დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/11/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/11/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.109.016066 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/11/2012 - 01/02/2013)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები თანახმად №1 დანართისა. |
| მუხლი 2 |
ამ დაგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების, სხვა მოხელეების და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 20 იანვარის №1 დადგენილება და ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №4 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30/03/2012წ., სარეგისტრაციო კოდი: 010320000.35.109.016053). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 4 |
დადგენილების №1 დანართის პირველი, მე-2, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 12 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
| მუხლი 5 |
დადგენილების №1 დანართის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 19 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
| მუხლი 6 |
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
|
მარტვილის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის
მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები |
საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ: ბორის მიქავა /საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე/ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები