დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 22 დეკემბრის №143 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 165 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი |
| მიღების თარიღი | 31/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/11/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.123.016117 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 22 დეკემბრის №143 დადგენილებაში /სსმ matsne@justice.gov.ge 22.12.2011. 190020020.35123.016095/ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებულ მე-4 მუხლში რიცხვი „53155,7“ შეიცვალოს რიცხვით „53837,8“, აქვე, განყოფილებაში ,,სხვა შემოსავლები" რიცხვი „6988,9“ შეიცვალოს რიცხვით „7671,0“. 2. დადგენილებით დამტკიცებულ მე-5 მუხლში რიცხვი „67134,9“ შეიცვალოს რიცხვით „67817,0“. 3. დადგენილებით დამტკიცებულ მე-6 მუხლში რიცხვი „41487,2“ შეიცვალოს რიცხვით „43201,5“. 4. დადგენილებით დამტკიცებულ მე-7 მუხლში რიცხვი „24796,1“ შეიცვალოს რიცხვით „23865,6“. 5. დადგენილებით დამტკიცებული მე-9 მუხლში რიცხვი „851,6“ შეიცვალოს რიცხვით „749,9“. 6. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართი /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის ბალანსი/ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 7. დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართი /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის შემოსულობები/ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 8. დადგენილებით დამტკიცებული №3 დანართი /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის გადასახდელები/ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 9. დადგენილებით დამტკიცებულ №3–1 დანართში /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ეკონომიკური საქმიანობის პროგრამები/ შეიცვალოს გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა– პატრონობისა და ქალაქის ქუჩების დამცავი კედლების მოწყობის პროგრამები და დამტკიცდეს თანდართული რედაქციით. 10. დადგენილებით დამტკიცებულ №3–2 დანართში /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის გარემოს დაცვის პროგრამები/ შეიცვალოს საკანალიზაციო სისტემების მოწყობა–რეაბილიტაციის, დასუფთავების ღონისძიებების, ქალაქ ქუთაისის ნაგავსაყრელის წინასაკონსერვაციო სამუშაოების, ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქვეწარმავლებისაგან მოსახლეობის დასაცავად აუცილებელი ტერიტორიული ერთეულების ქიმიური რეპელენტით დამუშავების პროგრამები და დამტკიცდეს ისინი თანდართული რედაქციით. 11. დადგენილებით დამტკიცებულ №3–3 დანართში /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საბინაო–კომუნალური მეურნეობის სფეროს პროგრამები/ შეიცვალოს ,,კორპუსის“, ქალაქის გამწვანების, მოვლა–პატრონობისა და სკვერების კეთილმოწყობის, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის შენობის შეკეთებითი სამუშაოების, გარეგანათების, წყლის სისტემის რეაბილიტაციის, საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების სამუშაოების, შადრევნების ექსპლუატაციის, ღვარსადენების ექსპლუატაციისა და რეაბილიტაციის, მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოწყობა–რეაბილიტაციის, ზამთრის სეზონთან დაკავშირებული სამუშაოების, ქალაქის სხვადასხვა უბანში სამისამართო ფირნიშების დამზადება–გაკვრის, საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების, ქალაქის სხვადასხვა უბანში ხეების გადაბელვის, მერიის ადმინისტრაციული კორპუსის ერთი ფლიგელისა და მერიის ტერიტორიული ორგანოების მშენებლობა–რეკონსტრუქციის პროგრამები და დამტკიცდეს ისინი თანდართული რედაქციით. 12. დადგენილებით დამტკიცებული №3–4 დანართი /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის განათლების ღონისძიებების პროგრამა/ შეიცვალოს და დამტკიცდეს თანდართული რედაქციით. 13. დადგენილებით დამტკიცებული №3–5 დანართი /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის სპორტული ღონისძიებების პროგრამა/ შეიცვალოს და დამტკიცდეს თანდართული რედაქციით. 14. დადგენილებით დამტკიცებული №3–6 დანართი /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის კულტურის ღონისძიებების პროგრამა/ შეიცვალოს და დამტკიცდეს თანდართული რედაქციით. 15. დადგენილებით დამტკიცებულ №3–9 დანართში /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის სოციალური და ჯანდაცვის ღონისძიებების პროგრამები/ შეიცვალოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების, სოციალური ღონისძიებების, სამედიცინო დაზღვევის, ვეტერანთა სარიტუალო დახმარების, მიცვალებულთა დასაფლავების, უფასო მგზავრობის, მატერიალური დახმარების; სამედიცინო დახმარების, მედიკამენტებით უზრუნველყოფის, სოციალური საცხოვრისის პროგრამები და დამტკიცდეს თანდართული რედაქციით. 16. დადგენილებით დამტკიცებული №4 დანართი /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია/ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 17. დადგენილებით დამტკიცებული №5 დანართი /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის ნაშთის ცვლილება/ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის ბალანსი
(ათას ლარებში)
|
|
დანართი №2
|
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის შემოსულობები
(ათას ლარებში) |
|
დანართი №3
|
დანართი№3-1 1. პროგრამის დასახელება: გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა–პატრონობის პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 01 იანვარი 2012 წელი 31 დეკემბერი 2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 7 851 500 (შვიდიმილიონრვაასორმოცდათერთმეტიათასხუთასი) ლარი 5. პროგრამის მიზანი: ქალაქის ძირითად ქუჩებზე სავალი ნაწილი და მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგებულია, მაგრამ იგი შეადგენს ქალაქის ქუჩების 20–25%–ს, დანარჩენი მოუწესრიგებელია, საკმაოდ დიდი დაზიანებებია როგორც სავალ ნაწილზე, ასევე მიწისქვეშა კომუნიკაციებში. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ გზის სავალი ნაწილი განიცდის ცვეთას და ნგრევას, რომლის ციკლი 8–12 წლამდე მერყეობს და იგი დამოკიდებულია ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანების ინტენსივობასა (რაოდენობაზე) და ტვირთამწეობაზე, მაშინ მთელი ქალაქის ქუჩების შეკეთების ციკლი უნდა გადანაწილდეს საშუალოდ 10 წელზე მაინც. გზების სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება ნიშნავს, ქალაქის ქუჩებში ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებას, ქუჩების დაგვა–დასუფთავების გაუმჯობესებას და ავტომანქანებიდან ნაკლები გამონაბოლქვის გამოყოფას. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: ქალაქის ქუჩების კეთილმოწყობის გაუმჯობესებისათვის პირველ რიგში, უნდა შეირჩეს პრიორიტეტული ქუჩები (რომლებსაც უფრო მეტი დატვირთვა აქვს) დამუშავდეს მათი კაპიტალურად შეკეთების ღონისძიებები და აღდგენის სამუშაოები შესრულდეს დროულად და მაღალხარისხოვნად. ამასთან, ქუჩების სავალი ნაწილის კაპიტალურად შეკეთების პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს ადრე შეკეთებული ქუჩების საექსპლუატაციო სამუშაოები (ორმოული შეკეთება). ქუჩის სავალი ნაწილის ორმოული დაზიანების დროულად შეკეთება გაახანგრძლივებს სავალი ნაწილის საექსპლუატაციო ვადებს. 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქუჩების მიმდინარე შეკეთების (ორმოული) ხარჯები – 1 010 100 ლარი და კაპ. სამუშაოების ხარჯები – 6 841 400 ლარი. 8. მოსალოდნელი შედეგი: ქალაქში მოწესრიგებული ქუჩებით კმაყოფილი იქნება პირველ რიგში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და მგზავრები. შემდეგ, კერძო ავტომფლობელები და ფეხით მოსიარულენი. გარდა ამისა, მოწესრიგებული სავალი ნაწილი ხელს შეუწყობს ტურისტული და საინვესტიციო გარემოს განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. 9. შეფასების კრიტერიუმები: რეაბილიტირებული საავტომობილო გზების, მათ შორის ისტორიულ და ტურისტულ ობიექტებთან მისასვლელი გზების რაოდენობის განმსაზღვრელი მაჩვენებელი; საგზაო შემთხვევების შემცირებული რაოდენობა; გადაადგილების დროისა და სატრანსპორტო ხარჯების შემცირებული მაჩვენებელი; ინსპექტირების ჯგუფის, ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა შესრულებული სამუშაოს ხარისხზე; მაღალი სტანდარტების შესაბამისი საავტომობილო გზების მახასიათებლები. 10. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური.
ცხრილი 1 კაპიტალურად შესაკეთებელი ქუჩების ჩამონათვალი
დანართი №3–1 1. პროგრამის დასახელება: ქალაქის ქუჩების დამცავი კედლების მოწყობის პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 01 იანვარი 2012 წელი 31 დეკემბერი 2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 200 000 (ორასიათასი) ლარი 5. პროგრამის მიზანი: დანგრეული, მწყობრიდან გამოსული ქუჩისპირა საყრდენი კედლების აღდგენა 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: დანგრეული, მწყობრიდან გამოსული ქუჩისპირა საყრდენი კედლები უნდა აღდგეს პირვანდელი სახით, იგივე ზომებში, თანამედროვე სამშენებლო მასალების გამოყენებით. 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქუჩების დამცავი კედლების შეკეთებისა და კაპიტალური მშენებლობის სამუშაოების ჩატარების ხარჯები – 200 000 ლარი /ობიექტების ჩამონათვალი თან ერთვის/ 8. მოსალოდნელი შედეგი: კერძო მოსახლეების ეზოები დაცული იქნება ჩამონგრევისაგან, შენარჩუნებული იქნება ეზოს ნიშნული და გაშენებული ხე–ნარგავები, ქუჩაში შეუფერხებლად იმოძრავებს ტრანსპორტი და ფეხით მოსიარულენი 9. შეფასების კრიტერიუმები: სავარაუდო საფრთხის შემცველ ობიექტებზე ავარიული/უბედური შემთხვევების შემცირების მაჩვენებელი; რეაბილიტირებული საყრდენი კედლების რაოდენობა; ქალაქის ესთეტიკური პირობების გაუმჯობესება; ინსპექტირების ჯგუფის დასკვნა; გამოკითხულ მოქალაქეთა კმაყოფილება. 10. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური. ობიექტების ჩამონათვალი
დანართი № 3–2 1. პროგრამის დასახელება: საკანალიზაციო სისტემის მოწყობა–რეაბილიტაციის პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 01 იანვარი 2012 წელი 31 დეკემბერი 2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 327 000 (სამასოცდაშვიდიათასი) ლარი 5. პროგრამის მიზანი: ქალაქის ძველ უბნებში, სადაც კანალიზაციის ქსელი გაკეთებულია გასული საუკუნის დასაწყისში კერამიკული თუ ლითონის მილებით, წლების განმავლობაში ამორტიზირებულია და ისეა დაზიანებული, რომ მათი აღდგენის ღირებულება გაცილებით მეტი ჯდება, ვიდრე იგივე მონაკვეთის ახლით შეცვლა. საკანალიზაციო მილების შეცვლა გააუმჯობესებს ქსელის მუშაობას. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: ძველ უბნებში კანალიზაციის ამორტიზირებული ქსელის გაწმენდა, საჭიროების შემთხვევაში მონაკვეთის ახალი მილებით შეცვლა. /2012 წელს საკანალიზაციო ქსელებზე ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი თან ერთვის/ 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა:ამორტიზირებული ქსელების აღდგენა–შეკეთების ხარჯები– 327000 ლარი. 8. მოსალოდნელი შედეგი: ძველ უბნებში საკანალიზაციო ქსელი იმუშავებს შეუფერხებლად, ქუჩაში არ გაიბიდნება სათვალთვალო ჭები, არ იქნება ანტისანიტარია, რითაც კმაყოფილი იქნება მოსახლეობა. 9. შეფასების კრიტერიუმები: რეაბილიტირებული საკანალიზაციო სისტემების რაოდენობა; საკანალიზაციო ქსელში წყლის გაჟონვის შემცირება; ინსპექტირების ჯგუფის, ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა შესრულებული სამუშაოს ხარისხზე; საკანალიზაციო ქსელის გამართული ფუნქციონირებით კმაყოფილ მოქალაქეთა პროცენტული მაჩვენებელი; უკმაყოფილო მოქალაქეთა განცხადებების რაოდენობა. 10. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური. ცხრილი 2012 წელს საკანალიზაციო ქსელზე ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი
დანართი №3–2 1. პროგრამის დასახელება – ქალაქ ქუთაისის დასუფთავების ღონისძიებების პროგრამა. 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 1 იანვარი 2012 წელი 31 დე12 წელი 3. დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 3 822 700 (სამიმილიონრვაასოცდაორიათასშვიდასი) ლარი. 5. პროგრამის მიზანი: ქალაქ ქუთაისში სანიტარული წესრიგის გაუმჯობესება და მომსახურების ხარისხის ამაღლება. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: ქალაქ ქუთაისში მოსახლეობიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა–გაუვნებლობის, ქუჩებისა და მოედნების მორწვა– ჩარეცხვის სამუშაოების ორგანიზება. (დასუფთავების ობიექტების ნუსხა დანართს თან ერთვის) 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა პროგრამის განხორციელებისათვის 3 822 700 ლარი, აქედან: 1. ქალაქის დაგვა–დასუფთავების ღონისძიებები – 2 959 000 ლარი. 2. საყოფაცხოვრებო ნარჩენების გაუვნებელყოფა – 177 000 ლარი. 3. მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება –686 700 ლარი 8. მოსალოდნელი შედეგი: დასუფთავებული ქალაქი; ეკოლოგიურად სუფთა გარემო. 9. შეფასების კრიტერიუმი: ყოველწლიურად ნაგავსაყრელზე საშუალოდ 201300 კუბ.მ. საყოფაცხოვრებო ნარჩენის შეტანა; 86 ქუჩის დაგვა–დასუფთავება, საერთო ფართით 2340.3 ათასი კვ.მ., ქუჩების მორწყვა–ჩარეცხვა საერთო ფართით 729 ათასი კვ.მ.; მოსახლეობის კმაყოფილების დონის მაჩვენებელი. 10. პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური. დასუფთავების ობიექტების ნუსხა
დანართი № 3–2 1. პროგრამის დასახელება – ქალაქ ქუთაისის ნაგავსაყრელის წინასაკონსერვაციო სამუშაოების პროგრამა. 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 18 ივლისი 2012 წელი 31 დეკემბერი 2012 წელი 3. დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 200 000 (ორასიათასი) ლარი. 5. პროგრამის მიზანი: ქალაქ ქუთაისში სანიტარული წესრიგის გაუმჯობესება და მომსახურების ხარისხის ამაღლება. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: ნაგავსაყრელის მომზადება საკონსერვაციო სამუშოების ჩასატარებლად, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა და სამუშაოების წარმოება. 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვ: სამუშაოების ხარჯები – 200 000 ლარი. 8. მოსალოდნელი შედეგი: დასუფთავებული ქალაქი; ეკოლოგიურად სუფთა გარემო. 9. შეფასების კრიტერიუმი: მოსახლეობის კმაყოფილების დონის მაჩვენებელის ამაღლება. 10. პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური. დანართი № 3–21. პროგრამის დასახელება – ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქვეწარმავლებისაგან მოსახლეობის დასაცავად აუცილებელი ტერიტორიული ერთეულების ქიმიური რეპელენტით დამუშავება. 1. პროგრამის განხორციელების ვადები: 20 ივლისი 2012 წელი 20 ოქტომბერი 2012 წელი 2. დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 3. პროგრამის ბიუჯეტი: 3 000 (სამიათასი) ლარი 4. პროგრამის მიზანი: ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქვეწარმავლების დაფრთხობა. 5. განსახორციელებელი ღონისძიებები: ქალაქ ქუთაისის ადმისტრაციულ საზღვრებში ქვეწარმავლების დასაფრთხობად აუცილებელი ტერიტორიული ერთეულების ქიმიური რეპელენტით დამუშავება. 7. მოსალოდნელი შედეგი: ქალაქის ტერიტორიაზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა. 8. შეფასების კრიტერიუმი: ქალაქის ტერიტორიაზე ქვეწარმავლების მინიმუმამდე დაყვანა; საშიში ინფექციების გავრცელების შემცირების პრევენციათა რაოდენობა. უკმაყოფილო მოქალაქეთა განცხადებების რაოდენობა. 9. პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დასუფთავების განყოფილება. ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქიმიური რეპელენტით დასამუშავებელი ტერიტორიების ჩამონათვალი
შენიშვნა: 1. პროგრამის მიმდინარეობისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საგანგებო სიტუაციები. 2. დასამუშავებელი ფართების რაოდენობა განიცდის ცვლილებას. დანართი № 3–31. პროგრამის დასახელება: პროგრამა „კორპუსი“ 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 1 იანვარი 2012 წელი 31 დეკემბერი 2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ა. ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 2503755 (ორიმილიონ ხუთასსამიათას შვიდასორმოცდათხუთმეტი) ლარი. ბ. რეგიონული განვითარების ფონდი – 1459 745 (ერთიმილიონოთხასორმოცდაცხრამეტიათას შვიდასორმოცდახუთი) ლარი. გ. საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან – 2 000 000 (ორიმილიონი) ლარი (საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 ივლისის №1329 განკარგულება). 4. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი: 5963500 (ხუთიმილიონცხრაასსამოცდასამიათასხუთასი) ლარი. 5. პროგრამის მიზანი: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გააქტიურება საკუთარი და მერიის მონაწილეობით საერთო საკუთრების მოვლა–პატრონობის უზრუნველსაყოფად. ქალაქ ქუთაისში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინსტიტუტის განვითრება. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: პროგრამა „კორპუსის“ ეფექტურად განხორციელებისათვის მიზანშეწონილია საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურში აყვანილ იქნეს კოორდინატორის 128 ერთეული, რომლებსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით, პროგრამის მოქმედების ვადით, ხელშეკრულების საფუძველზე, კანონით დადგენილი წესით, ნიშნავს ქალაქის მერი. 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: 760000 (შვიდასსამოციათასი) ლარი. ლიფტების აღდგენა–რეაბილიტაციისათვის, თანადაფინანსებით 90%–10%–ზე /90% მერია, 10% ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა/; 793 055 (შვიდასოთხმოცდაცამეტიათასორმოცდათხუთმეტი) ლარის გადასახური მასალა ბიკროსტი მინაქსოვილზე ნაფხვენით, მოთუთიებული გოფრირებული და მოთუთიებული ფურცლოვანი თუნუქის შეძენა და გადაცემა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის; 1600000 (ერთიმილიონექვსასიათასი) ლარი – საცხოვრებელი სახლების ეზოებში ბეტონის საფარის მოწყობა (ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლებზე მაღალი სახლებისათვის თანადაფინანსებით 80%–20%–ზე, /80% მერია, 20% ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა/; ხუთსართულიანი და დაბალი საცხოვრებელი სახლებისათვის 90%–10%–ზე /90% მერია, 10% ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა/); 400000 (ოთხასიათასი) ლარი – საცხოვრებელი სახლების სარდაფებში დაზიანებული წყალ–კანალიზაციის კომუნიკაციების აღდგენა თანადაფინანსებით 90%–10%–ზე /90% მერია, 10% ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა/; 178665 (ასსამოცდათვრამეტიათასექვსასსამოცდახუთი) ლარი – საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების კეთილმოწყობა თანადაფინანსებით 80%–20%–ზე /80% მერია, 20% ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა/; 5000 (ხუთიათასი) ლარი – საცხოვრებელ სახლებზე დაზიანებული აივნებისა და პანელოვან კორპუსებში, რომლებიც მონტაჟდებოდა ქარხნული წესით დამზადებული მთლიანი სექციური კონსტრუქციებით, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია თანადაფინანსებით 80%–20%–ზე /80% მერია, 20% ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა/; 5000 (ხუთიათასი) ლარი – საჭიროების შემთხვევაში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადასახური მასალის განმეორებით გადაცემისათვის, თანადაფინანსებით 50%–50%–ზე /50% მერია, 50% ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა/; 60000 (სამოციათასი) ლარი – საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო სამუშაოებისათვის; 400000 (ოთხასიათასი) ლარი – ცენტრალური გზებიდან მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებამდე მისასვლელი გზის კეთილმოწყობა. 407000 (ოთხასშვიდიათასი) ლარი – ნაგავშემკრები ე.წ. „ბუნკერები“–ს გასაუქმებლად და გალვანიზირებული ფოლადის ფურცლისაგან დამზადებული მოძრავი სანაგვე კონტეინერების შესაძენად, 2000 (ორიათასი) ლარი – საკანცელარიო ნივთების შესაძენად. 3000 (სამიათასი) ლარი – საწვავის შესაძენად. 1029500 (ერთიმილიონოცდაცხრაათასხუთასი) ლარი – 2011 წელს აღებული და შეუსრულებელი ვალდებულებების დასაფარავად: 1) წინა წლებში გამოყოფილი ტრანსფერებიდან 25 000 (ოცდახუთიათასი) ლარი – კორპუსის დაზიანებული ზედა ნაწილების (პარაპეტების) აღსადგენად; 2) 525689 (ხუთასოცდახუთიათასექვსასოთხმოცდაცხრა) ლარი – მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლებისათვის გადასახური მასალის შესაძენად და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადასაცემად; 3) 196781 (ასოთხმოცდათექვსმეტიათასშვიდასოთხმოცდაერთი) ლარი ლიფტების აღდგენა–რეაბილიტაციისათვის; 4) 47450 (ორმოცდაშვიდიათასოთხასორმოცდაათი) ლარი – მაღლივი საცხოვრებელი სახლების სარდაფებში დაზიანებული წყალ–კანალიზაციის კომუნიკაციების აღდგენისათვის; 5) 5980 (ხუთიათასცხრაასოთხმოცი) ლარი – მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების კეთილმოწყობისათვის; 6) 214150 (ორასთოთხმეტიათასასორმოცდაათი) ლარი – მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობისათვის; 7) 6100 (ექვსიათასასი) ლარი – საჭიროების შემთხვევაში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადასახური მასალის განმეორებით გადაცემისათვის; 8) 850 (რვაასორმოცდაათი) ლარი – საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო სამუშაოებისათვის; 9) 7500 (შვიდიათასხუთასი) ლარი – მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებზე კედლების დაზიანებული გადაბმების შელესვისათვის. 320280 (სამასოციათასორასოთხმოცი) ლარი – ხელფასის მთლიანი ხარჯი; მათ შორის: ა) 23790 (ოცდასამიათასშვიდასოთხმოცდაათი) ლარი, პროგრამა ,,კორპუსის“ მთავარი და წამყვანი კოორდინატორების ხელფასი; ბ) 5490 (ხუთიათასოთხასოთხმოცდაათი) ლარი – პროგრამა ,,კორპუსის“ მთავარი და წამყვანი კოორდინატორების სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები; გ) 291000 (ორასოთხმოცდათერთმეტიათასი) ლარი – კოორდინატორების ხელფასი. მთლიანი ჯამი: 5 963 500 (ხუთიმილიონცხრაასსამოცდასამიათასხუთასი) ლარი. 8. მოსალოდნელი შედეგი: საზოგადოებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩართვა ქალაქისათვის აქტუალური პრობლემების მოგვარების საქმეში. საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება. 9. შეფასების კრიტერიუმი: დაფინანსებული ამხანაგობების ზრდა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მოთხოვნით განსახორციელებელი პროგრამების მიმართულების ზრდა; უკმაყოფილო მოქალაქეთა განცხადებების რაოდენობა; ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა შესრულებული სამუშაოს ხარისხზე. 10. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური პროგრამის ღონისძიებათა ნუსხა 2011 წელს აღებული და შეუსრულებელი ვალდებულებებით გათვალისწინებული გადასახური სახლები თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ,,ქალაქ–მუზეუმის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ,,გამარჯვების“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ,,ძელქვიანის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ,,გუმათის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ,,მუხნარის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ,,ვაკისუბნის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ,,ნიკეას“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ,,ავტოქარხნის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ,,კახიანოურის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ,,საფიჩხიის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ,,უქიმერიონის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლების ჩამონათვალი, რომელთა სახურავის შესაკეთებლად მოსამზადებელია საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ,,ქალაქ–მუზეუმის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ,,გამარჯვების“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ,,ძელქვიანის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ,,გუმათის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ,,მუხნარის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ,,სულხან–საბას“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ,,ვაკისუბნის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ,,ნიკეას“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ,,ავტოქარხნის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ,,კახიანოურის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ,,უქიმერიონის“ ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლები
ტერიტორიული ორგანოების მიხედვით, მრავალბინიანი, მაღლივი საცხოვრებელი სახლების ჩამონათვალი, რომელთა დაზიანებული სახურავის ზედა ნაწილებისათვის მომზადდა საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ქალაქ–მუზეუმის“ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ავტოქარხნის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ნიკეას“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „გამარჯვების“ ტერიტორიული ორგანო
მრავალბინიანი, მაღლივი საცხოვრებელი სახლების ჩამონათვალი ტერიტორიული ორგანოების მიხედვით, სადაც აღსადგენია სამგზავრო ლიფტები თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „გამარჯვების“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ვაკისუბნის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ნიკეას“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „სულხან–საბას“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „კახიანოურის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ავტოქარხნის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „უქიმერიონის“ ტერიტორიული ორგანო
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების კეთილმოწყობა
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ძელქვიანის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ქალაქ–მუზეუმის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „საფიჩხიის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „გამარჯვების“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ნიკეას“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „უქიმერიონის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ავტოქარხნის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ვაკისუბნის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „გუმათის“ ტერიტორიული ორგანო
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს კეთილმოწყობა თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „გამარჯვების“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ძელქვიანის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ქალაქ–მუზეუმის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ნიკეას“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „უქიმერიონის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ავტოქარხნის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ვაკისუბნის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „საფიჩხიის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „კახიანოურის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „სულხან–საბას“ ტერიტორიული ორგანო
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სარდაფებში დაზიანებული წყალ–კანალიზაციის კომუნიკაციების შეკეთება თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „გამარჯვების“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ავტოქარხნის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „სულხან–საბას“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ნიკეას“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ვაკისუბნის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ძელქვიანის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „უქიმერიონის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „კახიანოურის“ ტერიტორიული ორგანო
ასაუქმებელი ნაგავშემკრები ე.წ. „ბუნკერების“ ჩამონათვალი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „გამარჯვების“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „სულხან–საბას“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ძელქვიანის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ვაკისუბნის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ავტოქარხნის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „კახიანოურის“ ტერიტორიული ორგანო
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის „ნიკეა“ ტერიტორიული ორგანო
ცენტრალური გზებიდან მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებამდე მისასვლელი გზების კეთილმოწყობა „გამარჯვების“ ტერიტორიული ორგანო
„ავტოქარხნის“ ტერიტორიული ორგანო
„ქალაქ–მუზეუმის“ ტერიტორიული ორგანო
„ვაკისუბნის“ ტერიტორიული ორგანო
„კახიანოურის“ ტერიტორიული ორგანო
„ნიკეას“ ტერიტორიული ორგანო
„საფიჩხიის“ ტერიტორიული ორგანო მერაბ კოსტავას ქუჩის მე–3 ჩიხი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დანართი № 3–31. პროგრამის დასახელება: ქალაქის გამწვანების მოვლა–პატრონობისა და სკვერების კეთილმოწყობის პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 01 იანვარი 2012 წელი 31 დეკემბერი 2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 1 420 200 (ერთიმილიონოთხასოციათასორასი) ლარი 5. პროგრამის მიზანი: არსებული სკვერების მოვლა–პატრონობა, კეთილმოწყობა, მომსახურების ხარისხობრივი დონის ამაღლება, შემდგომში მოდერნიზაცია, განვითარება და ახალი სკვერების მოწყობა. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ბაღების, სკვერების, გაზონების, ფერდობების მოვლა–პატრონობა, ხე–მცენარეების, ბუჩქებისა და ყვავილების შეძენა, ხე–მცენარეების შეწამვლა, გასხვლა. სანაგვე ურნებისა და საბაღე სკამების აღდგენა, ქალაქის დასუფთავებისა და მცენარეთა განაშენიანების ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა. ქალაქში არსებულ სკვერებში განადგურებული კორდის აღდგენა და დეკორატიული მცენარეების განაშენიანება, მწვანე საფარის მუდმივი განახლება. 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ბაღების, სკვერების, გაზონების, ფერდობების მოვლა–პატრონობის ხარჯები, ხე–მცენარეების, ბუჩქებისა და ყვავილების შეძენის ხარჯები – 389500 ლარი. სკვერების კაპიტალურად მოწყობის ხარჯები – 1 030 700 ლარი. მოსაწყობი სკვერების ჩამონათვალი თან ერთვის. 8. მოსალოდნელი შედეგი: პროგრამა ხელს შეუწყობს ქალაქის გამწვანებას და გარემოს გაჯანსაღებას, რაც საწინდარი იქნება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა. 9. შეფასების კრიტერიუმები: გამწვანებული ტერიტორიების ახალი ნარგავებით შევსების მაჩვენებლის ზრდა; მოწყობილი სკვერების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი; მოსახლეობის კმაყოფილების ზრდა. 10. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური. მოსაწყობი სკვერების ჩამონათვალი 1. ასლანიკაშვილის სახელობის სკვერის კეთილმოწყობა; 2. ი.ჭავჭავაძის გამზირის №58–ის წინ არსებული სკვერის კეთილმოწყობა; 3. ი.ჭავჭავაძის გამზირზე ,,ძელქვიანის" ტერიტორიული ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის კეთილმოწყობა; 4. სხვადასხვა ბაღებისა და სკვერების კეთილმოწყობა, ძელსკამების შეძენა–მონტაჟი; 5. ნინოშვილის სკვერის კეთილმოწყობა; 6. ხარაზოვის სკვერის კეთილმოწყობა; 7. კოსტავას ქუჩის პირველ ჩიხში არსებული სკვერის კეთილმოწყობა. დანართი № 3–31. პროგრამის დასახელება: ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის შენობის შეკეთებითი სამუშაოების პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 01 იანვარი 2012 წელი 31 დეკემბერი 2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 1 582 600 (ერთიმილიონხუთასოთხმოცდაორიათასექვსასი) ლარი 5.პროგრამის მიზანი: თეატრის სცენისა და სამაყურებლო დარბაზის აღდგენა გააუმჯობესებს მსახიობთა და მაყურებელთა პირობებს. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: თეატრის სცენისა და სამაყურებლო დარბაზის აღდგენა და ფასადის შეკეთება. 7. როგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის შენობის შეკეთებითი სამუშაოებისხარჯები – 1 582 600 ლარი. 8. მოსალოდნელი შედეგი: გააუმჯობესებს მსახიობთა და მაყურებელთა პირობებს. 9. შეფასების კრიტერიუმები:ქალაქის იერსახის გაუმჯობესება, მოსახლეობის პირობების გაუმჯობესება. 10. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური. დანართი № 3–31. პროგრამის დასახელება: გარეგანათების რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 01 იანვარი 2012 წელი 31 დეკემბერი 2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 3 427 600 (სამიმილიონოთხასოცდაშვიდიათასექვსასი) ლარი 5. პროგრამის მიზანი: ქალაქ ქუთაისში გარეგანათების ქსელების ექსპლუატაცია; მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება ღამის პერიოდში, განსაკუთებით კი ზამთარში, როდესაც დღის ხანგრძლიობა შემცირდება. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: გარე განათების ქსელისა და სანათი წერტილების ესპლუატაცია, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვა. ქალაქის გარეგანათების საექსპლუატაციო ობიექტების ნუსხა დანართს თან ერთვის /ცხრილი/. 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: გარეგანათების ქსელისა და სანათი წერტილების მოვლა–პატრონობის (ექსპლუატაცია) ხარჯები – 925 300 ლარი; მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების ხარჯები –1 491 200 ლარი. კაპ.სამუშაოების ხარჯები – 1 011 100 ლარი. 8. მოსალოდნელი შედეგი: განათებული ქალაქი, უსაფრთხო სატრანსპორტო გადაადგილება, კრიმინოგენული ფაქტორების შემცირება. 9. შეფასების კრიტერიუმები: ინსპექტირების ჯგუფის დასკვნა; ექსპლუატაცია გაეწევა 9962 სანათ წერტილს; მართვის ტერიტორიული ორგანოებისა და მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები. 10. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური. ცხრილი №1 ქალაქის გარეგანათების საექსპლუატაციო ობიექტების ნუსხა
ცხრილი №2 კაპიტალურად შესაკეთებელი გარეგანათების ქუჩების ჩამონათვალი
დანართი № 3–3
1. პროგრამის დასახელება: წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 01იანვარი 2012 წელი 31 დეკემბერი 2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 301 600 (სამასერთიათასექვსასი) ლარი 5. პროგრამის მიზანი: ქალაქ ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ხელშეწყობა. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: ქალაქ ქუთაისის წყალმომარაგების სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა. 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქალაქ ქუთაისში არსებული წყალმომარაგების ქსელზე მცირემასშტაბიანი სარეაბილიტაციო ღონისძიებები – 301 600 ლარი. 8. მოსალოდნელი შედეგი: მოსახლეობისათვის მიწოდებული წყლის ხარისხის გაუმჯობესება, წყლის მიწოდების ინტესივობა. 9. შეფასების კრიტერიუმები: ქსელში წყლის გაჟონვის შემცირების მაჩვენებელი; საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში წყალმომარაგების ქსელის გამართული ფუნქციონირებით კმაყოფილ მოქალაქეთა რაოდენობის ზრდა; არასამთავრობო სექტორის, მოქალაქეთა და სხვა დაინტერესებულ პირთა შეფასება. 10. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური. ობიექტების ჩამონათვალი 1. ბაზაძის ქუჩის წყალმომარაგების ქსელის მოწყობა 2. ტიციან ტაბიძის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის მოწყობა 3. განათლების ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის მოწყობა 4. ტყიბულის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის მოწყობა 5. ვასაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის მოწყობა 6. ქორქიას ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის მოწყობა 7. კეკელიძის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის მოწყობა 8. სარაჯიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის მოწყობა 9. თაყაიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის მოწყობა 10. გალაევი–ნიჟარაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის მოწყობა 11. ნიზამის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის მოწყობა 12. ახვლედიანის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის მოწყობა 13. ბურჯანაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის მოწყობა დანართი № 3–3
1. პროგრამის დასახელება: საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების სამუშაოების პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 01 იანვარი 2012 წელი 31 დეკემბერი 2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 129 700 (ასოცდაცხრაათასშვიდასი) ლარი. 5. პროგრამის მიზანი: ქალაქში საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია გარკვეული ღონისძიებების გატარება. სწორად შერჩეული საგზაო მოძრაობის ორგანიზაცია და გზებისა და გზაჯვარედინის მოწესრიგება შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, მნიშვნელოვნად აამაღლებს სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადის უსაფრთხოდ გადაადგილების დონეს ქალაქის მასშტაბით. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: ქალაქში საგზაო მოძრაობის მოწესრიგებისა და უსაფრთხოების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა: არსებული მარეგულირებელი საგზაო ნიშნების (შუქნიშნების) ექსპლუატაცია და ახალი შუქნიშნების მოწყობა (შეძენა–მონტაჟი). ქალაქში მოსაწყობი ახალი შუქნიშნების, ,,ციმციმა" შუქნიშნებისა და საექსპლუატაციო ობიექტების ნუსხა პროგრამას თან ერთვის/ცხრილი №1, №2 და №3/ 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: არსებული შუქნიშნების ექსპლუატაციის ხარჯები (მათ შორის: მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება) – 94100 ლარი; ახალი შუქნიშნების (შეძენა–მონტაჟი),ციმციმა შუქნიშნების (შეძენა–მონტაჟი), საგზაო ნიშნების მოწყობისა და მაგისტრალების მონიშვნითი სამუშაოების და ვიდეოთვალის მონტაჟის ხარჯები – 35600 ლარი. 8. მოსალოდნელი შედეგი: მოსახლეობაზე ორიენტირებული გარემოპირობების შექმნა; ქალაქში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება; გზებისა და გზაჯვარედინების მოწესრიგება. 9. შეფასების კრიტერიუმები: ქალაქის მოსახლეობის (მძღოლთა, მოსწავლეთა, მგზავრთა) კმაყოფილება. ქალაქში გადაადგილების უსაფრთხოების დონის ამაღლება. უბედური საგზაო შემთხვევების შემცირება. საგზაო მოძრაობის ორგანიზების ობიექტების ფუნქციონირების მაღალი ხარისხი წინა წლებთან შედარებით. 10. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური.
ცხრილი №1 ქალაქში საექსპლუატაციო შუქნიშნის ობიექტების ნუსხა
ცხრილი №2 მოსაწყობი შუქნიშნების ობიექტების ნუსხა
ცხრილი №3 მოსაწყობი ციმციმა შუქნიშნების ობიექტების ნუსხა
დანართი № 3–3 1. პროგრამის დასახელება: შადრევნების ექსპლუატაციის პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 01იანვარი2012 წელი 31 დეკემბერი2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 167 000 (ასსამოცდაშვიდიათასი) ლარი 5. პროგრამის მიზანი: ქალაქში მოქმედი შადრევნები გაშენებულია მოსახლეობის დასვენების ადგილებში, მათი მუშაობა და დიზაინი გათვალისწინებულია დასვენებისა და მოსახლეობის კეთილგანწყობის შესაქმნელად, შადრევნების მუშაობის პერიოდი და ხანგრძლივობა მოიცავს წელიწადის უმეტეს დროს, აუცილებელია მათი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მომსახურების ზრდა, რაც განაპირობებს ქალაქის ესთეტიკური და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას, მოსახლეობაზე ორიენტირებული გარემოპირობების შექმნას. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: შადრევნების გამართული მუშაობისათვის საჭიროა მოწესრიგებულ იქნეს ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების საკითხი, ასევე, მომსახურე პერსონალი დაკომპლექტდეს მცოდნე და პასუხისმგებლობის მქონე მუშაკებით. 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: შადრევნების მოვლა–პატრონობის (ექსპლუატაციის), ახალი შადრევნის კომუნიკაციების დაერთების, სარწყავი სისტემის წყლის, ელ. ენერგიის ხარჯები –167 000 ლარი. 8. მოსალოდნელი შედეგი: შადრევნების გამართული მუშაობა ამსუბუქებს ზაფხულის ცხელი დღეების მიერ გამოწვეულ უხერხულობას, კარგ განწყობას უქმნის მოსახლეობას და სტუმრებს. 9. შეფასების კრიტერიუმები: შადრევნების გამართული ფუნქციონირების ხარისხი; მოსახლეობის კმაყოფილების დონის მაჩვენებელი. 10. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური. შადრევნების, ფანტანებისა და სარწყავი სისტემის ობიექტების ნუსხა
დანართი № 3–3
1. პროგრამის დასახელება: ღვარსადენების ექსპლუატაციისა და რეაბილიტაციის პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 01 იანვარი 2012 წელი 31 დეკემბერი 2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 2 310 800 (ორიმილიონსამასათიათასრვაასი) ლარი 5. პროგრამის მიზანი: მოწესრიგებული სანიაღვრე მეურნეობა გზის საფარის კარგად შენახვის საწინდარია, ქალაქის ძველ უბნებში, ძირითადად, სანიაღვრე ქსელები გაშენებულია ოთხკუთხა კვეთის არხებით, რომელიც ადრეულ პერიოდში დახურული იყო ეკლარის ქვის ფილებით, შემდგომში აგურის თაღებით, ხოლო ამჟამად არხების გადახურვა მიმდინარეობს რკინა – ბეტონის ფილებით, რითაც არხები ადვილად გასაწმენდი იქნება. სანიაღვრე არხებისა თუ მილების გამართული მუშაობა ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის ავტომანქანებისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო მოძრაობას. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: ქალაქის ძველ უბნებში უნდა გაიწმინდოს ზედმეტი ნატანისაგან დალექილი არხები, შეკეთდეს ნიაღვარმიმღები ჭები, გაიწმინდოს ბუნებრივი სასულეები. 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ღვარსადენების ქსელის მოვლა–პატრონობის (ექსპლუატაცია) 151000 და კაპ. შეკეთების ხარჯები – 2 159 800 ლარი. 8. მოსალოდნელი შედეგი: ქალაქში დატბორილი ადგილების აღმოფხვრა, ფეხით მოსიარულეთა შეუზღუდავი გადაადგილება, ტრანსპორტის ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა. 9. შეფასების კრიტერიუმები: სანიაღვრე ქსელის გამტარუნარიანობის ზრდა, მოქალაქეთა კმაყოფილების ზრდის მაჩვენებელი; სპეციალისტების შეფასება. 10. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური. საექსპლუატაციო ნიაღვარსადენი ობიექტების ნუსხა
ქალაქში არსებული ზედაპირული წყლების მიმღები ე.წ. ბუნებრივი სასულეების სია (პირველი ზონა)
კაპიტალურად შესაკეთებელი ნიაღვარმიმღები ობიექტების ნუსხა
1. სოლომონ მეორეს ქუჩაზე №19 და №23 სახლამდე ღია არხის შეკეთების სამუშაოები; 2. დავით აღმაშნებლის გამზირისა და გ.ტაბიძის ქუჩების გადაკვეთაზე დამატებითი ნიაღვარმიმღები ჭის მოწყობა და ქსელში ჩართვა; 3. 9 აპრილის ქუჩისა და ირ. აბაშიძის გამზირის გადაკვეთაზე არსებულ მოედანზე ნიაღვარსადენი ქსელის გაწმენდა და ახლის მოწყობა; 4. ხარებავას ქუჩის დასახლებაში, სკოლასთან, ნიაღვარსადენისათვის ღია არხის გაჭრა და არსებულის გაწმენდა; 5. კიკვიძის ქუჩის დასაწყისში ნიაღვარსადენის დამატებითი მილის ჩადება; 6. ახალგაზრდობის გამზირის მერვე შესახვევის ჩატეხილი ნიაღვარსადენის აღდგენა; 7. თამარ მეფისა და შანიძის ქუჩების გადაკვეთაზე არსებული ნიაღვარსადენის ნაწილის გადართვა თამარ–მეფის ქუჩის მეორე მხარეს ტროტუარში გამავალ სანიაღვრე ქსელში; 8. ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში ღია არხების ქსელის გაწმენდა; 9. დავით აღმაშენებლის გამზირზე ველობილიკების გაკეთების შემდეგ, ნიაღვრის წყლების შეტბორვის აღკვეთის ღონისძიებები; 10. შიო არაგვისპირელის ქუჩის ღვარსადენის აღდგენა–გადართვის სამუშაოები; 11. რუსთაველის გამზირის მერვე ჩიხის დასაწყისში ნიაღვარსადენის ახალი მილის ჩადება; 12. მელიქიშვილის ქუჩის №10–ის ეზოდან ნიაღვრის წყლების გამოყვანა; 13. ნიაღვარმიმღები და სათვალთვალო ჭების სახურავის, კომპლექტების, ცალკე სახურავებისა და ცხაურების შეძენა; 14. თაბუკაშვილის ქუჩის დასახლების ახალი ნიაღვარსადენი ქსელის მშენებლობა; 15. ჭიათურის ქუჩაზე ახალი ნიაღვარსადენის მოწყობა(მდ. რიონში ჩაშვება); 16. კიბულის ქუჩის პირველ შესახვევში არსებული დახურული, გაუქმებული ნიაღვარსადენის ნაცვლად ახალი ღვრსადენის მოწყობა; 17. ჭავჭავაძის გამზირზე, მინისტარის მოედნიდან ნინოშვილის ქუჩისაკენ ბორდიურის გასწვრივ, ორივე მხარის წყალსაწრეტი არხის მოწყობა 15X10; 18. ჭავჭავაძის გამზირისა და ნინოშვილის ქუჩის გადაკვეთაზე არსებული ნიაღვარმიმღები ჭის გაფართოება და მეორე მხარეს ახლის მოწყობა; 19. ცენტრალურ მოედანზე თამარ მეფის ქუჩის დასაწყისში არსებული ნიაღვარსადენის მოწესრიგება; 20. ნარსიას ქუჩაზე ახალი ნიაღვარსადენის მოწყობა თავისუფლების ქუჩამდე; 21. დია ჩიანელის ქუჩის ბოლო მონაკვეთში ღია ღვარსადენის მოწყობა დ არსებულის გაწმენდა; 22. გელათის ქუჩის №102–128 და №140–162 სახლებს შორის არსებული ღია ღვარსადენის კედლებისა დ ძირის აღდგენა; 23. სოლომონ მეორეს ქუჩაზე №1–19, №27–37, №32–58 სახლებს შორის არსებული ღია ღვარსადენის აღდგენა; 24. წერეთლის ქუჩაზე, ბენზინგასამართი სადგურის წინ არსებული ნიაღვარსადენის გადართვა ღვრასადენის ძველ ქსელში; 25. ასათიანისა და სოხუმის ქუჩების გადაკვეთაზე ძველი ნიაღვარმიმღები(დაკარგული) ჭის ნაცვლად ახლის მოწყობა და ქსელში ჩართვა; 26. ასათიანისა და ქანთარიას ქუჩების გადაკვეთაზე ძველი ნიაღვარმიმღები(დაკარგული) ჭის ნაცვლად ახლის მოწყობა და ქსელში ჩართვა; 27. ჭავახიშვილის ქუჩის უკან გამავალი ღია არხის გაწმენდა პეტრიწის (ბუაჩიძის) ქუჩის მეორე შესახვევიდან ჭონქაძის ქუჩემდე; 28. ლესელიძის ქუჩის მეხუთე შესახვევის ღია ნიაღვარსადენის მოწესრიგება – რეკონსტრუქცია; 29. ლესელიძის ქუჩაზე (№135) ყოფილი მეექვსე საგზაო სამმართველოს ღობიდან გუმათისაკენ არსებული არხისა და მილების გაწმენდა; 30. პეტრიწის ქუჩის დახურული ნიაღვარსადენის კედლებისა და ძირის აღდგენა; 31. ჭუმბურიძის ქუჩის, ასათიანის ქუჩის შესახვევის, სოხუმის ქუჩების გადამკვეთი ნიაღვარსადენის რეკონსტრუქცია; 32. მწვანე ყვავილას ქუჩაზე (№23) არსებული ნიაღვარსადენის გაწმენდა, აღდგენა და გადახურვა; 33. პეტრიწის ქუჩის №8 სახლის ეზოდან გამომავალი არსებული ნიაღვარსადენის ღია არხის გაწმენდა–აღდგენა; 34. რუსთაველის გამზირზე შპს ,,ჭადრებიდან“ კიკვიძის ქუჩამდე არსებული დახურული ნიაღვარსადენის გაწმენდა; 35. სოლომონ პირველის ქუჩის №109–დან ნიაღვარსადენის ღია არხის მოწყობა სოლომონ მეორეს ქუჩამდე; 36. გაპონოვის ქუჩის დახურული ნიაღვარსადენის გაწმენდა–აღდგენა; 37. ყიფიანის ქუჩაზე არსებული დახურული ნიაღვარსადენის გაწმენდა–აღდგენა; 38. გუმათჰესის დასახლებაში არსებული ღია არხების დაცლისათვის დამატებითი ღია არხების მოწყობა; 39. გელათის ქუჩაზე №8 საჯარო სკოლის წინ არსებული დახურული ღვარსადენის გაწმენდა–აღდგენა; 40. წერეთლისა და სადგურის ქუჩების გადაკვეთაზე არსებული ნიაღვარსადენის კედლებისა და ძირის აღდგენა; 41. მაისურაძის ქუჩის მრავალსართულიანი დასახლების ახალი ნიაღვარსადენის მოწყობა კ. გამსახურდიას ქუჩაზე; 42. სულხან–საბას დასახლებაში ახალი ნიაღვარსადენის ქსელის მოწყობა; 43. შარტავას ქუჩის მრავალსართულიანი დასახლების ნიაღვარსადენის მოწყობა; 44. განათლების ქუჩის ნიაღვარსადენის მოწყობა; 45. დეპოს ქუჩის ნიაღვარსადენის მოწყობა; 46. ნიაღვრის წყლების გამტარი კარსტული ხვრელების (სასულეების) მოწესრიგება; 47. თბილისის ქუჩის მეორე ჩიხში გამავალი ნიაღვარსადენის გაწმენდა–აღდგენა თამარ მეფის ქუჩამდე; 48. წერეთლისა და ფოთის ქუჩების გადაკვეთაზე არსებული ნიაღვარსადენი ქსელის მოწესრიგება; 49. „თამარის ღელეს“ მონაკვეთის გაწმენდა; 50. ყოფილი აბრეშუმის კომბინატის ეზოში გამავალი ნიაღვარსადენის გაწმენდა–აღდგენა; 51. რკინიგზის სადგური ,,ქუთაისი II–ს“ მოედნიდან („მაგდონალდიდან“) გზაგამტარ ხიდამდე არსებული ნიაღვარსადენის გაწმენდა–აღდგენა; 52. ჭავჭავაძის გამზირზე შპს ,,მაკდონალდის“ შენობის წინ, გზაჯვარედინზე ნიაღვარსადენის ქსელის მოწესრიგება; 53. ბოშათა დასახლებიდან მიმავალი ნიაღვარსადენის წყლების ჩართვა მთავარ ნიაღვარსადენში; 54. კ. გამსახურდიას და ლომოურის ქუჩების გადაკვეთაზე ნიაღვარსადენის მიმღების მოწყობა; 55. მწვანე ყვავილას ქუჩის №23–ის ეზოში არსებული ნიაღვარსადენის აღდგენა–გადახურვა; 56. ბუკიას ქუჩაზე არსებული ნიაღვარსადენის ღია არხის მოწყობა; 57. ჭავჭავაძის გამზირის №44 სახლთან აღმოსავლეთით და დასავლეთით დამატებითი ნიაღვარსადენის მოწყობა; 58. თამარ მეფის ქუჩის №62 სახლთან არსებული ნიაღვარმიმღები ჭის გაფართოება; 59. ტყიბულის ქუჩის №9–თან არსებული ცხაურის ამოწევა 60. მკურნალის ქუჩის №16–ის წინ არსებული დახურული ნიაღვარსადენის გაწმენდა–აღდგენა; 61. მესხიშვილისა და ო. ფხაკაძის ქუჩის გადაკვეთაზე ნიაღვარსადენის ახალი ნიაღვარმიმღები ჭის მოწყობა; 62. 26 მაისისა და თბილისის ქუჩების შემაერთებელი ნიაღვარსადენის გაწმენდა– რეკონტრუქცია. დანართი № 3–3
1. პროგრამის დასახელება: ქალაქის მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოწყობა–რეაბილიტაციის პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 01 იანვარი 2012 წელი 31 დეკემბერი 2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 644 600 (ექვსასორმოცდაოთხიათასექვსასი) ლარი. 5. პროგრამის მიზანი: ახალგაზრდების სპორტულ–გამაჯანსაღებელი პირობების გაუმჯობესება, სპორტის სხვადასხვა სახეობებისადმი მიდრეკილი ახალგაზრდების გამოვლენა. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: ახალი მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოწყობა 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ახალი სპორტული მოედნის მოწყობა –644 600 ლარი. 8. მოსალოდნელი შედეგი: ჯანმრთელი ახალგაზრდობა, ახალი მოედნების მოწყობით სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარება და სპორტისადმი მიდრეკილი ახალგაზრდების გამოვლენა. 9. შეფასების კრიტერიუმები:მოწყობილი სპორტული მოედნების რაოდენობა და ხარისხი; ექსპერტთა შეფასება; მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები. 10. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური. მოსაწყობი და სარეაბილიტაციო მარტივი ტიპის სპორტული მოედნების ჩამონათვალი
დანართი № 3–3
1. პროგრამის დასახელება: ზამთრის სეზონთან დაკავშირებული სამუშაოების პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 01 იანვარი 2012 წელი 31 დეკემბერი 2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 68 000 (სამოცდარვააათასი) ლარი. 5. პროგრამის მიზანი: ზამთრის სეზონის მზადებისათვის აუცილებელია გარკვეული ღონისძიებების გატარება, დიდი თოვლცვენისა და ყინვების დროს ქალაქის ქუჩებში არ უნდა შეწყდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ამისათვის კი საჭიროა გაიწმინდოს სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებთან მისასვლელი გზები, მოსახლეობის დაუცველ ფენას შესაძლებლობის ფარგლებში გაეწიოს დახმარება სათბობის შეძენაში და სხვა. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: იმისათვის, რომ ზემოაღნიშნული პირობების დროს ქუჩებში არ შეწყდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ზამთრის დღეების დადგომამდე შეძენილი უნდა იქნეს ტექნიკური მარილი 90–100 ტ. და 360–400 მ3 ქვიშა, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია საჭიროების შემთხევაში მოაყრის ქუჩებში, ხოლო თოვლცვენის დაწყების დროს უნდა დაიწყოს სავალი ნაწილის ერთდროული წმენდა. 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: 90–100 ტ. ტექნიკური მარილის ხარჯი – 24000 ლარი, 360–400 მ3 ქვიშის შეძენის ხარჯი – 7000 ლარი, ავტომანქანაზე ნაზავის მოსაყრელი მოწყობილობების დამონტაჟების ხარჯი – 15 000 ლარი, 10 ტონა საწვავისა და საცხები მასალების ღირებულება 22 000 ლარი. 8. მოსალოდნელი შედეგი: გაწმენდილი და ტრანსპორტის მოძრაობისათვის მოწესრიგებული სავალი ნაწილი უზრუნველყოფს საქალაქო და სხვა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას. ასევე ტროტუარების გაწმენდა საუკეთესო პირობა იქნება ფეხით მოსიარულეთათვის. 9. შეფასების კრიტერიუმები: გაწმენდილი ქუჩების სავალი ნაწილებისა და ტროტუარების რაოდენობა; ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილება, გამოკითხული მოსახლეობის კმაყოფილება. 10. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. დანართი № 3–3
1. პროგრამის დასახელება: ქალაქის სხვადასხვა უბანში სამისამართო ფირნიშების დამზადება–გაკვრის პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 01 იანვარი 2012 წელი 31 დეკემბერი 2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 38 700 (ოცდათვრამეტიათასშვიდასი) ლარი 5. პროგრამის მიზანი: ქალაქის ქუჩების დასახელებების აღმნიშვნელი ძველი ფირნიშების შეცვლა ახალი ფირნიშებით. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: შერჩეულ ქუჩებზე არსებული ძველი ფირნიშის ჩამოხსნა და ახლის გაკვრა. 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: შერჩეულ ქუჩებზე არსებული ძველი ფირნიშის ჩამოხსნა და ახლის გაკვრის ხარჯები – 38700 ლარი. 8. მოსალოდნელი შედეგი: გაუმჯობესდება ქუჩების იერსახე, გამოიწვევს მოსახლეობის კმაყოფილებას და საჭირო მისამართების მაძიებელ მოქალაქეებს გაუადვილებს მის მოძებნას. 9. შეფასების კრიტერიუმები: დამზადებული და დამონტაჟებული ფირნიშების ესთეტიკური და ხარისხობრივი მაჩვენებელი; გამოკითხული მოსახლეობის კმაყოფილება. 10. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური.
დანართი № 3–3
1. პროგრამის დასახელება: საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 01 იანვარი 2012 წელი 31 დეკემბერი 2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 255700 (ორასორმოცდათხუთმეტიათასშვიდასი)ლარი. 5. პროგრამის მიზანი: პროგრამით გათვალისწინებული საპროექტო ობიექტების ტექნიკური ნახაზებისა და ხარჯთაღრიცხვების ხარისხიანი და განსაზღვრულ დროში წარმოდგენა. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: შესაბამისი სამსახურიდან საპროექტო დავალებებისა და საპროექტო სიმძლავრეების მიწოდების უზრუნველყოფა; საპროექტო ორგანიზაციის მიერ ტექნიკური ნახაზებისა და ხარჯთაღრიცხვების შესრულება. საპროექტო ობიექტების ნუსხა დანართს თან ერთვის /ცხრილი / 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქალაქში არსებული შესაკეთებელი ობიექტების აღრიცხვა–დაპროექტების (მათ შორის: შენობები, ქუჩები, გარეგანათება, ბაღები, სკვერები, შადრევნები, ფასადები, სახურავები და გარე კეთილმოწყობის სხვადასხვა ობიექტები) ხარჯები – 255 700 ლარი. 8. მოსალოდნელი შედეგი: შესრულებული და წარმოდგენილი სახარჯთაღრიცხვო პროექტები წარმოადგენს სატენდერო პირობების შექმნისა და ტენდერების ჩატარების უზრუნველყოფის საფუძველს. 9. შეფასების კრიტერიუმები: წარმოდგენილ ტექნიკურ ნახაზებსა და ხარჯთაღრიცხვებზე ექსპერტთა შეფასება. 10. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური. ცხრილი საპროექტო ობიექტების ნუსხა
1. გზების კაპიტალური შეკეთების პროექტი 2. მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყალსადენი, ღვარსადენი და საკანალიზაციო სისტემები) კაპიტალური შეკეთებისა და ახალი სისტემების მოწყობის პროექტი 3. გარეგანათების ობიექტების მოწყობის პროექტი 4. შუქნიშნების ობიექტების მოწყობის პროექტი 5. მინი სპორტული მოედნების მოწყობის პროექტი 6. საბავშვო ბაღებში ატრაქციონების მონტაჟის პროექტი 7. საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის კეთილმოწყობის მესამე ეტაპის პროექტი 8. შენობა–ნაგებობების პროექტი დანართი № 3–3
1. პროგრამის დასახელება: ქალაქის სხვადასხვა უბანში ხეების გადაბელვის პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 01 იანვარი 2012 წელი 31 დეკემბერი 2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 70 000 (სამოცდაათიათასი) ლარი 5. პროგრამის მიზანი: ქალაქის ქუჩებსა და დასახლებებში არსებული მაღალი ტანის ხეების გადაბელვა, რომლებიც საშიშია როგორც მაღლივი საცხოვრებელი სახლებისათვის, ასევე, კერძო მოსახლეობისათვის. გადაბელვით შემცირდება ხეების რხევის ამპლიტუდა, რაც თავის მხრივ გადადიოდა მის ფესვებზე და აზიანებდა შენობის საძირკვლებს. ასევე, მაღალი ტოტების მოცილების შემდეგ, მისი დარტყმით არ დაიმტვრევა სახლის სახურავები და წყლის შემკრები ღარები, რაც, რა თქმა უნდა, გააუმჯობესებს ქალაქის იერსახეს და ეკოლოგიურ პირობებს. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: მაღალი ტანის ხეების გადაბელვა, გამხმარი ხეების მოჭრა 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ხეების მოჭრა–გადაბელვის ხარჯები – 70 000 ლარი. 8. მოსალოდნელი შედეგი: არ გაიბიდნება ფოთლებით წყალსაწრეტი მილები და არ დაზიანდება სახლის კედლები, არ გაჩნდება საძირკვლებში ბზარები და ხვრელები, რის გამოც გამოირიცხება სარდაფებში წყლის ჩადგომა. 9. შეფასების კრიტერიუმები: გადაბელილი ხეების რაოდენობა; მოსახლეობის უსაფრთხოების მინიმუმამდე დაყვანა; შემოსულ განცხადებებზე რეაგირების მაჩვენებლის ზრდა. 10. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური. დანართი № 3–3
1. პროგრამის დასახელება: ქალაქ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის ერთი ფლიგელისა და ტერიტორიული ორგანოების შენობების მშენებელობა–რეკონსტრუქციის პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 20 იანვარი 2012 წელი 31 დეკემბერი 2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 479400 (ოთხასსამოცდაცხრამეტიათასოთხასი) ლარი. 5. პროგრამის მიზანი: მომსახურე პერსონალისა და მოქალაქეების მომსახურების პირობების გაუმჯობესება 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: ოთხი ახალი შენობის აშენება და მერიის ადმინისტრაციული კორპუსის ერთი ფლიგელის (არქიტექტურის შენობა) რეკონსტრუქცია 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ტერიტორიული ორგანოებისათვის ოთხი ახალი შენობის აშენების, კომუნიკაციების შეყვანა, შემდგომ მომსახურებით – 479400 ლარი. 8. მოსალოდნელი შედეგი: მოქალაქეების მომსახურების დონის ამაღლება 9. შეფასების კრიტერიუმები: მოსახლეობაზე ორიენტირებული გარემო პირობების შექმნა. 10. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური. დანართი № 3–4
1. პროგრამის დასახელება: ქალაქ ქუთაისის 2012 წლის განათლების ღონისძიებების პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 1 იანვარი 2012 წელი 31 დეკემბერი 2012 წელი 3. დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 74 000 (სამოცდათოთხმეტი ათასი) ლარი 5. პროგრამის მიზანი: ქალაქ ქუთაისში საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა მოტივაციის ამაღლება; სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კოორდინირებული თანამშრომლობა; აღსაზრდელთა და მოზარდთა შემეცნებით–საგანმანათლებლო დონის ამაღლება. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები:
7. მოსალოდნელი შედეგი: საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა დაინტერესება და სტიმულირება; მოზარდთა შემეცნებით–ინტელექტუალური დონის ზრდა. 8. შეფასების კრიტერიუმები: აღსაზრდელთა, მოზარდთა და მასწავლებელთა დაინტერესების ზრდა, მათი შემეცნებით–საგანმანათლებლო დონის ამაღლება. მოსწავლეთა მშობლების, განათლების მუშაკთა კმაყოფილება. საზოგადოებისა და კვალიფიცირებული ექსპერტების მიერ დადებითად შეფასებული განხორციელებული პროექტები. 9. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური. დანართი № 3–5
1. პროგრამის დასახელება: ქალაქ ქუთაისის 2012 წლის სპორტის ღონისძიებების პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 1 იანვარი 2012 წელი 31 დეკემბერი 2012 წელი 3. დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 520 000 ( ხუთას ოცი ათასი) ლარი 5. პროგრამის მიზანი: სპორტის ეროვნული პოლიტიკის შექმნა, სპორტის განვითარება და სპორტსმენების კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები:
7. მოსალოდნელი შედეგი: ქუთაისი ოდითგანვე იყო სპორტის სამჭედლო, აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს პერსპექტიული სპორტსმენების აღმოჩენას, უკვდავყოფს გარდაცვლილი გამოჩენილი ქუთაისელი მწვრთნელების სახელებს; ასევე პატივს მივაგებთ ცნობილ ქუთაისელ სპორტსმენებს და მწვრთნელებს. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ქალაქში სპორტის განვითარებას. 8. შეფასების კრიტერიუმები: ახალგაზრდობის დაინტერესების ზრდა სპორტში, ჯანმრთელი წესის დამკვიდრება ქალაქში, სპორტის განვითარება და სპორტსმენებისა და მწრთვნელების კვალიფიკაციის ამაღლება ქალაქ ქუთაისში. 9. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური. დანართი № 3–6 1. პროგრამის დასახელება: ქალაქ ქუთაისის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ღონისძიებების პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 1 იანვარი 2012 წელი 31 დეკემბერი 2012 წელი 3. დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 611000 ლარი 5. პროგრამის მიზანი: კულტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების სფეროებში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა და მისი რეალიზაციის კოორდინაცია. კულტურის სფეროში განსაკუთრებით ნიჭიერი და შემოქმედი ახალგაზრდების მხარდაჭერა. კულტურის დღეების, გაცვლითი გასტროლების, კონკურსების, ფესტივალებისა და გამოფენების ორგანიზება. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები:
7. მოსალოდნელი შედეგი: საზოგადოების პოზიტიური განწყობისა და ესთეტიკური დონის ამაღლება, უნიკალური და უძველესი ქართული კულტურის ფასეულობების მომავალი თაობებისათვის გადაცემა, კულტურული მემკვიდრეობების შენარჩუნება მომავალი თაობებისათვის; ახალგაზრდობის დაინტერესების ზრდა თეატრალური, სამხატვრო და სამუსიკო დარგების მიმართ, ინტელექტუალური დონის ამაღლება. 8. შეფასების კრიტერიუმები: მუსიკალური ფესტივალების, სპექტაკლებისა და გამოფენების რაოდენობის ზრდა; საზოგადოების ინტერესის, ღონისძიებებზე დამსწრეთა, რეალიზებული ბილეთების, მათ შორის ტურისტების დასწრების მაჩვენებლები; კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ექსპერტთა დასკვნები და შეფასებები. 9. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური. დანართი № 3–9 1. პროგრამის დასახელება : საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 01 იანვარი 2012 წელი 31 დეკემბერი 2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 161 000 (ასსამოცდაერთიათასი) ლარი 5. პროგრამის მიზანი: საქართველოს კანონით „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო–სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, ქალაქის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით, დერატიზაციის, დეზინფექციისა და საბონიფიკაციო ღონისძიებების ორგანიზება, საგანმანათლებლო, აღმზრდელობით და საგანმანათლებლო–აღმზრდელობით დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისათვის ხელშეწყობა, ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადობრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის სამინისტროს მიერ მოწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლისათვის, პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას, ქალაქის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ჯანმრთელობის რისკ–ფაქტორების იდენტიფიცირება. 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა
8. პროგრამით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პერსონალი
9. მოსალოდნელი შედეგი: მოსახლეობის საშიში ინფექციური დაავადებებით ავადობის შემცირება და ეპიდზედამხედველობის გაუმჯობესება. 10. შეფასების კრიტერიუმები: იმუნიზირებული მოსახლეობის რაოდენობა, საშიში ინფექციური დაავადებებით ავადობის მაჩვენებლის შემცირება. 11. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახური დანართი № 3–9 1. პროგრამის დასახელება : სოციალური ღონისძიებების პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 01 იანვარი 2012 წელი 31 დეკემბერი 2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 247 600 (ორასორმოცდაშვიდიათასექვსასი) ლარი 5. პროგრამის მიზანი: გარკვეული კატეგორიის ღვაწლმოსილი, დამსახურებულიდა სოციალურადდაუცველი პირებისათვი ტრადიციულ დღესასწაულებთან და ღირსშესანიშნავ თარიღებთან დაკავშირებით სხვადასხვა შინაარსის ღონისძიებების მოწყობა, კურორტული სამკურნალო–სარეაბილიტაციო მომსახურეობის გაწევა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ქუთაისის ადგილობრივი ორგანიზაციის კომუნალური და საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურება. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: ტრადიციულ დღესასწაულებთან: (აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ახალი წელი) დაკავშირებით ბენეფიციარებზე სურსათით და სხვა სახით დახმარების გაწევა; საზაფხულო დასვენება–რეაბილიტაციის მოწყობა კურორტებზე; ღირსშესანიშნავი დღეებისა და თარიღების აღნიშვნა, ღონისძიებების მოწყობა შესაბამისი კატეგორიიის ღვაწლმოსილი, დამსახურებული, უნარშეზღუდული და სოციალურად დაუცველი პირებისათვის. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ქუთაისის ადგილობრივი ორგანიზაციის კომუნალური და საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურება. 8. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა
8. პროგრამით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პერსონალი.
9. მოსალოდნელი შედეგი: უნარშეზღუდული პირებისათვის საკურორტო–სარეაბილიტაციო მომსახურების ხელმისაწვდომობა, ღვაწლმოსილი და დამსახურებული პირების პატივგება, ეროვნული ტრადიციების შენარჩუნება, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ქუთაისის ადგილობრივი ორგანიზაციისადმი თანადგომა. 10. შეფასების კრიტერიუმები: პროგრამის ბენეფიციარების გამოკითხვით მიღებული შედეგები. 11. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახური. დანართი №3–9 1. პროგრამის დასახელება : სამედიცინო დაზღვევის პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 01 იანვარი 2012 წელი 31 დეკემბერი 2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 160 000 (ასსამოციათასი) ლარი 5. პროგრამის მიზანი: გარკვეული კატეგორიის პირების სამედიცინო დაზღვევა 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: დასაზღვევ პირთა კონტიგენტის (სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებული პირები, ქალაქ ქუთაისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები) დადგენა. სადაზღვევო კომპანიის შერჩევა, პროგრამის ქვემდებარე კონტიგენტის დაზღვევა, სადაზღვევო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. შენიშვნა: დასაზღვევ პირთა სიის მოწოდებაზე პასუხისმგებელია ქალაქ ქუთაისის მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები, 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა
8. პროგრამით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პერსონალი.
9. მოსალოდნელი შედეგი: გარანტირებული უფასო სამედიცინო მომსახურება. 10. შეფასების კრიტერიუმი: დაზღვეულ პირთა კმაყოფილება. 11. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახური. დანართი № 3–9 1. პროგრამის დასახელება : ვეტერანთა სარიტუალო დახმარების პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 01 იანვარი 2012 წელი 31 დეკემბერი 2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 16800 (თექვსმეტიათასრვაასი) ლარი 5. პროგრამის მიზანი: საქართველოს კანონებით: „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ გათვალისწინებული ვალდებულებების დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში შესრულება. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის წევრზე ან დასაფლავების ხარჯების გამღებ პირზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა 300 ლარის ოდენობით. 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა
8. დამატებითი ინფორმაცია. ა) დახმარება გაიცემა გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის წევრზე (ან სხვა პირზე), ვინც გაიღო გარდაცვლილის დასაფლავების ხარჯები. ბ) დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს: 1. ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობა, 2. გარდაცვალების ცნობა, 3. დასაფლავების ხარჯის გაწევის დამადასტურებელი ცნობა, 4. დახმარების მიმღები პირის პირადობის მოწმობა. საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტი. 9. მოსალოდნელი შედეგი: გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახების მატერიალური და მორალური თანადგომა, გარდაცვლილ ვეტერანთა ღვაწლის დაფასება, მათი პატივგება. 10. შეფასების კრიტერიუმი: გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახების კმაყოფილება. 11. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახური. დანართი № 3–9 1. პროგრამის დასახელება : მიცვალებულთა დასაფლავების პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 01 იანვარი 2012 წელი 31 დეკემბერი 2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 37 200 (ოცდაჩვიდმეტიათასორასი) ლარი 5. პროგრამის მიზანი: გარდაცვლილ ლტოლვილთა და უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვა (დელეგირებული უფლებამოსილების) ფარგლებში. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: გარდაცვლილ ლტოლვილების ოჯახის წევრზე სარიტუალო ხარჯებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა 300 ლარის ოდენობით და უპატრონო მიცვალებულთათვის სარიტუალო მომსახურეობის გაწევა, კერძოდ: სუდარის დამზადება, სამარის გაჭრა–ამოვსება, კატაფალკით მომსახურება, საფლავზე აღმნშივნელი ფირფიტის დაყენება. 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა
8. მოსალოდნელი შედეგი: გარდაცვლილ ლტოლვილთა ოჯახების მორალური მატერიალური თანადგომა, უპატრონო მიცვალებულთა პატივგება. 9. შეფასების კრიტერიუმი: პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მომსახურებით ბენეფიციართა კმაყოფილება. 10. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახური. დანართი № 3–9 1. პროგრამის დასახელება : უფასო მგზავრობის პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 01 იანვარი 2012 წელი 31 დეკემბერი 2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 97 000 (ოთხმოცდაჩვიდმეტიათასი) ლარი 5. პროგრამის მიზანი: გარკვეული კატეგორიის პირების საქალაქო ტრანსპორტით (ავტობუსით) მგზავრობის უზრუნველყოფა. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: პროგრამით მოსარგებლე პირთა კონტიგენტის (ბენეფიციართა) დადგენა; სამგზავრო მოწმობების დამზადება, გაცემა; საქალაქო ტრანსპორტით სარგებლობა. 7. პროგრამით მოსარგებლე პირთა რაოდენობა და კატეგორია: უფასო კვების პროგრამის ბენეფიციარები; II მსოფლიო ომის ვეტერანები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის ინვალიდები და მარჩენალდაკარგულები; წითელი ჯვრის კლუბების ხანდაზმული პენსიონერები; მრავალშვილიანი დედები; მხედველობით მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები; სტუდენტური ოჯახები (ცოლი და ქმარი, ორთავე სტუდენტი). სულ: 1040 პირი. 8. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა
9. დამატებიტი ინფორმაცია. 1. პროგრამით სარგებლობა მოხდება სამგზავრო მოწმობების გამოყენებით. 2. პროგრამით ისარგებლებენ ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული (მცხოვრები) პირები. 3. სამგზავრო მოწმობის მისაღებად საჭიროა ფოტოსურათის, პირადობის მოწმობის და კატეგორიის მიმანიშნებელი დოკუმენტის წარმოდგენა. 4. ეკონომიის ხარჯზე შესაძლებელია დამატებითი კატეგორიის კონტიგენტის და განსაკუთრებული შემთხვევების მომსახურეობა, სამსახურის გადაწყვეტილებით. 10. მოსალოდნელი შედეგი: საქალაქო ტრანსპორტით სარგებლობის ხელმისაწვდომობა. 11. შეფასების კრიტერიუმი: პროგრამით გათვალისწინებულ ბენეფიციართა უფასო ტრანსპორტით მომსახურების მაჩვენებლის ზრდა და მუდმივი მონიტორინგის მაჩვენებელი გაწეული მომსახურების ხარისხზე, პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა კმაყოფილება. 12. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახური
დანართი № 3–9 1. პროგრამის დასახელება : მატერიალური დახმარების პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 01 იანვარი 2012 წელი 31 დეკემბერი 2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 525 400 (ხუთასოცდახუთიათას ოთხასი)ლარი 5. პროგრამის მიზანი: სხვადასხვა კატეგორიის უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის, ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული (მცხოვრები) მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ 6 (ექვსი) და მეტი შვილი, ასევე ახლადწარმოშობილი, გაუთვალისწინებელი პრობლემის წინაშე და ფორსმაჟორულ სიტუაციებში მყოფი ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების გაწევა. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: მოქალაქეთა განცხადებების განხილვა, მათი სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის და პრობლემების შესახებ დამატებით ინფორმაციის მოპოვება; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დახმარების მიზანშეწონილობის და დახმარების მოცულობის საკითხის გადაწყვეტა. პროგრამის ქვემდებარე კონტიგენტის დადგენა; მატერიალური დახმარების გაწევა. 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა 8. დამატებითი ინფორმაცია ა)
8. დამატებითი ინფორმაცია ა) ბენეფიციართა რაოდენობა და კატეგორია დაუზუსტებელია და მათი დადგენა მოხდება პროგრამის მიმდინარეობისას. ბ) დახმარების საკითხი და ოდენობა განიხილება და გადაწყდება, სოციალურ–ეკონომიკური პირობებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით. გ) დახმარების მოცულობა განისაზღვრება არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით. დ) ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული (მცხოვრები) მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ 6 (ექვსი) და მეტი შვილი, დახმარების მოცულობა განისაზღვრება არაუმეტეს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით. ე) განსაკუთრებულ შემთხვევებში დამატებითი გარემოებებისა და არგუმენტების საფუძველზე შესაძლებელია ლიმიტსზედა თანხით დახმარება, ანალოგიური წესით გადაწყდება ყველა სხვა შემთხვევაში დახმარების საკითხი. ვ) დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობის ქსეროასლი, საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. დახმარების საკითხი განიხილება ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული (მცხოვრებ) პირებისა და ოჯახებისა. 9. მოსალოდნელი შედეგი: გაჭირვებული და პრობლემატური ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. 10. შეფასების კრიტერიუმი: შეღავათით მოსარგებლე მოსახლეობის კმაყოფილება, დადგენილი გასაცემების სრული და დროული მიწოდების მონიტორინგის მაჩვენებელი. 11. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახური. დანართი № 3–9 1. პროგრამის დასახელება : სამედიცინო დახმარების პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 01 იანვარი 2012 წელი 31 დეკემბერი 2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტი. 4. პროგრამის ბიუჯეტი: 520 000 (ხუთასოციათასი) ლარი. 5. პროგრამის მიზანი: მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში დაავადების მქონე და განსაკუთრებული შემთხვევის შედეგად დაავადებული გადახდისუუნარო პირებისათვის სამედიცინო მომსახურეობის ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: მოქალაქეთა განცხადებების განხილვა, დახმარების გაწევის მიზანშეწონილობის და ოდენობის განსაზღვრა, საგარანტიო წერილების გაცემა, სამედიცინო მომსახურების მიღება სამედიცინო დაწესებულებებში, გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა
8. დამატებითი ინფორმაცია: ა. დახმარებით ისარგებლებენ ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული პირები. ბ. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა, ანგარიშფაქტურა, ფორმა №100 სამედიცინო დაწესებულებიდან. განსაკუთრებულ შემთხვევებში სხვა დამატებითი დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. გ. დახმარების მოცულობა განისაზღვება თანაგადახდის პრინციპით, მომსახურეობის ღირებულების არაუმეტეს 50%–ით და არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარით. დ. დახმარების საკითხი განიხილება და გადაწყდება დაავადების, მკურნალობის მეთოდის, ღირებულების, პიროვნების სოციალური სტატუსის და სხვა გარემოებების გათვალისწინებით. ლიმიტს ზევით დახმარების საკითხი გადაწყდება სამსახურის მიერ დამატებითი არგუმენტებისა და გარემოებების საფუძველზე. ანალოგიური წესით განიხილება ყველა სხვა შემთხვევაში დახმარების საკითხი. ე. სამსახურს უფლება აქვს დახმარების მთხოვნელს მიუთითოს სამედიცინო დაწესებულება, სადაც მისი მკურნალობა ნაკლებღირებული და/ან უფრო ხარისხიანი იქნება. 9. პროგრამით გათვალისწინებული პერსონალი
9. მოსალოდნელი შედეგი: სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, სიკვდილიანობის და ავადობის შემცირება. 10. შეფასების კრიტერიუმები: პროგრამით გათვალისწინებულ ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფებისათვის სამედიცინო მომსახურეობაზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებლის ზრდა, ბენეფიციართა კმაყოფილება. 12. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახური. დანართი № 3–9
1. პროგრამის დასახელება : მედიკამენტებით დახმარების პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 01 იანვარი 2012 წელი 31 დეკემბერი 2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 229400 (ორასოცდაცხრაათასოთხასი) ლარი 5. პროგრამის მიზანი: ინკურაბელური, ქრონიკული, მძიმე დაავადების მქონე პირების მედიკამენტებით და სამედიცინო დანიშნულების საგნებით დახმარება. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: პროგრამის ქვემდებარე კონტიგენტის დადგენა, დახმარების მიზანშეწონილობის და მოცულობის განსაზღვრა, მედიკამენტის ვაუჩერის დამზადება–გაცემა. სააფთიაქო დაწესებულების შერჩევა, მედიკამენტების და სამედიცინო დანიშნულების საგნების მიწოდება, გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა
8. დამატებითი ინფორმაცია: ა) დახმარების მიღება მოხდება მედიკამენტის ვაუჩერის გამოყენებით; ბ) დახმარების მთხოვნელმა, განცხადებასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა. საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამხმარე დოკუმენტი, (ფორმა 100, სამედიცინო დაწესებულებიდან და/ან სხვა) სამსახურის მოთხოვნით; გ) დახმარების მოცულობა განისაზღვრება არაუმეტეს 200 ლარის მედიკამენტებით; დ) ლიმიტს ზემოთ დახმარების საკითხი გადაწყდება სამსახურის მიერ დამატებითი არგუმენტებისა და გარემოებების საფუძველზე. ანალოგიურად განიხილება ყველა სხვა შემთხვევაში დახმარების საკითხი; ე) დახმარებით ისარგებლებენ ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული პირები; 9. მოსალოდნელი შედეგი: მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების ხელმისაწვდომობა. 10. შეფასების კრიტერიუმი: მედიკამენტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა, დადგენილი გასაცემლების /მომსახურების სრულ და დროულ მიწოდებაზე მონიტორინგი. პროგრამის ქვემდებარე კონტიგენტის გამოკითხვით მიღებული მაჩვენებელი, ბენეფიციართა კმაყოფილება. 11. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახური. დანართი № 3–9
1. პროგრამის დასახელება : სოციალური საცხოვრისის პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 01 იანვარი 2012 წელი 31 დეკემბერი 2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 28 000 (ოცდარვაათასი) ლარი 5. პროგრამის მიზანი: საცხოვრისის მაცხოვრებელთათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, მათ სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნვა 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: სოციალურ საცხოვრისში დასაქმებული სოციალური მუშაკის შრომის ანაზღაურება, სოციალური მუშაკისათვის სამუშაო პირობების შექმნა, კრიზისული სიტუაციების მართვა. 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა
8. პროგრამით გათვალისწინებული პერსონალი
9. დამატებითი ინფორმაცია: სოციალური საცხოვრისის მობინადრეთა დახარჯული ელექტროენერგიის თანხის ანაზღაურება მოხდება ფაქტიური ხარჯის მიხედვით წარმოდგენილი ანგარიშფაქტურების შესაბამისად. 10. მოსალოდნელი შედეგი: ოჯახებისათვის დამოუკიდებლად, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ცხოვრებისათვის ნორმალური გარემოს შექმნა. 11. შეფასების კრიტერიუმები: ოჯახების სულიერი გაძლიერება, სოციალური რეაბილიტაცია, პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა კმაყოფილება. 12. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახური.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №4
|
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის
ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია (ათას ლარებში) |
|
დანართი №5
|
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის ნაშთის ცვლილება
(ათას ლარებში)
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები