დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 22683 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 24/10/2012 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/11/2012 |
ძალაში შესვლის თარიღი | 24/10/2012 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016179 |
შემოსავლების ს ამსახურის უფროსის
ბრძანება № 22683
2012 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):
ა.ა) მე-2 მუხლის 24-ე პუნქტის „ე.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ე. დ) ნებისმიერი სასაქონლო ოპერაციის ქვეშ მოქცეული ან მისთვის განკუთვნილი, სეს ესნ- ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრადმისაბმელების სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვის შემთხვევაში მიეთითება „777”, სისტემის მიერ ავტომატურად ეთითება სიტყვა „ სატრ. საშუალება“;“;
ა.ბ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ე) სრული დახურვის მეშვეობით, როცა ხდება მოწმობით გადაადგილებული, სეს ესნ- ის 8701, 8702, 8703 8704, 8705, 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრადმისაბმელების წარდგენა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებებთან შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გაცხადების, საექსპერტო შემოწმების განხორციელებისა და საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურების მიზნით. მოწმობას ენიჭება დახურვის ნომერი „R” და სააგენტოს მიერ გაიცემა ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა;“;
ა.გ) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სეს ესნ 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მისაბმელებზე და ნახევრადმისაბმელებზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შემთხვევაში (საბაჟო საწყობში დროებით შენახვის გარეშე), საგადასახადო ორგანო ვალდებულია, მოწმობის ელექტრონულ ფორმატში შევიდეს ფუნქციის – „შემოწმება გადაადგილებისას” მეშვეობით, მოწმობის D გრაფაში მითითებული დანიშნულების საგადასახადო ორგანოში ან დანიშნულების ადგილზე გამოცხადების თარიღი შეცვალოს საბაჟო დეკლარაციის წარდგენის თარიღით, ხოლო გვერდზე – „კონტროლი გადაადგილებისას” მიუთითოს: ცვლილების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს კოდი, მომსახურების გაწევისათვის (დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელებისათვის) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები (ნომერი და თარიღი) და სხვა დამატებითი ინფორმაცია.“;
ა.დ) მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს საწარმოს საწყობში (შენახვის სხვა ადგილზე) დროებით შენახვისა და იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი, ახალი (საქართველოში შემოტანამდე დაურეგისტრირებელი) სეს ესნ-ს 8429, 8701, 8702, 8704, 8705, 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრადმისაბმელების ან/და 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გადამზიდ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე TIR წიგნაკს კონტროლიდან ხსნის საბაჟო გამშვები პუნქტი, რომლის გავლითაც ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალება ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას. კონტროლიდან მოხსნის მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტს წარედგინება სასაქონლო პარტიაში შემავალ ყველა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაფორმებული საბაჟო დეკლარაციების ეგზემპლიარები.“;
ა.ე) 55-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია გამოიყენება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურების განთავსების ადგილებში შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრადმისაბმელების (შემდგომში – ავტოსატრანსპორტო საშუალებები) იმპორტის, ექსპორტის, საწყობის, რეექსპორტის და დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციებში დეკლარირებისას.“;
ბ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №2) მე-12 ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ჯ. ებანოიძე
„2. საქონლი სდროებით შენახვ ის სხვა ადგილები
კოდი | სახელწოდება | მისამართი |
066 | საქართველოს ეროვნული ბანკი | - |
067 | „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ„ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება | - |
068 | უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული დაწესებულება | -
|
069 | იმ შემთხვევაში, როცა არ არსებობს (ადამიანის ორგანო, ადამიანის ორგანოთა ნაწილები, ქსოვილები, ღეროვანი უჯრედის; რადიაციული, საშიში, არაგაბარიტული ტვირთის; საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 (ფრინველის კვერცხი ინკუბირებისთვის), 0511 91 901 00 (თევზის განაყოფიერებული ქვირითი), 0301 კოდებში (ცოცხალი თევზები), 01 ჯგუფში (ცოცხალი ცხოველები) აღნიშნული საქონლის) შენახვისათვის აუცილებელი, განსაკუთრებული პირობების შესატყვისი საწყობი | - |
070 | ფოთის საზღვაო ნავსადგური | - |
071 | ბათუმის საზღვაო ნავსადგური | - |
072
| სასაზღვრო სარკინიგზო სადგურებისა და იმ სარკინიგზო სადგურების ტერიტორიები, საიდანაც ხორციელდება საერთაშორისო მიმოსვლა. იმ შემთხვევაში, თუ სარკინიგზო სადგური ესაზღვრება საზღვაო ნავსადგურს, საიდანაც ხორციელდება საერთაშორისო მიმოსვლა – ამ რკინიგზის სადგურიდან საზღვაო ნავსადგურის შემოფარგლულ ტერიტორიამდე არსებული სალიანდაგო ტერიტორია | - |
073
| საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკი – ეროვნული და უცხოური ვალუტის (მათ შორის ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა) და ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში | - |
074
| თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომი – უცხოეთში რეგისტრირებული იმ მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დროებით დასაწყობებისთვის, რომლითაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები | - |
075
| ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომი – უცხოეთში რეგისტრირებული იმ მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დროებით დასაწყობებისთვის, რომლითაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები | - |
076
| ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომი – უცხოეთში რეგისტრირებული იმ მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დროებით დასაწყობებისთვის, რომლითაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები |
|
077 | საფოსტო გზავნილების გადამზიდველის საწყობი
| - |
078 | საქართველოსსაწარმო, რომლის დანიშნულებითაც გადაადგილდება იმპორტის, საწყობის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი ავტონაწილები | - “. |
დოკუმენტის კომენტარები