„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 233/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 05/11/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016500
233/ნ
05/11/2012
ვებგვერდი, 06/11/2012
040030000.22.022.016500
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №233/ნ

2012 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხ. 1233; სარეგისტრაციო კოდი – 040.030.000.22.022.007.724) დამტკიცებულ:

ა) დანართ №2-ში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა.ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს – დაქვემდებარებულ ქალაქ თბილისის №112 საჯარო სკოლას ეწოდოს შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ თბილისის №112  საჯარო სკოლა;

ა.ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს – დაქვემდებარებული საჯარო სკოლების ჩამონათვალის მე-17 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

17

შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ თბილისის №112 საჯარო სკოლა

ც. დადიანის ქ. №28

დაწ-საბ-საშ.

ბ) დანართ №4-ში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ბ.ა) დანართის მე-6 გრაფაში მითითებულ ქალაქ სამტრედიის №15 საჯარო სკოლას მიენიჭოს უფლებამოსილება, სწავლება განახორციელოს ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე;

ბ.ბ) დანართის მე-6 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – ქალაქ სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ სამტრედიის №15 საჯარო სკოლა

სამტრედია, გრიბოედოვის ქ. №47

დაწ-საბ-საშ.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი