„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 441
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/11/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2012
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.017117
441
02/11/2012
ვებგვერდი, 05/11/2012
010220030.10.003.017117
„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №441

2012 წლის 2 ნოემბერი

   ქ. თბილისი

„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
 
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადა­წყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემ­ბრის №331 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 2071) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომი­სიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნას კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობა განისაზღვროს საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინის­ტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

3. დადგენილებით  დამტკიცებული  კომისიის საქმიანობის წესის მე-6 მუხლის:

ა)  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რო­მელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე (მისი არყოფნის შემთხვე­ვაში – თავმჯდომარის მოადგილე) და კომისიის მდივანი (მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის სხვა წევრი, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე დააკისრებს კომისიის მდივნის მოვალეობის შესრულებას).“;

ბ)  მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი