დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 01/11/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/11/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170050.57.069.016013 |
|
„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში (ვებ პორტალი, 11/02/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შევსების ინსტრუქცია (დანართი №4).“. 2. ბრძანებით დამტკიცებული შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის: ა) მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება – გამარტივებული შესყიდვის, კონკურსის, კონსოლიდირებული ტენდერის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულება/მასთან გათანაბრებული დოკუმენტი (შემდგომში – ხელშეკრულება).“. ბ) მე-4 მუხლის: ბ.ა) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. თუ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედების შედეგად აუცილებელი გახდება მასთან ამ მუხლის საფუძველზე სააგენტოსთვის წარდგენილი გეგმის შესაბამისობაში მოყვანა, კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელმა პირებმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ცვლილებების შეტანა გეგმაში და შეცვლილი გეგმის სააგენტოსთვის წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.“. ბ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დაზუსტებისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, ხელშეკრულების მოქმედების სავარაუდო ვადა (მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესაძლებლობა), ფასების არსებული დონე, მსგავსი შესყიდვების განხორციელების გამოცდილება. იმ შემთხვევაში, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 500 000 ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 1 000 000 ლარს, ფასების არსებული დონის გათვალისწინება ხდება შიდა ბაზრის შესწავლის საფუძველზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არის 500 000 ლარი ან მეტი ან/და სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 1 000 000 ლარი ან მეტი – ფასების არსებული დონის გათვალისწინება შესაძლებელია მოხდეს საერთაშორისო ბაზრის შესწავლის საფუძველზე.“. გ) მე-5 მუხლის: გ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადებული ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტის ასლი, გარდა იმ ხელშეკრულებისა, რომლის დადება ხდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის შედეგად, სააგენტოს წარედგინება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით ხელშეკრულების დადებიდან ან ამ ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელებიდან (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტიდან) 10 დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია, ასევე ვალდებულია სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია შესაბამისი ხელშეკრულების ღირებულების ყოველი ფაქტობრივი გადახდის შესახებ, ასეთი გადახდის განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. 2. იმ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, რომლის შესყიდვების წლიური გეგმის სავარაუდო ჯამური ღირებულება 50 000 ლარზე ნაკლებია, დადებული ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტის ასლი, გარდა იმ ხელშეკრულებისა, რომლის დადება ხდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის შედეგად, სააგენტოს წარედგინება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით არა უგვიანეს ყოველი მომდევნო წლის 30 იანვრისა. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ასევე ვალდებულია არა უგვიანეს ყოველი მომდევნო წლის 30 იანვრისა სააგენტოს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით წარუდგინოს ინფორმაცია შესაბამისი წლის განმავლობაში დადებული ხელშეკრულებების ღირებულების ფაქტობრივი გადახდის მდგომარეობის შესახებ.“. გ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტის სააგენტოსათვის წარდგენად ჩაითვლება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების ამსახველი დოკუმენტის სისტემაში ატვირთვა. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულება ან ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტი სისტემაში ატვირთულ უნდა იქნეს ხელშეკრულების დადებიდან ან ამ ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელებიდან (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტიდან) 10 დღის ვადაში შესაბამისი ტენდერის შედეგების ველში. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ასევე ვალდებულია შესაბამისი ტენდერის შედეგების ველის მეშვეობით სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია შესაბამისი ხელშეკრულების ღირებულების ყოველი ფაქტობრივი გადახდის შესახებ, ასეთი გადახდის განხორციელებიდან 10 დღის ვადაში.“. 3. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №4-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შევსების ინსტრუქცია“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები