თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19/3
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/11/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/11/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 19/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.157.016099
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
19/3
06/11/2012
ვებგვერდი, 12/11/2012
270070000.35.157.016099
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/11/2012 - 08/02/2013)

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №19/3

2012 წლის 6 ნოემბერი

ქ. თეთრიწყარო

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726  ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
განისაზღვროს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს შემდეგი განაკვეთები:
ა) თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები:

ა.ა)   საკრებულოს თავმჯდომარე – 2650 ლარი;

ა.ბ)   საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 1700 ლარი;

ა.გ)   საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე – 1350 ლარი;

ა.დ)  საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე – 1350 ლარი;

ა.ე)   საკრებულოს აპარატის უფროსი – 1000 ლარი;

ა.ვ)   მთავარი სპეციალისტი–560  ლარი;

ა.ზ)  წამყვანი სპეციალისტი – 540 ლარი;

ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები:

ბ.ა) გამგებელი – 2650 ლარი;

ბ.ბ) გამგებლის მოადგილე – 1300 ლარი;

ბ.გ) გამგეობის სამსახურის უფროსი – 1000 ლარი;

ბ.დ) გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი – 810 ლარი;

ბ.ე)  გამგეობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი – 560 ლარი;

ბ.ვ)  გამგეობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი – 540 ლარი;

ბ.ზ) გამგეობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი – 520 ლარი.

ბ.თ) გამგეობის სამსახურის სპეციალისტი – 500 ლარი.

ბ.ი) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი -  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რწმუნებული – 1000 ლარი;

ბ.კ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს  უფროსი სპეციალისტი – 520 ლარი;

ბ.ლ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს   სპეციალისტი – 500 ლარი;

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/7 დადგენილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი მესტვირიშვილი