„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №832 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №832 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1008
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 01/11/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 100110000.08.002.016683
1008
01/11/2012
ვებგვერდი, 01/11/2012
100110000.08.002.016683
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №832 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1008

2012 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №832 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №832 ბრძანებულების (სსმ III, 2010 წ., №134, მუხ. 1925) პირველი პუნქტით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:
ა) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ან სხვა გამონაკლის შემთხვევაში საცხოვრებელი ბინის (სახლის) დაქირავებისას, მოსამსახურეს ოჯახის თითოეულ წევრზე  (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები) ყოველთვიური კომპენსაციის სახით ეძლევა:

ა) ქ. თბილისში:

ოჯახის გარეშე – 370 ლარი

ორწევრიანი ოჯახისათვის – 240 ლარი

სამი და მეტი წევრის შემთხვევაში – 180 ლარი;

ბ) სხვა ქალაქებში:

ოჯახის გარეშე – 240 ლარი

ორწევრიანი ოჯახისათვის – 160 ლარი

სამი და მეტი წევრის შემთხვევაში – 120 ლარი;

გ) სხვა დასახლებულ პუნქტებში:

ოჯახის გარეშე – 160 ლარი

ორწევრიანი ოჯახისათვის – 100 ლარი

სამი და მეტი წევრის შემთხვევაში – 80 ლარი.

შენიშვნა: კომპენსაციის გაცემა ხორციელდება ქირავნობის (პერიოდის მითითებით) და საცხოვრებელ ბინაში (სახლში) მცხოვრები ოჯახის წევრთა რაოდენობის შესახებ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის, აგრეთვე გამქირავებლის გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მოწმობის წარდგენის საფუძველზე.

იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურისათვის საცხოვრებელი ბინის (სახლის) დაქირავებას ახორციელებს დეპარტამენტი, საცხოვრებელი ბინის (სახლის) ქირის ღირებულება განისაზღვრება დეპარტამენტსა და გამქირავებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.“;

ბ) 28-ე მუხლის:
ბ.ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ნამსახურები წლებისათვის ხელფასზე დანამატს (ნამსახურების წლებში ჩაითვლება სამხედრო ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები, მათ შორის, საქართველოს სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში სამსახური, გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურისა);“;

ბ.ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოსამსახურეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში, მინისტრის სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) სხეულის მძიმე დაზიანებისას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

ბ) სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;

გ) სხეულის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი.

5. ნამსახურები წლებისათვის ხელფასზე ყოველთვიური დანამატის, სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის დანამატისა და სასურსათო ულუფის კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს მინისტრი.“;

ბ.გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მოსამსახურეს ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად უნარჩუნდება ხელფასი არა უმეტეს ორი თვისა.“;

გ) 29-ე მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსი 31 პუნქტი:

„31. მოსამსახურის პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც იგი იყენებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის, მიმდინარე რემონტით უზრუნველყოფს დეპარტამენტი, მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი