დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ხონის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ,, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/11/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/11/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.119.016123 |
|
,,ხონის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ |
ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით 2012 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი იზრდება 16.0 ათასი ლარით მთავრობის განკარგულება №1380. ასევე ადგილობრივი შემოსავალი 50.0 ათასი ლარით. ასევე შესაბამისად არის ცვლილება ხარჯვით ნაწილში კერძოდ, იზრდება აიპი დასუფთავების სუბსიდია 28.5 ათასი ლარით, სპორტულ-გამასაჯანსაღებელი ცენტრის სუბსიდია 4,5 ათასი ლარით, აიპი ნორჩების სუბსიდია 4.5 ათასი ლარით, აიპი ბიბლიოთეკების სუბსიდია 1.2 ათასი ლარით, აიპი მუზეუმის სუბსიდია 2.0 ათასი ლარით. აიპი სპორტ სკოლის სუბსიდია 3.0 ათასი ლარით, აიპი ბაღების სუბსიდია 2,5 ათასი ლარით, სახალხო დღესასწაულის ხარჯი 16.0 ათასი ლარით და კულტურული ღონისძიებების ხარჯი 3,8 ათასი ლარით.
მცირდება სარწყავი არხების რეაბილიტაციის ხარჯი 61,9 ათასი ლარით და, შესაბამისად, იზრდება 61.9 ათასი ლარით გზების რეაბილიტაცია. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
,,ხონის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება. დადგენილების დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი 1 |
|
დანართი 2 |
|
დანართი 3 |
|
დანართი 4 |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები