„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 469
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/11/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 05/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.016479
469
07/11/2012
ვებგვერდი, 07/11/2012
010320040.22.033.016479
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №469

2012 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებით (სსმ III, 20.05.2009, №62, მუხლი 694) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს  ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის XIV თავი და 78-ე-82-ე    მუხლები:

„თავი XIV

პარლამენტთან ურთიერთობის სამსახური

 მუხლი 78. სამსახურის ხელმძღვანელობა

1. სამსახურის უფროსი:

ა) უმაღლესი  განათლება;

ბ)  მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“,  საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ე) უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.

2. სამსახურის უფროსის მოადგილე:

 ა) უმაღლესი  განათლება;

ბ)  მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“,  საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცოდნა;      

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ე) უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.

მუხლი 79. თანაშემწე

თანაშემწე:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III და VI თავების, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საქმისწარმოებასთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებების (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები) ცოდნა;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

მუხლი 80. მთავარი სპეციალისტი

მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი  განათლება;

ბ)  მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“,  საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

მუხლი 81. უფროსი სპეციალისტი

უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ)  მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“,  საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

მუხლი 82. სპეციალისტი

სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“,  საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცოდნა;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური