დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 960 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/12/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 30/12/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 140.100.000.05.001.003.455 |
საქართველოს კანონი
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30, 07.11.2008, მუხ. 198) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა, თავდაცვის, ფინანსთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიული ორგანოებისა და გამომძიებლების (მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარებისას) გამართულ საქმიანობას და საკუთრივ მათი მუშაკების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ტარდება ამ კანონის საფუძველზე, შესაბამისი უწყების ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული წესით.“.
6. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურს;“.“.
2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 30 დეკემბერი.
№960–რს
დოკუმენტის კომენტარები