დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19/4 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/11/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/11/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.157.016098 |
|
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/6 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 111226036, 29/12/2011, სარეგ. კოდი 010250050.35.157.016073) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
| მუხლი 1 |
1.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის 23 დეკემბრის №16/6 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით“. |
2.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის 23 დეკემბრის №16/6 დადგენილების მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) განახორციელოს მშენებარე შეობა-ნაგებობის, საპროექტო, ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე, კონტროლი შენობა-ნაგებობის გაფართოებისა და რეკონსტრუქციის ნორმების დაცვაზე; ბ) მოსთხოვოს მშენებლობაში მონაწილეებს საპროექტო, ნორმატიული და საშემსრულებლო და სამშენებლო მასალების შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) მშენებლობაში მონაწილეთათვის გასცეს მიწერილობა პროექტის, სამშენებლო ნორმების შესახებ; დ) შეაჩეროს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობა ან მოახდინოს უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი; ე) მიიღოს დადგენილება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული აღდგენილი რეკონსტრუირებული ანდა დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ; ვ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი დადგენილება დამრღვევისთვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების დაკისრების თაობაზე, მონაწილეობა მიიღოს მშენებლობა დამთავრებული შენობა-ნაგებობის ექსპლოატაციაში მიმღები კომისიის მუშაობაში; ზ) ქალაქის გარე იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრვი ადგილებით შეზღუდვის წესებზე და ავტოტრანსპორტის პარკირებაზე ზედამხედველობა; თ) მშენებარე, რეკონსტრუქციაში მყოფი და ლანდშაფტური, მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირება; ი) გარე რეკლამის განთავსების, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი: კ) ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულების ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობის ფასადების) კონტროლი; ლ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გადატანა მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტების კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), ქალაქის დაზიანებული ქუჩების და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება. მ) უკანონო, უსახური და ამორტიზირებული ჯიხურების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა და მათი აღკვეთის ღონისძიების განხორციელება; ნ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება; ო) არქტიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოება; პ) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები