დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/11/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.168.016063 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №26 დადგენილების მე-3 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. სხვა შემოსავლები 1. შემოსავალი პროცენტებიდან დაიგეგმოს 50.0 ათასი ლარით; 2. მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დაიგეგმოს 7.0 ათასი ლარით; 3. შემოსავალი მიწის იჯარიდან და მართვაში გადაცემიდან დაიგეგმოს 5.6 ათასი ლარით; 4. სანებართვო მოსაკრებელი დაიგეგმოს 15.0 ათასი ლარით; 5. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი დაიგეგმოს 0.4 ათასი ლარით; 6. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი დაიგეგმოს 311.6 ათასი ლარით; 7. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის დაიგეგმოს 30.0 ათასი ლარით; 8. ჯარიმები, სანქციები და საურავები დაიგეგმოს 80.0 ათასი ლარით; 9. შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები დაიგეგმოს 2.0 ათასი ლარით; 10. სულ სხვა შემოსავლები დაიგეგმოს 501.6 ათასი ლარით.”. |
| მუხლი 2 |
შევიდეს ცვლილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №26 დადგენილების მე-4 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. სულ შემოსავლები დაიგეგმოს 7193.9 ათასი ლარით.”.
|
| მუხლი 3 |
შევიდეს ცვლილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №26 დადგენილების მე-6 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
,,მუხლი 6. სულ შემოსულობები დაიგეგმოს 7423.4 ათასი ლარით (დანართი №1,2,3).” |
| მუხლი 4 |
შევიდეს ცვლილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №26 დადგენილების მე-7 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. მუნიციპალიტეტის საკრებულო 1. შრომის ანაზღაურების მუხლი დაიგეგმოს 187.1ათასი ლარით. 2. შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურების მუხლი დაიგეგმოს 68.9 ათასი ლარით. 3. მივლინებები დაიგემოს 0.5 ათასი ლარით. 4. ოფისის ხარჯების მუხლი დაიგეგმოს 65.5 ათასი ლარით; მათ შორის: ა) საკანცელარიო საქონლის შეძენის მუხლი დაიგეგმოს 1.0 ათასი ლარით; ბ) საწერ-სახაზავი ქაღალდის, საბუღალტრო ბლანკების, ბიულეტენების და სხვა ანალოგიური მასალების შეძენის ხარჯი დაიგეგმოს 1.6 ათასი ლარით; გ) ნორმატიული აქტების, საცნობარო და სპეციალური ლიტერატურის, ჟურნალ-გაზეთის შეძენა და ამავე მიზნებთან დაკავშირებული საგამომცემლო-სასტამბო (არაძირითადი საქმიანობის) ხარჯები დაიგეგმოს 10.0 ათასი ლარით; დ) კომპიუტერული ტექნიკის შეძენის ხარჯები დაიგეგმოს 9.2 ათასი ლარით; ე) კარტრიჯების შეძენა და დატუმბვის ხარჯები დაიგეგმოს 1.0 ათასი ლარით; ვ) ფოტო-ვიდეო-აუდიო აპარატურის შეძენის ხარჯი დაიგეგმოს 0.5 ათასი ლარით; ზ) გამათბობელი და გამაგრილებელი ტექნიკის შეძენის ხარჯი დაიგეგმოს 9.1 ათასი ლარით; თ) საოფისე ავეჯის შეძენის ხარჯები დაიგეგმოს 8.9 ათასი ლარით; ი) სხვა საოფისე მცირეფასიანი ინვენტარის შეძენასა და დამონტაჟებასთან დაკავშირებული ხარჯები დაიგეგმოს 1.0 ათასი ლარით; კ) ოფისისათვის სანიტარიული საგნებისა და საჭირო მასალების შეძენის ხარჯები დაიგეგმოს 0.8 ათასი ლარით; ლ) კავშირგაბმულობის ხარჯები დაიგეგმოს 22.0 ათასი ლარით; მ) საფოსტო მომსახურების ხარჯი დაიგეგმოს 0.4 ათასი ლარით. 5. ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები დაიგეგმოს 41.0 ათასი ლარით; მათ შორის: ა) საწვავ-საპოხი მასალების შეძენის ხარჯი დაიგეგმოს 39.0 ათასი ლარით; ბ) მიმდინარე რემონტის ხარჯი დაიგეგმოს 1.0 ათასი ლარით; გ) სათადარიგო ნაწილების შეძენის ხარჯი დაიგეგმოს 1.0 ათასი ლარით. 6. სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების ხარჯების მუხლი დაიგეგმოს 1.3 ათასი ლარით. 7. სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები დაიგეგმოს 1.2 ათასი ლარით. 8. არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი დაიგეგმოს 15.0 ათასი ლარით. 9. სულ საკრებულოს ხარჯები დაიგეგმოს 380.5 ათასი ლარით.”. |
| მუხლი 5 |
შევიდეს ცვლილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №26 დადგენილების მე-12 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 12. მაჟორიტარი დეპუტატის მომსახურების ხარჯი 1. წარმომადგენლობითი ხარჯები დაიგეგმოს 18.0 ათასი ლარით. 2. სულ მაჟორიტარი დეპუტატის მომსახურების ხარჯი დაიგეგმოს 18.0 ათასი ლარით.”. |
| მუხლი 6 |
შევიდეს ცვლილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №26 დადგენილების 31-ე მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
,,მუხლი 31. ა(ა)იპ „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და სასპორტო სკოლა“ 1. სუბსიდიები დაიგეგმოს 212.0 ათასი ლარით; 2. არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი დაიგეგმოს 65.0 ათასი ლარით; 3. სულ ა(ა)იპ „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და სასპორტო სკოლის ხარჯები დაიგეგმოს 277.0 ათასი ლარით.” |
| მუხლი 7 |
შევიდეს ცვლილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №26 დადგენილების 47-ე მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 47. სულ გადასახდელები დაიგეგმოს 8977.0 ათასი ლარით (დანართი №4;5).’’. |
| მუხლი 8 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
დანართი №1 |
|
დანართი №2 |
|
დანართი №3 |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები