„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 444
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/11/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 19/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.017120
444
02/11/2012
ვებგვერდი, 05/11/2012
010240030.10.003.017120
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №444

2012 წლის 2 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში (სსმ, 2004 წ., მუხ. 462) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა მინისტრს ჰყავს პირველი მოად­გილე და ოთხი მოადგილე. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს          მი­ნის­­ტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზი­დენტ­თან შეთანხმებით თანამ­დე­­ბობაზე ნიშნავს და თანამდებო­ბიდან ათავისუფლებს საქართველოს  პრე­მიერ-მინის­ტრი.“.

2. მე-8 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ) პარლამენტთან ურთიერთობის სამსახური.“.

3. 22‑ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 46-ე მუხლი:

„მუხლი 46. პარლამენტთან ურთიერთობის სამსახური

პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) მინისტრის მოადგილისათვის – საპარლამენტო მდივნისათვის კა­ნონ­მდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების ხელ­შეწყობა;

ბ) საქართველოს პარლამენტთან სამინისტროს ურთიერთობის კოორ­დინაცია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი