
09/11/2012
ვებგვერდი, 12/11/2012
210070000.36.101.016134
,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის შემოღების, მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 29 ივნისის №7-25 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის შემოღების, მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 29 ივნისის №7-25 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №13-47

2012 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის შემოღების, მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 29 ივნისის №7-25 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

1.  შევიდეს ცვლილება ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შემოღების, მოსაკრებლის გადახდის წესისა და  ოდენობის განსაზღვრის შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 29 ივნისის №7-25 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი შეადგენს:

ა) II კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა–ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 300 მ2–ს:

ა.ა) ერთჯერადი შემოწმება – 300 ლარი;

ა.ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში – 700 ლარი;

ა.გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში – 1500 ლარი;

ბ) III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14–მდე სიმაღლის შენობა–ნაგებობისთვის:

ბ.ა) ერთჯერადი შემოწმება – 700 ლარი;

ბ.ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში – 1000 ლარი;

ბ.გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში - 2000 ლარი;

გ) III კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა–ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 6000 მ2-ს, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობისა:

გ.ა) ერთჯერადი შემოწმება – 1500 ლარი;

გ.ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში – 2000 ლარი;

გ.გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში – 2500 ლარი;

დ) IV კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი  აღემატება 6000 მ2-ს:

დ.ა) ერთჯერადი შემოწმება – 2000 ლარი;

დ.ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში – 2500 ლარი;

დ.გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში – 3500 ლარი."

2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ სამადაშვილი