დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 239/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/11/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/11/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016505 |
239/ნ
08/11/2012
ვებგვერდი, 09/11/2012
430210000.22.022.016505
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებისა და ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – კოლეჯის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 3 ოქტომბრის №416 დადგენილების მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №210/ნ ბრძანება; ბ) ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №214/ნ ბრძანება. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები