დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 დეკემბრის № 15/1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19/1 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/11/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/11/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.157.016100 |
|
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 დეკემბრის №15/1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 დეკემბრის №15/1 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 111214017, 19/12/2011, სარეგ. კოდი: 190020020.35.157.016067) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
| მუხლი 1 |
1.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის 13 დეკემბრის №15/1 დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვროს 7908.0 ათასი ლარით (დანართი №1; 3)“. |
2.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის 13 დეკემბრის №15/1 დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები განისაზღვროს 7908.0 ათასი ლარით (დანართი №2; 4; 5)“. |
3.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის 13 დეკემბრის №15/1 დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მინიმალური სოციალური პაკეტი განისაზღვროს 558.7 ათასი ლარით, მათ შორის: 499.7 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 59.0 ათასი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყოფილი სახსრებიდან. განსაზღვრული 558.7 ათასი ლარით დაფინანსდეს შემდეგი პროექტები: ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეთა ერთჯერადი დახმარება; ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეთა სოციალურად დაუცველი გარდაცვალებულის ოჯახების დახმარება, რომელსაც მინიჭებული აქვს 70000-მდე სარეიტინგო ქულა, 100 ლარის ოდენობით; გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის 250 ლარის ოდენობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლები, ავღანეთის ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული მოქალაქეების გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის 100 ლარის ოდენობით; დ) იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის 250 ლარის ოდენობით; ე) ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარება თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე (16 წლამდე) 10 ლარის ოდენობით; ვ) უდედმამო ბავშვების 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით; ზ) გადაუდებელი აუცილებლობისას, უბედური შემთხვევების და სხვა დახმარებები ნატურალური თუ ფულადი ფორმით; თ) უმწეოთა და ხანდაზმულთა დახმარება 52.3 ათასი ლარი. მათ შორის შპს „მზრუნველობას მოკლებულთა სასადილოს“ სუბსიდირებისათვის - 3.7 ათასი ლარი, ააიპ „მზრუნველობას მოკლებულთა სასადილოს“ სუბსიდირებისათვის - 48.6 ათასი ლარი. (ორგ.კოდი 08 04); ი) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 05 ოქტომბრის №13/5 განკარგულების თანახმად სოფ. კოდაში ჩასახლებული იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის სათესლე ხორბლის ღირებულების დარჩენილი ნაწილის დაფინანსება განისაზღვროს 55.9 ათასი ლარით (ორგ.კოდი 08 06); კ) ასი და მეტი წლის ასაკის მოხუც დღეგრძელთა დახმარება 0.5 ათასი ლარი (ორგ.კოდი 08 04).“ |
4.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის 13 დეკემბრის №15/1 დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. კომუნალური მომსახურებისათვის განისაზღვროს 507.4 ათასი ლარი, მათ შორის: ა) დასუფთავების და ნარჩენების გატანა - 318.0 ათასი ლარი (ორგ.კოდი 05 05); ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალსადენების (სასმელი წყლის) ქსელის მოვლა-შენახვა - 100,0 ათასი ლარი (ორგ.კოდი 05 08); გ) გარე განათების მოვლა-შენახვისათვის 30,0 ათასი ლარი (ორგ.კოდი 05 10); დ) სანიაღვრე არხების ამოწმენდა - გატანისათვის 5.0 ათასი ლარი (ორგ.კოდი 05 09); ე) ქალაქ თეთრიწყაროში ხეების გადაბელვა შეთეთრებისათვის 4.9 ათასი ლარი (ორგ.კოდი 05 05); ვ) ბუნკერების შესაძენად 32.0 ათასი ლარი (ორგ.კოდი 05 05); ზ) ცხოველებისაგან მოსახლეობის უსაფრთხოების, და დასახლებული ტერიტორიების სანიტარიული დაცვის უზრუნველყოფისათვის 7.5 ათასი ლარი (ორგ.კოდი 05 06); თ) მუნიციპალიტეტის შიდა გზების მოვლა-შენახვისათვის 10.0 ათასი ლარი (ორგ.კოდი 05 02).“ |
5.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის 13 დეკემბრის №15/1 დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაზღვრული 210,0 ათას ლარს დაემატოს 2011 წელს მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად ნაშთად დარჩენილი სახსრებიდან 24.8 ათასი ლარი და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 516.7 ათასი ლარი. სულ განისაზღვროს 751.5 ათასი ლარით და დაფინანსდეს შემდეგი პროექტები: ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის და უსაფრთხო გარემოს დაცვის ცენტრის სუბსიდირება განისაზღვროს 71,0 ათასი ლარი, მათ შორის, 1.0 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ექსკლუზიური უფლებამოსილების განსახორციელებლად (ორგ. კოდი 08 01); ბ) სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურისათვის განისაზღვროს 97.3 ათასი ლარი. მათ შორის, სამხედრო სარეზერვო სამსახურისათვის 4.9 ათასი ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან ავტომანქანის შესაძენად 11.5 ათასი ლარი (ორგ.კოდი 04 00); გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სოციალური ღონისძიებები დაფინანსდეს 558.7 ათასი ლარით; დ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურისათვის 24.5 ათასი ლარი, მათ შორის, 4.5 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან.“ |
6.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის 13 დეკემბრის №15/1 დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. ააიპ „ქ. თეთრიწყაროს მუსიკალური სკოლის“ და ააიპ „მანგლისის მუსიკალური სკოლის“ სუბსიდირებისათვის განისაზღვროს 83.7 ათასი ლარი, მათ შორის: ა) ააიპ „ქ.თეთრიწყაროს სამუსიკო სკოლის“ სუბსიდირება – 64,0 ათასი ლარი (ორგ.კოდი 07 05); ბ) ააიპ „მანგლისის სამუსიკო სკოლის“ სუბსიდირება – 19.7 ათასი ლარი (ორგ.კოდი 07 05)“. |
7.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის 13 დეკემბრის №15/1 დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. ააიპ „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ სუბსიდირებისათვის განისაზღვროს 147.3 ათასი ლარი (ორგ.კოდი 07 03).“ |
8.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის 13 დეკემბრის №15/1 დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. ააიპ „თეთრიწყაროს სპორტული სკოლის” სუბსიდირებისათვის განისაზღვროს 98.5 ათასი ლარი (ორგ.კოდი 07 01).“ |
9.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის 13 დეკემბრის №15/1 დადგენილების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11. ა.ა.ი.პ. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბავშვთა სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ სუბსიდირებისათვის განისაზღვროს 172,0 ათასი ლარი. მათ შორის, 4.9 ათასი ლარი საოფისე ინვენტარის დასამზადებელი მასალის შესაძენად, ხოლო 167.1 ათასი ლარით თვეში თითოეული ბავშვზე 31 ლარიანი ვაუჩერი, ხოლო დევნილ, სოციალურად დაუცველს, ვისაც მინიჭებული აქვთ 57000-მდე სარეიტინგო ქულა, უდედმამო ობოლ ბავშვების, მარტოხელა დედების შვილების, დედით ან მამით ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახების ორი ბავშვიდან ერთი, სამი ბავშვიდან ორი ბავშვის სრული დაფინანსება ყოველთვიურად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად (ორგ.კოდი 06 01).“ |
10.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის 13 დეკემბრის №15/1 დადგენილების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,12. მოსწავლეთა ტრანსპორტირებისათვის განისაზღვროს 44,0 ათასი ლარი (ორგ.კოდი 06 02).“ |
11.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის 13 დეკემბრის №15/1 დადგენილების 171 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,171. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №55 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრულ 800,0 ათას ლარს დაემატოს 2011 წლის პირველი აპრილის საქართველოს მთავრობის №735 განკარგულებაში 2012 წლის 24 აპრილის №771 განკარგულებით შეტანილი ცვლილებების თანახმად, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული 800,0 ათასი ლარიდან ნაშთად დარჩენილი 71.8 ათასი ლარი, სულ 871.8 ათასი ლარი და დაფინანსდეს შემდეგი პროექტები: ა) მუნიციპალიტეტში გზებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია 448.9 ათასი ლარით (ორგ. კოდი 05 02); ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია 249.5 ათასი ლარით ( ორგ.კოდი 05.08); გ) სოფელ კოდაში „სოფლის სახლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შენობების სახურავების რეაბილიტაცია 10.7 ათასი ლარით (ორგ.კოდი 05.03); დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელის მოწყობა 152.7 ათასი ლარით (ორგ. კოდი 05.10); ე) სოფელ კოდაში დევნილთა ჩასახლების ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების ნაწილობრივი გადახურვითი სამუშაოებისათვის 10.0 ათასი ლარი (ორგ.კოდი 05 03).“ |
12.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის 13 დეკემბრის №15/1 დადგენილების 175 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,175. ქ. თეთრიწყაროში მდებარე წყაროებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობისათვის განისაზღვროს 3.5 ათასი ლარი.“ |
13.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის 13 დეკემბრის №15/1 დადგენილების 177 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,177. 2012 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში: ა) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის 162-ე განკარგულებით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრულ 664.5 ათას ლარს დაემატოს 2011 წლის 31 იანვრის საქართველოს მთავრობის 201-ე განკარგულებით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული 555,2 ათასი ლარიდან დარჩენილი 3.5 ათასი ლარი. სულ განისაზღვროს 668.0 ათასი ლარი; ბ) 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანადაფინანსებისათვის გამოიყოს 57.0 ათას ლარი .“ |
14.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის 13 დეკემბრის №15/1 დადგენილების 178 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,178. ქ. თეთრიწყაროში, თამარ მეფის ქუჩაზე №34-ში და №35-ში მდებარე შენობების მიმდინარე რემონტისათვის განისაზღვროს 40.4 ათასი ლარი.“ |
15.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის 13 დეკემბრის №15/1 დადგენილების 179 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,179. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებისათვის ავტომანქანების შესაძენად განისაზღვროს 51.0 ათასი ლარი.“ |
16.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის 13 დეკემბრის №15/1 დადგენილების 1710 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1710.ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნების მოწყობისათვის განისაზღვროს 28.8 ათასი ლარი. ბ) სოფელ მარაბდაში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დაფინანსდეს 6.2 ათასი ლარით (ორგ.კოდი 05 08).“ |
17.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის 13 დეკემბრის №15/1 დადგენილების 1712 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1712. ქ.თეთრიწყაროში ორი მრავალბინიანი შენობის სახურავის გადახურვისათვის განისაზღვროს 13.4 ათასი ლარი.“ |
18.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის 13 დეკემბრის №15/1 დადგენილების მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,18. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს ხარჯებისათვის გამოიყოს 81.1 ათასი ლარი (ორგ.კოდი 03 00).“ |
19.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის 13 დეკემბრის №15/1 დადგენილების მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,20. სარეზერვო ფონდი განისაზღვროს 20.0 ათასი ლარით და ხარჯვის განკარგვა მოხდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე (ორგ.კოდი 01 03).“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტი |
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შემოსულობები |
|
ხარჯების ორგანიზაციული კლასიფიკაცია |
|
ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები