დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1012 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 01/11/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/11/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.08.002.016682 |
|
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის VII4 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VII4 საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების სახელმწიფო თანამდებობები
მუხლი 2613. მთავარი საჯარო თანამდებობა დეპარტამენტის თავმჯდომარე. მუხლი 2614. წამყვანი საჯარო თანამდებობა ა) დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; ბ) დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი; გ) დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; დ) დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი; ე) დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე; ვ) დეპარტამენტის სამმართველოს სამსახურის უფროსი - სამმართველოს უფროსის მოადგილე; ზ) დეპარტამენტის განყოფილების უფროსი; თ) დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსი (მთავარი ბუღალტერი); ი) დაწესებულების დირექტორი; კ) დაწესებულების დირექტორის მოადგილე. მუხლი 2615. უფროსი საჯარო თანამდებობა ა) საორგანიზაციო განყოფილების უფროსი; ბ) დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსი; გ) დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე; დ) დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსი (შტაბის უფროსი); ე) დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსი (სამორიგეოს უფროსი); ვ) დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსი (IT განყოფილების უფროსი); ზ) დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსი (საწყობის გამგე); თ) ასეულის მეთაური; ი) დაწესებულების განყოფილების უფროსი (კანცელარიის უფროსი); კ) დაწესებულების განყოფილების უფროსი; ლ) დაწესებულების სპეციალისტი (ბუღალტერი). მუხლი 2616. უმცროსი საჯარო თანამდებობა ა) უფროსი ინსპექტორი; ბ) უფროსი ინსპექტორი (საინჟინრო-ქიმიური და საიმიტაციო საშუალებების დარგში); გ) უფროსი ინსპექტორი (შეიარაღებისა და ტექნიკის დარგში); დ) უფროსი ინსპექტორი (საბრძოლო მომზადების დარგში); ე) უფროსი ინსპექტორი (კონტროლის ინსპექტორი); ვ) დაწესებულების უფროსი ინსპექტორი (ოპერატიული მორიგე); ზ) ინსპექტორი; თ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (რეჟიმის დარგში); ი) ინსპექტორი (კონტროლიორი); კ) ინსპექტორი (ოპერატიული მორიგე); ლ) ინსპექტორი (სამოქალაქო და სახანძრო თავდაცვის დარგში); მ) ინსპექტორი (საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში); ნ) ინსპექტორი (მორიგე); ო) ინსპექტორი (გუშაგი); პ) უმცროსი ინსპექტორი; ჟ) უმცროსი ინსპექტორი (მორიგე); რ) ასეულის მეთაურის მოადგილე; ს) ოცეულის მეთაური; ტ) ოცეულის მეთაურის მოადგილე; უ) მებრძოლი; ფ) ყარაულის ცვლის უფროსი; ქ) ყარაულის ცვლის უფროსის მოადგილე; ღ) ყარაული; ყ) გუშაგთა ცვლის უფროსი; შ) გუშაგთა ცვლის უფროსის მოადგილე; ჩ) მთავარი სპეციალისტი; ც) მთავარი სპეციალისტი (თავმჯდომარის თანაშემწე); ძ) მთავარი სპეციალისტი (საწყობის გამგე); წ) მთავარი სპეციალისტი (უფროსი ბუღალტერი); ჭ) წამყვანი სპეციალისტი; ხ) წამყვანი სპეციალისტი (ბუღალტერი); ჯ) წამყვანი სპეციალისტი (საწყობის გამგე); ჰ) წამყვანი სპეციალისტი (საზოგადოებრივი კონსულტანტი); ჰ1) სპეციალისტი; ჰ2) სპეციალისტი (ბუღალტერი); ჰ3) სპეციალისტი (მძღოლი); ჰ4) სპეციალისტი (ექიმი); ჰ5) სპეციალისტი (საწყობის გამგე); ჰ6) სპეციალისტი (სასადილოს გამგე); ჰ7) სპეციალისტი (ფსიქოლოგი); ჰ8) სპეციალისტი (არქივარიუსი); ჰ9) სპეციალისტი (ბიბლიოთეკის გამგე); ჰ10) სპეციალისტი (საზოგადოებრივი კონსულტანტი); ჰ11) დამხმარე მოსამსახურე (ტექნიკური მუშაკი); ჰ12) დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი).“. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები