დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს."პარკ-პლეისი" |
| მიღების თარიღი | 08/11/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/11/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
შეტყობინება
სს „პარკ-პლეისის” აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
სს „პარკ-პლეისის” (საიდენტიფიკაციო კოდი 204868492) (შემდგომში „საზოგადოება”) აქციონერთა რიგგარეშე კრება მოიწვევა საზოგადოების აქციების უმრავლესობის მესაკუთრე აქციონერების მოთხოვნით, რომელთაც აღნიშნული უფლება გააჩნიათ საზოგადოების წესდების შესაბამისად.
საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს მიერ აქციონერთა რიგგარეშე კრების სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2012 წლის 7 ნოემბერი.
აქციონერთა რიგგარეშე კრება ჩატარდება 2012 წლის 29 ნოემბერს, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ი.ჭავაჭავაძის გამზ. 49ბ. 12-00 საათზე.
აქციონერთა რიგგარეშე კრებაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
1. საზოგადოების და შპს „ბაგები 2002”-ის (საიდენტიფიკაციო კოდი 204995531) შერწყმა.
2. საზოგადოების კაპიტალის გაზრდა.
3. საზოგადოების კაპიტალის გაზრდისას აქციონერთა უპირატესი შესყიდვის უფლების გაუქმება.
4. საზოგადოების წესდებაში ცვლილების განხორციელება ან წესდების ახალი რედაქციით მიღება.
5. სხვადასხვა.
6. სამეთვალყურეო საბჭო მხარს უჭერს საზოგადოების და შპს „ბაგები 2002”-ის შერწყმის საკითხს.
საზოგადოების აქციონერებს, რომლებიც ასეთებად ირიცხებიან აქციონერთა რიგგარეშე კრების სააღრიცხვო თარიღზე, უფლება აქვთ, დაესწრონ კრებას პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. პირადად დასწრების შემთხვევაში აქციონერს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. წარმომადგენლის მეშვეობით დასწრების შემთხვევაში წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს აქციონერის მიერ გაცემული წერილობითი მინდობილობა.
დირექტორი ი. გოჩიტაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები