დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 442 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/11/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/11/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.017118 |
|
„2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/03/2012, 470230000.10.003.016765) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების:
1. №6 დანართის (ფსიქიკური ჯანმრთელობა) მე‑4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად, თანაგადახდის გარეშე, 2012 წლის 1 სექტემბრამდე – მოსახლეობის ურგენტული მომსახურების პროგრამით განსაზღვრული ნოზოლოგიური კოდებისა და დადგენილი ანაზღაურების (ლიმიტების) ფარგლებში (კრიტიკული მდგომარეობის 6 დღეზე მეტი ხანგრძლივობით მართვის მიუხედავად), ხოლო 2012 წლის 1 სექტემბრიდან – „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებით განსაზღვრული ურგენტული სამედიცინო მომსახურებისათვის დადგენილი ტარიფების მიხედვით, ფაქტობრივი ხარჯის გათვალისწინებით.“. 2. №15 დანართის (რეფერალური მომსახურება): ა) მე‑2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის მოსარგებლეები არიან საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი კომისიის საოქმო გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირები.“; ბ) მე‑4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება სამედიცინო მომსახურების თითოეული ეპიზოდის მიხედვით, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი კომისიის საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად.“; გ) მე‑6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი კომისიის საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე.“; დ) მე‑8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მოსარგებლის განსაზღვრა და განმახორციელებლის ინფორმირება ხორციელდება „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების (შემდგომში – საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილება) შესაბამისად;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილების ამოქმედებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები