დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შექმნის, კომისიებში წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4-უ.ს.პ.ს. |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 28/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/11/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შექმნის, კომისიებში წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას უმაღლესი საბჭოს კომისიები და განისაზღვროს კომისიებში წევრთა რაოდენობა:
ა) აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა – 5 წევრი;
ბ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა – 5 წევრი;
გ) საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა – 5 წევრი;
დ) საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა – 5 წევრი;
ე) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა – 5 წევრი.
მუხლი 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს უმაღლესი საბჭოს კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები:
|
№ | კომისიის დასახელება | კომისიებში წევრთა რაოდენობა | ფრაქცია ,,ქართული ოცნება” | ფრაქცია ,,ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატები ” | ფრაქცია ,,ქართული ოცნება-აჭარა ” | ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონა - ლური მოძრაობა ” |
| 1 | აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა | 5 | 1 | 2 | 0 | 2 |
| 2 | განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა | 5 | 1 | 1 | 2 | 1 |
| 3 | საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა | 5 | 2 | 1 | 1 | 1 |
| 4 | საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა | 5 | 2 | 0 | 1 | 2 |
| 5 | ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა | 5 | 2 | 1 | 0 | 2 |
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ა. ბერიძე
ჩაქვი,
2012 წლის 28 ოქტომბერი.
№4 – უ.ს.პ.ს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები